Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო
Call Directions Contact the practice

Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო, Lawyer & Law Firm, ილია ჭავჭავაძის გამზირი N 28, ოთახი N6, Tbilisi.

📍დამოუკიდებელი და ღირსეული ადვოკატურა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.სამართლებრივი დავებ...
17/08/2026

📍დამოუკიდებელი და ღირსეული ადვოკატურა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

სამართლებრივი დავები უნდა წყდებოდეს სამართლებრივ სივრცეში და არა საჯარო დაპირისპირების, შეურაცხყოფისა და „სოციალური განაჩენების“ გზით.

პროფესიის ღირსების, ეთიკისა და რეპუტაციის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.👇

საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადვოკატებს, სამართლებრივი პროცესების მონაწილე პირებსა და საზოგადოებას, გამოიჩინონ სიმშვიდე, თავშეკავება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა ამა თუ იმ სამართლებრივი ფაქტების შეფასებისა თუ განსჯისას.

სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე ინსტიტუტებისა და პროფესიული რგოლების პატივისცემა. ამ სისტემაში ადვოკატს განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი არის დამოუკიდებელი პროფესიის წარმომადგენელი, რომლის დანიშნულებაა ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა კანონით დადგენილი საშუალებებით.

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას.

შესაბამისად, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ადვოკატის პროფესიას, მის დამოუკიდებლობასა და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას. ადვოკატის მიერ კონკრეტული პირის - დაზარალებულის, ბრალდებულის, მოსარჩელის, მოპასუხის თუ პროცესის სხვა მონაწილის ინტერესების დაცვა და ამ დაცვის დროს ადვოკატის მხრიდან დაცვის სტრატეგიის არჩევა არ ნიშნავს კლიენტის ქმედების ან შეხედულებების პირადად გაზიარებას. ადვოკატი ასრულებს კანონითა და პროფესიული მანდატით განსაზღვრულ ფუნქციას, ემსახურება მისი კლიენტის საუკეთესო ინტერესს, მისი კლიენტის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, რაც თუ კანონს არ არღვევს, არავის შესაფასებელი და გასაკრიტიკებელ საკითხს არ წარმოადგენს, ხოლო პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ადვოკატის მხრიდან მისი საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, ყოველგვარი ზეწოლის თუ „ბულინგის“ გარეშე სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებელი გარანტიაა, ხოლო მეორე მხრივ, მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლას დანაშაულად აცხადებს და მსგავსი ქმედება დასჯადია მოქმედი კანონმდებლობით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა განუყოფელია მისი პასუხისმგებლობისგან. ადვოკატს ეკისრება ვალდებულება, პატივი სცეს კანონს, სასამართლოს, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, კოლეგებს, პროცესის მონაწილეთა ღირსებას, უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოსა და პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამართლებრივი დავების სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეში განხილვის მზარდი პრაქტიკა საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა, თუმცა მისი განხორციელება ვერ ჩაანაცვლებს მართლმსაჯულებას და ვერ გახდება კონკრეტული სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი. სოციალური ქსელი არ არის სასამართლო, ხოლო საზოგადოებრივი აზრი სასამართლოს განაჩენი ან გადაწყვეტილება, თუმცა მსგავსი ფორმატი ფაქტია, ბიძგს აძლევს საზოგადოების დაბნევას, პროფესიისადმი სიძულვილის ენით საუბრის წახალისებას, რადგან საზოგადოებას არ მოეთხოვება კანონმდებლობის ცოდნა და საზოგადოება პირადი პრეფერენციებით ახდენს საჯაროდ ამა თუ იმ საკითხისადმი პოზიციონირებას, რაც ხელოვნურად იწვევს პროფესიისადმი უსწორო მიდგომას და დაძაბულობას, რასაც პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა მივაქციოთ ყურადღება და მსგავსი შესაძლო რისკები გავითვალისწინოთ, თავად არ შევუწყოთ ხელი უსწორო მიდგომების დანერგვას, რაც საბოლოოდ ვნებს პროფესიას და მის რეპუტაციას.

დაზარალებულის, ბრალდებულის, მოსარჩელის, მოპასუხისა თუ ნებისმიერი სხვა პროცესის მონაწილის მიმართ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კანონით დადგენილი ფორმით სრულყოფილად გამოკვლევამდე კატეგორიული შეფასებების, წინასწარი დასკვნებისა და საზოგადოებრივი „განაჩენის“ ფორმირება ქმნის სტიგმატიზაციის, რეპუტაციული ზიანისა და მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, ფაქტია, წარმოშობს დამატებითი კონფლიქტის კერას.

ასეთი პროცესების შედეგი ხშირად სცდება უშუალოდ დავის მონაწილეთა ფარგლებს და შესაძლოა შეეხოს მათ ოჯახებსა და ახლობლებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, რომელთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამასთან, სამართლებრივი დავების სოციალური ქსელების საშუალებით წარმართვა და საზოგადოებრივი განწყობის სამართლებრივი უპირატესობის მოპოვების საშუალებად გამოყენება აკნინებს თავად ადვოკატის პროფესიულ როლს. ადვოკატის ძალა ეფუძნება სამართლებრივ ცოდნას, არგუმენტაციას, მტკიცებულებებსა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიან გამოყენებას სასამართლო დარბაზებსა თუ საგამოძიებო ორგანოებში და არა რომელიმე მხარის მიმართ წინასწარი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას, ხოლო საადვოკატო სერვისი ვერ გახდება მეორე მხარის დისკრედიტაცია.

როდესაც სასამართლოს ფუნქციას საზოგადოებრივი სივრცე ანაცვლებს, ზიანი ადგება არა მხოლოდ კონკრეტული მხარის ინტერესებს, არამედ თანდათან იკარგება პროფესიული ურთიერთპატივისცემა, კნინდება ადვოკატის ინსტიტუციური როლი და, საბოლოოდ, მცირდება საზოგადოების ნდობა როგორც ადვოკატურის, ისე მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პატივი სცეს ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას, მის ღირსებასა და კანონით მინიჭებული ფუნქციის განხორციელებას და თავი შეიკავოს ადვოკატის მის კლიენტთან გაიგივებისა თუ მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო მისი სტიგმატიზაციისგან.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადვოკატს არ ჰყავს ზემდგომი, ის თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელია, თუმცა ემორჩილება კანონს, პროფესიულ ეთიკას და პროფესიულ სტანდარტს. შესაბამისად, ამავე პასუხისმგებლობით მოვუწოდებთ ადვოკატებს პატივი სცენ კანონს, სასამართლოს, პროფესიულ ეთიკას, კოლეგებსა და თითოეული პროცესის მონაწილის უფლებებს; სამართლებრივი დავები წარმართონ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და ხელი შეუწყონ მათ გადაწყვეტას იმ სივრცეში, რომელიც ამისთვის სამართლებრივ სახელმწიფოშია შექმნილი სასამართლოსა და კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, ისევე როგორც საჯაროდ პროფესიის წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეთთან დაპირისპირება თუ სამართლებრივი მოსაზრებების, კოლეგების პოზიციის საჯარო ქილიკი აზიანებს პროფესიულ რეპუტაციას და აკნინებს პროფესიის როლს საზოგადოების თვალში.

საზოგადოების პატივისცემა ადვოკატის პროფესიისა და მისი დამოუკიდებლობისადმი და, მეორე მხრივ, ადვოკატის ერთგულება კანონის, პროფესიული ეთიკისა და მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპებისადმი წარმოადგენს ორმხრივ პასუხისმგებლობას, რომლის დაცვაც აუცილებელია დამოუკიდებელი ადვოკატურის, სამართლიანი მართლმსაჯულებისა და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.

და ბოლოს, მოვუწოდებთ ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს, ჩვენს უკან, ჩვენი თითოეული საქციელის თუ ნათქვამის უკან, ჩვენი პროფესიის კეთილი სახელი, მისი რეპუტაცია და ხვალინდელი დღე დგას, ვიზრუნოთ დღეს პროფესიის ხვალინდელ დღეზე, ეს მხოლოდ პროფესიული გაერთიანების ფუნქცია არ არის, ეს თითოეული მოქმედი ადვოკატის პირდაპირი დანიშნულება, ვალდებულება და საჭიროებაა.

მივმართავთ ასევე საზოგადოებას, პროფესია ადვოკატი არის პროფესია, რომელიც თქვენი ინტერესების წარმომადგენელია, ინტერესების გამტარებელი და გვერდში მდგომია. გასაგებია და მარტივად აღქმადია, რომ მეორე მხარის წარმომადგენელი არ უნდა მოგწონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს მის პიროვნულ შეურაცხყოფას ან მის თქვენს უშუალო მეორე მხარესთან გაიგივებას, ხოლო მსგავსი მიდგომა თანმდევად დააპირისპირებს საზოგადოებას ამ პროფესიასთან, რაც დააზარალებს ისევ და ისევ დაცვის უფლების იმ რეალიზებას, რაც საზოგადოების უშუალოდ ინტერესშია, შესაბამისად, თხოვნა მოქალაქეთა მიმართ, პატივი ვცეთ ადვოკატის პროფესიას და ამ პროფესიის წარმომადგენლებს, ხოლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამა თუ იმ ადვოკატის ქმედების თუ ნაბიჯის მიუღებლობის შემთხვევაში, თუ ის მიგაჩნიათ კანონთან შეუსაბამოდ, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები, სადაც აღნიშნულზე შეგიძლიათ მიმართვა და არა საჯარო სოციალური ქსელის გამოყენებით განკითხვა და პიროვნული შეურაცხყოფა, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და მის ჭეშმარიტ ინტერესს დააზიანებს.

ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება რჩება ამ მაღალი სტანდარტების დაცვის სადარაჯოზე და გეგმავს მომავალში ამ მიმართულებით ფართო მასშტაბის სამუშაოების ინიცირებას, რაც პროფესიის შიგნით აღნიშნული გამოწვევების სწორად მართვის დანერგვის სტანდარტებს დაეთმობა, ისევე როგორც პროფესიის კიდევ უფრო მეტად გაცნობას საზოგადოებისათვის.

⚖️ არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესების დასაცავად წარმოებული მრავალწლიანი სამართლებრივი დავა წარმატებით დასრულდა.🏛️ საქა...
04/06/2026

⚖️ არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესების დასაცავად წარმოებული მრავალწლიანი სამართლებრივი დავა წარმატებით დასრულდა.

🏛️ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საბოლოოდ დადასტურდა სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პაციენტის მიმართ განხორციელებული არასწორი მკურნალობის გამო.

📌 საქმეზე სასამართლომ კლინიკას დააკისრა:
💰 არასრულწლოვნის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების – 4 358 ლარის ანაზღაურება;
💰 მორალური ზიანის კომპენსაციის სახით – 100 000 ლარის გადახდა.

⚕️ აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღებული შედეგით, არამედ იმ სამართლებრივი განმარტებებითაც, რომლებიც სასამართლომ სამედიცინო დელიქტთან დაკავშირებით გააკეთა.

📖 სასამართლომ განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ დაადასტურებს, რომ გამოიყენა ყველა აუცილებელი და გონივრული ღონისძიება, გამორიცხა ყველა შესაძლო რისკი და მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც დადგა მისი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო.

⚖️ სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ექიმი პასუხს აგებს მხოლოდ არასწორ სამედიცინო მოქმედებაზე, ხოლო მკურნალობის მართლზომიერების, პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების მტკიცების ტვირთი სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება.

📑 საქმეზე დადგინდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევაც.

👶 სასამართლომ არასრულწლოვანი პაციენტისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 100 000 ლარის დაკისრება საფუძვლიან და სამართლიან ღონისძიებად მიიჩნია.

✅ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პაციენტთა უფლებების დაცვისა და სამედიცინო პასუხისმგებლობის სტანდარტების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას.

#სამედიცინოდელიქტი #პაციენტისუფლებები #არასრულწლოვნისუფლებები #სამედიცინოპასუხისმგებლობა #უზენაესისასამართლო

📢 მიმაჩნია, რომ ეს არის განსაკუთრებით დროული და აუცილებელი ინიციატივა.როდესაც საქმე ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას...
19/05/2026

📢 მიმაჩნია, რომ ეს არის განსაკუთრებით დროული და აუცილებელი ინიციატივა.
როდესაც საქმე ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის …. ეს პასუხისმგებლობაა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს დღეს ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. #დავიცვათბავშვებისუფლებები
#დიუშენისბავშვები
#ბავშვებისჯანმრთელობა
#ერთადბავშვებისთვის

ძვირფასო კოლეგებო,
ადვოკატთა ასოციაციის წევრებო!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს საქველმოქმედო აქტივობებს.

თბილისის ბავშვთა სახლისა და ხანდაზმულთა თავშესაფრის შემდეგ, ასოციაციის წევრები ამჯერად, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში და ადვოკატთა ასოციაციის სოციალური ფონდის ორგანიზებით 31 მაისს 16:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის ტერიტორიაზე დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ადვოკატების შვილებისთვის გაიმართება 16:00-დან 18:00 საათამდე.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით, ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. ამასთანავე, არცერთ ბავშვს არ უნდა შეელახოს ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად, ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს უმაღლესი შესაძლო სტანდარტით. სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება უზრუნველყოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და დაწესებულებებზე რეალური, დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობით, აგრეთვე უსაფრთხო და უვნებელი გარემოს შექმნით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრი სოლიდარულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პროცესში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ, რადგან თითოეულ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეუვალი უფლება. დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება არა მხოლოდ ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, არამედ რადიკალურად აუმჯობესებს მის ხარისხს, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და ტკივილის გარეშე.

ვიმედოვნებთ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც უმოკლეს ვადაში მათი საჭიროებების სწორ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დამატებით იმსჯელა 16 მაისის სხდომაზე და საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თითოეულ წევრს შესაძლებლობა აქვს, თანხა ჩარიცხოს.
შემოსული თანხა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სრულად გადაეცემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, რითაც მცირედ წვლილს შევიტანთ ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფაში.

👉🏼თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

📌მიმღები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
დანიშნულება - დიუშენის სინდრომის ბავშვებისთვის!

დავეხმაროთ ბავშვებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით!

18/05/2026

📢 გავრცელებულ ვიდეოში დაუშენის მქონე ბავშვები თავად მიმართავენ საზოგადოებას დახმარებისა და მკურნალობის შესაძლებლობის მოთხოვნით. მსგავსი კადრები განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ისინი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ საკითხის უკან დგას არა მხოლოდ პროფესიული ან ადმინისტრაციული დისკუსია, არამედ ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და ოჯახების ყოველდღიური ბრძოლა.

🏥 როდესაც არსებობს პრეპარატი ან სამედიცინო შესაძლებლობა, რომელსაც დაავადების პროგრესირების შენელებისა და ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების პოტენციალი გააჩნია, სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სფეროს მთავარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს შესაბამისი პირობების შექმნა მისი უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენებისთვის. ასეთ შემთხვევებში არსებული სირთულეები უნდა განიხილებოდეს არა შეზღუდვის ან უარის თქმის საფუძვლად, არამედ ჯანდაცვის სისტემის განვითარების, პროფესიული რესურსების გაძლიერებისა და თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობად.

⚖️ ამასთან, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები, ბავშვის საუკეთესო ინტერესს აღიარებს გადაწყვეტილების მიღების უმთავრეს პრინციპად. შესაბამისად, ნებისმიერი შეფასება თუ გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს სწორედ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

📖 ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახების სრულ, ობიექტურ და ამომწურავ ინფორმირებას შესაძლო სარგებლის, რისკებისა და შემდგომი მართვის საკითხებზე, რათა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ინფორმირებული თანხმობის პრინციპის სრული დაცვით.

🤝 მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივ და პროფესიულ სივრცეში დღეს ყველაზე მეტად საჭიროა არა შიშზე დაფუძნებული შეფასებები, არამედ თანადგომა, პასუხისმგებლობა და იმგვარი ჰუმანური მიდგომა, რომელიც თითოეულ ასეთ ბავშვს მისცემს განცდას, რომ საზოგადოება და სახელმწიფო მის გვერდით დგას მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.

#დუშენი
#ბავშვთაუფლებები
#ბავშვისსაუკეთესოინტერესი
#ჯანდაცვა

22/04/2026
30/03/2026

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩაატარა. ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციის წევრი ადვოკატები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ.

🔹ფორუმმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცა, მთელი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში მიეღოთ სამართლებრივი დახმარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა.

🔹პრო ბონო პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 100-მდე ადვოკატმა კონსულტაციები გასცა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, შრომის, საოჯახო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე, ასევე, უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, ხელშეკრულებებთან და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

🔹პროექტი ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელდა და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადვოკატთა პროფესიის სოციალური როლის გაძლიერება.

📌პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში კიდევ ორი ფორუმი ჩატარდება, მათ შორის ერთი აჭარის რეგიონში.

✔️ფორუმი Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება.

Address

ილია ჭავჭავაძის გამზირი N 28, ოთახი N6
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995599455215

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Ketevan Utiashvili Law Office / ქეთევან უტიაშვილის საადვოკატო ბიურო:

Shortcuts

Share