19/11/2023
📣 ანა ფალავანდიშვილი-გაბუნია JP Morgan Chase & Co-მ სტუდენტური ტალანტების პროგრამის ფარგლებში ხანგრძლივი შესარჩევი ეტაპებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილე სტუდენტებს შორის ამოარჩია.
ანა ფალავანდიშვილს შემოთავაზება ჰქონდა მიღებული ასევე ისეთი კომპანიისგან,როგორიცაა Deutsche Börse Group.
დღემდე ანას ასევე უმუშავია ლუქსემბურგის ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკის იურიდიულ გუნდში, სადაც წარმატებით შეფასდა მისი საქმიანობა. თუმცა ორმაგად საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს JP Morgan Chase & Co -ში იურიდიული საქმიანობის გაგრძელებას.
💫ანამ წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო მაგისტრატურა იმავე უნივერსიტეტში კერძო სამართლის მიმართულებით გააგრძელა, სადაც ჩარიცხულ სტუდენტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა უნარების და პროფესიული გამოცდების შედეგებით. იგი ასევე სწავლობდა ტარტუს, ვარშავისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტებში წარჩინებული აკადემიური მოსწრების შედეგად.
✅ანა ფალავანდიშვილი სექტემბრიდან სწავლას ლუქსემბურგის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ევროკავშირის ბიზნეს სამართლის მიმართულებით აგრძელებს. როგორც თავად აღნიშნავს ლუქსემბურგის განვითარების დონიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია იქ სწავლის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ორი სახელმწიფო ენის (გერმანულისა და ფრანგულის) და დამატებით ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა მოითხოვება. თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ მისი აწ უკვე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე თავს წარმატებით გაართმევს.
როგორც თავად აღნიშნავს: "ძალიან დიდი შრომის ჩადება მომიწია დღემდე,რომ აქ მოვსულიყავი. თუმცა მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიმედოვნებ, რომ სხვებისთვის ერთგვარ მოტივაციად იქცევა".
#გააზიარეწარმატება 🚀