29/06/2024
👇🏻
შეგახსენებთ იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალს, რომელთაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება 1 ივნისიდან წარმოეშვათ:
1. საჯარო სამსახურები;
2. კომერციული ბანკები;
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
4. საკრედიტო ბიუროები;
5. სადაზღვევო კომპანიები;
6. სამედიცინო დაწესებულებები;
7. ტოტალიზატორები (მათ შორის ონლაინ);
8. ავიაკომპანიები და აეროპორტები;
9. კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს ან/და ახორციელებენ ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების უგულვებელყოფა პირველ რიგში თქვენს ბიუჯეტს დააზარალებს, რადგან დარღვეული საფუძვლებისა და პრინციპებისათვის კანონი საკმაოდ მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს.
თუ გსურთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მხარდაჭერა, ჩვენი გუნდი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურებას.
#პერსონალურმონაცემთადაცვისოფიცერი #პერსონალურიინფორმაცია