იურიდიული კონსულტაცია/Lawyer Service

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული კონსულტაცია/Lawyer Service

იურიდიული კონსულტაცია/Lawyer Service იურიდიული კონსულტაციის გაწევა სიხლი?

31/01/2026

გთხოვთ გამოიწეროთ ❤️

https://www.facebook.com/share/14U1nEPMdnt/

ადვოკატის კონსულტაცია, იურიდიული მომსახურება, ადვოკატი

20/04/2024
პროფესორმა, რომელიც სამართლის სპეციალისტი გახლდათ შუა ლექციის დროს ერთერთ სტუდენტს ჰკითხა:-- რა გქვია?--ნიკოლი.წამოდექი ...
22/06/2022

პროფესორმა, რომელიც სამართლის სპეციალისტი გახლდათ შუა ლექციის დროს ერთერთ სტუდენტს ჰკითხა:
-- რა გქვია?
--ნიკოლი.
წამოდექი და
ახლავე დატოვე აუდიტორია...
დაუყვირა პროფესორმა. ნიკოლი შეეცადა თავის დაცვას, მიზეზის გაგებას, რა დააშავა, რატომ გაუბრაზდნენ და აგდებდნენ გარეთ.მაგრამ იგივე მითითება მიიღო.დანარჩენებმა თვალი მოარიდეს თანაკურსელს.
თვალცრემლიანი და გულდამძიმებული გამოვიდა დასჯილი გარეთ.

პროფესორი კი სტუდენტებს მოუბრუნდა
-- თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა კანონები?
ერთმა თქვა, იმისთვის რომ ადამიანების ქცევები გაეკონტროლებინათ.
მეორემ, იმისთვის რომ საზოგადოებაში დისციპლინა დაემყარებინათ.
მესამემ --იმისთვის რომ ძლიერებმა სუსტები არ დაჩაგრონ.
--დიახ ეგრეა, თუმცა რაღაც აკლია.
თქვა პროფესორმა--
და სამართლიანობა დამკვიდრეს
თქვა იგივე სტუდენტმა.
აი ესაა ზუსტი.
მართალი ხარ.
შეაქო იგი პროფესორმა.
მერე დარბაზს თვალი მოავლო.
სამართალის აზრი რაშია?
--არასოდეს არავინ რომ არ დაიჩაგროს.
წამოიძახა ყველამ ერთად.
-- ახლა კი გულახდილად მიპასუხეთ
-- როცა თქვენი თანაკურსელი უსამართლოდ გავაძევე გარეთ
ვიყავი მართალი?
--არა. თქვა ყველამ ერთად
-- რატომ გაჩუმდით და რატომ არ დაიცავით ის?
გაბრაზდა პროფესორი.
-რა საჭიროა კანონები და სამართლის სწავლა, თუკი გამბედაობა არა გვაქვს მის შესასრულებლად?
დაიმახსოვრეთ, როცა თქვენს თვალწინ, ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და თქვენ ხმას არ იღებთ, მაშინ თქვენ ადამიანის სახელს არცხვენთ. იცოდეთ ადამიანობა არის ყველაზე უმთავრესი, ამ ცხოვრებაში.
მერე ნიკოლს დაუძახა, აუხსნა და განუმარტა აუდიტორიის დატოვების მიზეზი,ბოდიში მოუხადა და დაბრუნება სთხოვა.
ბოლოს კი სტუდენტებს აუწყა დღევანდელი თქვენი ლექცია ეს არის და მინდა სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდეთ !!! სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია, თუმცა თუ ადამიანობა არ იქნება მათ შორის მაკავშირებელი ხიდი, სამართალი ვერასდროს იქნება სამართლიანი!

ადამიანობა უპირველეს ყოვლისა!

გილოცავთ
08/03/2022

გილოცავთ

🔴 რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გახსნამდე შემდეგ განცხადებებზე მოუწევთ ხელის მოწერა 👇◾ ვგმობ რუსულ ...
06/03/2022

🔴 რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გახსნამდე შემდეგ განცხადებებზე მოუწევთ ხელის მოწერა 👇

◾ ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
◾ ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014-სა და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა;
◾ ვეთანხმები და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
◾ ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და ხელს შევუშლი მის გავრცელებას;
◾ ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას

❌ მოქალაქეებს, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, უარი ეთქმებათ ანგარიშის გახსნაზე

https://manifest.ge/item/3649
04/03/2022

https://manifest.ge/item/3649

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფაშისტური სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთი მოექცა მსოფლიო იზოლაციი.....

01/03/2022
ასტრიდ ლინდგრენი ყოველთვის იხსენებდა ისტორიას, რომელიც მას ერთი პასტორის მეუღლემ უამბო:“ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევ...
08/02/2022

ასტრიდ ლინდგრენი ყოველთვის იხსენებდა ისტორიას, რომელიც მას ერთი პასტორის მეუღლემ უამბო:

“ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო, როცა პირველი შვილი შემეძინა, ცემის სარგებლიანობის საერთოდ არ მჯეროდა…
მაგრამ მოგვიანებით, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და პირველად ცხოვრებაში შვილის გაროზგვა გადაუწყვეტია. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.
ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:
„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.
და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას – წკეპლით თუ ქვით?! დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, რათა მუდმივად ხსომებოდა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის."

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში მწვანე პასპორტის გამოყენება გაუქმდაhttps://fb.watch/aUM4or_TNx/
01/02/2022

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში მწვანე პასპორტის გამოყენება გაუქმდა

https://fb.watch/aUM4or_TNx/

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული კონსულტაცია/Lawyer Service posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share