ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე • Lawyer Lasha Tsutskiridze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე • Lawyer Lasha Tsutskiridze

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე • Lawyer Lasha Tsutskiridze ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე გაგიწევთ კვა ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე გაგიწევთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას.
599 82 11 44

598 49 87 05

კონსულტაცია უფასოა

30/03/2022

⚖️ ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსი ამოქმედდა.

ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებლის, საკონტაქტო პირის, უფლებამოსილი პირის ან/და მომხმარებელთან დაკავშირებული მესამე პირის:

❌ შევიწროება, ზეწოლა, დაშინება, მათ მიმართ რეპუტაციის შემლახავი ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება;

❌ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და მათ მიმართ დამამცირებელი, უხამსი, არაჰუმანური, დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება.

ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებელს, საკონტაქტო პირს ან/და უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ისეთ შესაძლო ქმედებებზე, რომელიც ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება:

❌ მომხმარებელს ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია ვალდებულების მოცულობაზე, ვადასა და სტატუსზე, მათ შორის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თუ მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილია საერთო სასამართლოების მიერ და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

❌ არასწორად წარუდგინოს თავი, მათ შორის, მოჩვენებითად წარუდგინოს თავი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად ან სხვა ორგანოსთან დაკავშირებულ პირად;

❌ მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მომხმარებლის თავისუფლების აღკვეთას;

❌ ნებისმიერი ისეთი სახის წერილობითი კომუნიკაციის გამოყენება, რომელიც მოტყუებით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წერილი გამოგზავნილია სხვა ორგანოდან, გარდა თვით ფინანსური ორგანიზაციისა;

✅ ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე გაგიწევთ კვა

⚖️ 2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშ...
09/10/2020

⚖️ 2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

✅ თუ თქვენს წინააღმდეგ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის, რომლის ოდენობაც მოსახმარად გამოუსადეგარია, უფლება გაქვთ მოითხოვოთ განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

👍 მოიწონეთ გვერდი და თვალი ადევნეთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებს.

📞 შენი ადვოკატის ნომერია : 599 82 11 44

#ადვოკატილაშაცუცქირიძე

ვითვალისწინებ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და ყველას მოგიწოდებთ სახლში დარჩენისკენ, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწ...
16/04/2020

ვითვალისწინებ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და ყველას მოგიწოდებთ სახლში დარჩენისკენ, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხი, რომელიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე არღვევს (ვინაიდან სხვა გზა არ აქვთ) პრეზიდენტის დეკრეტსა და მთავრობის დადგენილებას.

მზად ვარ, რომ სრულიად უფასოდ გავუსაჩივრო 3000 ლარიანი ჯარიმა სასამართლოში, მხოლოდ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველებს.

გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადები ჯერჯერობით შეჩერებულია და არ არის სავალდებულო 10 დღის ვადაში გასაჩივრება.

ვისურვებდი ისევ ხალხმა მოვიძიოთ და ფინანსური დახმარება გავუწიოთ ასეთ ოჯახებს, რათა ისინი არ დადგნენ გარეთ გამოსვლისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე.

📞 599 82 11 44

#დარჩისახლში #მეტიჰუმანურობა
#ადვოკატილაშაცუცქირიძე

❌ რა სახის აკრძალვებით ებრძვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა კორონა ვირუსს:🇳🇿 ავსტრალიაში - იკრძალება 5 ადამიანზე მეტის ყოფ...
28/03/2020

❌ რა სახის აკრძალვებით ებრძვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა კორონა ვირუსს:

🇳🇿 ავსტრალიაში - იკრძალება 5 ადამიანზე მეტის ყოფნა ქორწილში, ხოლო 10 ადამიანზე მეტის ყოფნა დაკრძალვაზე.

🇹🇷 თურქეთში - პარკებიდან სკვერებიდან და ქუჩებიდან მიმდინარეობს სკამების დემონტაჟი.

🇨🇿 ჩეხეთში - აიკრძალა სიგარეტის მოწევა, რადგან მოქალაქეებს მოწევისას პირბადის სახიდან მოხსნა უწევთ. ასევე, ჩეხეთში ყველა მაღაზია ვალდებულია, შესასვლელში სანიტარული ხელთათმანები უფასოდ დაარიგოს.

🇫🇷 საფრანგეთში - გარეთ გასვლისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვის ფორმა, ნებართვის გარეშე გარეთ გასვლისთვის პოლიციას აქვს დაჯარიმების უფლება.

🇬🇧 დიდი ბრიტანეთში - იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება (გარდა იმ ადამიანებისა ვინც ერთად ცხოვრობს).

🇮🇱 ისრაელში - თუ ადამიანს გარეთ სავარჯიშოდ გასვლა სურს, ეს სახლთან არაუმეტეს 100 მეტრის რადიუსში უნდა მოახერხოს.

❗️❗️❗️დროული და მნიშვნელოვანი ცვლილება:✍️ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაცი...
17/03/2020

❗️❗️❗️დროული და მნიშვნელოვანი ცვლილება:

✍️ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელსაც თვის ბოლოსთვის დაარეგისტრირებს.

📜ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

🗣 კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

❗️❗️❗️ პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება შინაუ...
12/11/2019

❗️❗️❗️ პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევა 👇

🐕🐈🐱 შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე/მფლობელი, რომელიც არ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრას, დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით.

🗣 ცხოველის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების აზრით, შეუძლებელია ცხოველების "ხმაურის", მაგალითად "ყეფის" აღმოფხვრა, მით უმეტეს იძულებით.

🤔 აქვე შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვაქვს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.

❓ რას ფიქრობთ ცხოველების ხმაურის აღმოფხვრასთან დაკავშირებით?

❓ უნდა დაუჭიროს თუ არა პარლამენტმა მხარი ამ კანონპროექტს?

იხილეთ კანონპროექტი სრულად: http://bit.do/kanonproeqti

#კანონპროექტი
#ადვოკატი
#ადვოკატილაშაცუცქირიძე

❗️❗️❗️ ცუდი ინფორმაცია მძღოლებისთვის👇🅿️ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც პარკირების წესების დარღვევისთვ...
30/10/2019

❗️❗️❗️ ცუდი ინფორმაცია მძღოლებისთვის👇

🅿️ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც პარკირების წესების დარღვევისთვის, 10 ლარის ნაცვლად ჯარიმის ოდენობა გაიზარდა 50 ლარამდე.

📣 ასევე შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი, თუ დამრღვევისთვის ჯარიმის ჩაბარება ფოსტით ვერ მოხერხდება, იგი საჯაროდ გამოქვეყნდება ვებ-გვერდ Tb.ge-ზე, ხოლო თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული შევა ვებ-გვერდზე, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას.

🗣 სამწუხაროა, რომ ქალაქის მერია, პრობლემების მოგვარების გზას ხედავს ჯარიმის ოდენობის გაზრდაში და არა საპარკინგე ადგილების დამატებაში.

🤔 რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

❗️❗️❗️ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა:⚖️👉 რეკლამის შესახებ საქართველოს...
28/10/2019

❗️❗️❗️ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა:

⚖️👉 რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შედეგად, ინიციატორთა აზრით, 8(3) მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

👉 აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა
საშუალებებით.

👉 აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატულ მეტრ ფართობს.

❓ ეთანხმებით თუ არა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას? 🤔

❓ უნდა დაუჭიროს თუ არა პარლამენტმა მხარი ამ ინიციატივას?🤔

❗❗❗ აქციაზე დაკავებულთა და დაკავებულთა ნათესავების საყურადღებოდ:თქვენს უფლებებს გამოძიებასა და სასამართლოში დავიცავ სრულ...
21/06/2019

❗❗❗ აქციაზე დაკავებულთა და დაკავებულთა ნათესავების საყურადღებოდ:

თქვენს უფლებებს გამოძიებასა და სასამართლოში დავიცავ სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე...

დაკავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დამიკავშირდით 599 82 11 44

⚖️👉 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხა...
08/05/2019

⚖️👉 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

🔺 ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

❌ დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

🔺 იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით.

❌ დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

❗️❗️❗️ პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა:✅ ცვლილება შედის ოთხ კანონში - შრომის...
03/05/2019

❗️❗️❗️ პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა:

✅ ცვლილება შედის ოთხ კანონში - შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

👉 სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

❌ რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

🔺 "სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა".

24/03/2019

❗❗❗ 1 აპრილიდან მძღოლებს პორტატული ნარკოტესტით შეამოწმებენ👇

➡️ მარიხუანა და ჰაშიში.

➡️ ამფეტამინის ჯგუფი.

➡️ მეტამფეტამინი, ექსტაზი.

➡️ კოკაინი.

➡️ მორფი და ჰეროინი.

🔺️ თუ ზემოაღნიშნული ნარკოტიკები ტესტამდე 8 საათის განმავლობაში მოიხმარეს ამის უმნიშვნელო კვალიც კი გამოვლინდება.

👉 იხილეთ შემოწმების ინსტრუქცია 👇

© იმედის კვირა

Address

ჯანსუღ კახიძის N6
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე • Lawyer Lasha Tsutskiridze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share