Isli Legal - ისლი ლეგალ

Isli Legal - ისლი ლეგალ იურიდიული კომპანია, საადვოკატო ბიურო.

🛑 წლებია ვერ ირეგისტრირებთ კუთვნილ მიწის ნაკვეთს? საჯარო რეესტრი და გამგეობა პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ?ბოლო პ...
28/05/2026

🛑 წლებია ვერ ირეგისტრირებთ კუთვნილ მიწის ნაკვეთს? საჯარო რეესტრი და გამგეობა პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ?

ბოლო პერიოდში ჩვენს იურიდიულ კომპანიას არაერთი მოქალაქე მომართავს ერთი და იგივე, უსამართლო პრობლემით: 90-იან წლებში კანონიერად მიღებული (მიღება-ჩაბარების აქტით) მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დღეს ნამდვილ ბიუროკრატიულ კოშმარად იქცა. 🤯

რა ხდება რეალურად? 👇 🏛️ როდესაც საბუთებს რეესტრში აბარებთ, რეესტრი ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად მიმართავს გამგეობას.

🤷‍♂️ გამგეობა კი თვეობით გაიგნორებთ და წერილს უპასუხოდ ტოვებს, ან პირდაპირ უარს გეუბნებათ საკითხის განხილვის გარეშე.

🛑 ამის შემდეგ, საჯარო რეესტრი სრულიად უკანონოდ გთხოვთ, რომ თქვენ თავად წარადგინოთ ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რადგან ამ დოკუმენტის გაცემა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციაა თქვენ მას ფიზიკურად ვერ მიიტანთ, შესაბამისად, ჯერ რეგისტრაციას გიჩერებენ და შემდეგ კი საერთოდ გიწყვეტენ.

⚖️ როგორ ვეხმარებით კლიენტებს და რა არის გამოსავალი?
ჩვენს გუნდს აქვს მსგავს საქმეებზე მუშაობის, საკითხის მოგვარებისა და სასამართლოში გამარჯვების უდიდესი გამოცდილება! 🏆

🎉 ერთ-ერთ ბოლო საქმეზე, სადაც ჩვენს კლიენტს სწორედ გამგეობის უმოქმედობისა და რეესტრის უკანონო მოთხოვნის გამო ეთქვა უარი, ნაკვეთი უკვე დაურეგისტრირდა. 📜🖋️

💡 გახსოვდეთ: ადმინისტრაციული ორგანოების უარი განაჩენი არ არის! არ დაუთმოთ თქვენი კანონიერი საკუთრება ბიუროკრატიას. სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა და უკანონო მოთხოვნები შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა გაასაჩივროთ.

📞 ნუ გადადებთ! დაგვიკავშირდით დღესვე და გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს გამოცდილ იურისტებთან. ჩვენ დავიცავთ თქვენს საკუთრების უფლებას სასამართლოში!

☎️ ტელეფონი: 514681414 ან 555132035 ✉️ ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#მიწისრეგისტრაცია #საჯარორეესტრი #იურიდიულიკომპანია #დაიცვაშენიუფლება #საკუთრებისუფლება #სასამართლო #ადმინისტრაციულიდავა

🇬🇪 26 მაისია. გილოცავთ!დღეს ყველა დროშებს ვაზიარებთ, ჰიმნს ვისმენთ და ვამაყობთ. ეს ძალიან ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. ...
26/05/2026

🇬🇪 26 მაისია. გილოცავთ!

დღეს ყველა დროშებს ვაზიარებთ, ჰიმნს ვისმენთ და ვამაყობთ. ეს ძალიან ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ მოდი, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ მაღალფარდოვანი სიტყვები და ვთქვათ - რეალურად რას ნიშნავს ჩვენთვის დამოუკიდებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ჩვენთვის, როგორც იურისტებისთვის, ეს სიტყვა პირდაპირ კავშირშია სიმშვიდესთან. სიმშვიდესთან, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობ.

🏡 ეს არის ის განცდა, როცა ზუსტად იცი, რომ შენს საკუთრებას უსამართლოდ ვერავინ შეეხება.
💼 ეს არის სითამამე, როცა იწყებ ბიზნესს და არ გეშინია, რომ შენს შრომას ვინმე მიითვისებს ან დაუსაბუთებლად შეგიშლის ხელს.
⚖️ და ეს არის თავდაჯერებულობა, როცა ხვდები, რომ ვისაც მეტი ნაცნობი ან გავლენა ჰყავს, ის კი არ იგებს, არამედ ის, ვის მხარესაც კანონია.

ყოველი დაცული უფლება და ბოლომდე მიყვანილი საქმე არის ჩვენი რეალური ნაბიჯი იქითკენ, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში იყოს დამოუკიდებელი.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

გისურვებთ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველთვის გაქვთ გარანტია, რომ კანონი გიცავთ.

🚨 როგორ უნდა მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს? - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს 🚗💥ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის მოულოდნ...
19/03/2026

🚨 როგორ უნდა მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს? - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს 🚗💥

ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის მოულოდნელი და სტრესულია, თუმცა ამ დროს გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა შეიძლება თავიდან აგარიდოთ უსამართლო ჯარიმა და ათასობით ლარის ფინანსური ზიანი. იურიდიული კომპანია „ისლი ლეგალ“ გიზიარებთ აუცილებელ რჩევებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ავარიის დროს:

🛑 გააჩერეთ ავტომობილი და დაიცავით უსაფრთხოება: ავარიისთანავე დაუყოვნებლივ გააჩერეთ მანქანა, ჩართეთ საავარიო შუქსიგნალიზაცია და დადგით გამაფრთხილებელი ნიშანი

📞 გამოიძახეთ პოლიცია (112): შემთხვევის ადგილის შეცვლა პოლიციის მისვლამდე დაუშვებელია

📸 გადაიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა: დეტალურად გადაუღეთ ფოტოები და ვიდეო დაზიანებულ ავტომობილებს სხვადასხვა რაკურსით და საგზაო ნიშნებს. ეს დაგეხმარებათ დაამტკიცოთ თუ რა არის რეალური ზიანი და თავიდან აირიდოთ დაზარალებულისგან ან სადაზღვევო კომპანიებისგან მოთხოვნილი არარეალური ხარჯების გადახდა.

📝 ყურადღება მიაქციეთ სამართალდარღვევის ოქმს: პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ის განსაზღვრავს თუ ვინ არის ბრალეული. თუ არ ეთანხმებით პოლიციის გადაწყვეტილებას, აუცილებლად გაასაჩვრეთ.

🔍 დანიშნეთ ექსპერტიზა: მიყენებული ზიანის ობიექტურად დასადგენად, უმჯობესია დაუყოვნებლივ დანიშნოთ ექსპერტიზა მანამ, სანამ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება აღდგება

⚖️ გახსოვდეთ, ნებისმიერი ჯარიმის გასაჩივრება შესაძლებელია! განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც თქვენ ხართ ბრაეული პირი, მეორე მხარეს კი დაზღვევა აქვს. ამ დროს სადაზღვევომ შესაძლოა ე.წ. სუბროგაციის წესით გიჩივლოთ და გაზრდილი ზიანის ანაზღაურება მოგთხოვოთ.

👉 მოხვდით ავტოსაგზაო შემთხვევაში? არ ეთანხმებით საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას, ან სადაზღვევო კომპანია უსამართლოდ დიდ თანხას გთხოვთ? ნუ დატოვებთ თქვენს უფლებებს დაუცველს! დაუკავშირდით იურიდიულ კომპანია „ისლი ლეგალს“. ჩვენი კვალიფიციური ადვოკატები გაგიწევენ სრულ იურიდიულ მომსახურებას და დაიცავენ თქვენს ფინანსურ და სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოსა თუ სადაზღვევო კომპანიებთან.

📩 მოგვწერეთ კონსულტაციისთვის ან დაგვიკავშირდით: ☎️514681414 ☎️ 555132035

#ისლილეგალ #იურიდიულიმომსახურება #ადვოკატი #ავტოსაგზაოშემთხვევა #ავარია #სამართალი #დაზღვევა #ჯარიმა #სუბროგაცია #ავტოდაზღვევა #უფლებებისდაცვა

გყავდეს იურისტი ხელფასის გარეშე? ეს შესაძლებელია! ⚖️💰დავივიწყოთ ძველი მიდგომა: იურისტის მომსახურება აღარ ნიშნავს შტატში ...
26/02/2026

გყავდეს იურისტი ხელფასის გარეშე? ეს შესაძლებელია! ⚖️💰

დავივიწყოთ ძველი მიდგომა: იურისტის მომსახურება აღარ ნიშნავს შტატში თანამშრომლის აყვანას, მისთვის სამუშაო მაგიდის მოწყობასა და ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასის გადახდას. იურიდიული აუთსორსინგი გაძლევთ საშუალებას, გყავდეთ პროფესიონალთა მთელი გუნდი თქვენს გვერდით ზუსტად მაშინ, როცა ეს გჭირდებათ – ზედმეტი ხარჯების გარეშე.

რა არის ლეგალ აუთსორსინგი?
მარტივად რომ ვთქვათ: ეს არის თქვენი ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის გადაბარება პროფესიონალთა გუნდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ შტატში აიყვანოთ ძვირადღირებული იურისტი.

რატომ არის ეს საუკეთესო არჩევანი მცირე ბიზნესისთვის? 👇

💰 ხარჯების ოპტიმიზაცია: თქვენ იხდით მხოლოდ კონკრეტულ მომსახურებაში და არა ყოველთვიურ ფიქსირებულ ხელფასს, დაზღვევასა და სამუშაო ადგილის ხარჯებს.

🧠 მრავალმხრივი ექსპერტიზა: ერთი იურისტის ნაცვლად, თქვენს ხელთ არის სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გუნდი (საგადასახადო, შრომითი სამართალი, ინტელექტუალური საკუთრება).

🛡️ რისკების პრევენცია: პრობლემის მოგვარებას ყოველთვის სჯობს მისი თავიდან აცილება. გამართული კონტრაქტები = მშვიდი ძილი.

📈 ფოკუსი ზრდაზე: თქვენ აკეთებთ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოგდით – ზრდით ბიზნესს, იურიდიულ "თავისტკივილს" კი პროფესიონალებს უტოვებთ.

ლეგალ აუთსორსინგი არ არის ხარჯი, ეს არის ინვესტიცია თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებაში.

❓ გაქვთ თუ არა ამჟამად მოწესრიგებული სამართლებრივი დოკუმენტაცია?

📩 მოგვწერეთ კონსულტაციისთვის ან დაგვიკავშირდით: ☎️514681414 ☎️ 555132035

#ბიზნესკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება

⚖️ მიწის რეგისტრაცია და „იდენტურობის დადგენა“ – თქვენი უფლება დაცული უნდა იყოს!მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში ერთ-...
20/02/2026

⚖️ მიწის რეგისტრაცია და „იდენტურობის დადგენა“ – თქვენი უფლება დაცული უნდა იყოს!

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბარიერია, როდესაც გამგეობა არ ადასტურებს თქვენს მფლობელობაში არსებული ნაკვეთისა და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთის იდენტურობას.

❓ რატომ ამბობს გამგეობა უარს იდენტურობის დადგენაზე?
ხშირად ეს ხდება ფაქტობრივი გარემოებების ზედაპირული შესწავლის, ძველი ნახაზების უზუსტობის ან არასწორი ადმინისტრაციული პრაქტიკის გამო.

🛠 ჩვენი გუნდის გამოცდილება:
ჩვენს საადვოკატო ბიუროს მსგავსი კატეგორიის დავების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი იურისტები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ:
✅ მიწის ნაკვეთების ისტორიული საზღვრებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზზე;
✅ დასაბუთებული ადმინისტრაციული სარჩელების და საჩივრების მომზადებაზე;
✅ მუნიციპალიტეტსა და საჯარო რეესტრთან სამართლებრივ კომუნიკაციაზე.

🏆 ჩვენი მიზანია:
დავეხმაროთ კლიენტს, რომ მის რეგისტრაციაზე უარის თქმა არ გახდეს დაუსრულებელი ბიუროკრატიული პროცესი. ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ ბუნდოვანი ჩანაწერები კანონიერად რეგისტრირებულ საკუთრებად.

📍 გაქვთ სირთულეები მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით?
ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას დამოუკიდებელ ბრძოლაში. ენდეთ გამოცდილ გუნდს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ადმინისტრაციულ სამართალში.

📩 მოგვწერეთ კონსულტაციისთვის ან დაგვიკავშირდით: ☎️514681414 ☎️ 555132035

#სამართალი #მიწისრეგისტრაცია #ადვოკატი #იურიდიულიმომსახურება #უძრავიქონება #ადმინისტრაციულიდავა

ონლაინ შენაძენის დაბრუნება: რა უნდა იცოდეთ თქვენს უფლებებზე? 🛍️⚖️ხშირად ხდება, რომ ონლაინ გამოწერილი ნივთი რეალობაში ისე...
07/02/2026

ონლაინ შენაძენის დაბრუნება: რა უნდა იცოდეთ თქვენს უფლებებზე? 🛍️⚖️

ხშირად ხდება, რომ ონლაინ გამოწერილი ნივთი რეალობაში ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც ფოტოზე ჩანდა, ან უბრალოდ გადაიფიქრეთ მისი დატოვება. იცით თუ არა, რომ კანონი თქვენს მხარესაა?

გთავაზობთ მთავარ სამართლებრივ დეტალებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან:

1. 14 დღე ფიქრისთვის 📅 თქვენ გაქვთ უფლება, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე (მიზეზის ახსნის გარეშე) უარი თქვათ ონლაინ (დისტანციურად) დადებულ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოთ ნივთი მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. არანაირი "წუნი" არ არის საჭირო 🚫 ნივთის დასაბრუნებლად არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს დაზიანებული ან ნაკლის მქონე. საკმარისია უბრალოდ თქვენი სურვილი — „აღარ მინდა“, „არ მომერგო“ ან „გადავიფიქრე“,.

3. თანხის სრული ანაზღაურება 💰 ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია დაგიბრუნოთ გადახდილი თანხა სრულად, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

4. ვინ იხდის დაბრუნების ხარჯს? 📦 ნივთის უკან დაბრუნების პირდაპირ ხარჯებს (საკურიერო/ფოსტა) იხდის მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოვაჭრემ თავად იკისრა ეს ვალდებულება ან წინასწარ არ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ დაბრუნების ხარჯი თქვენი დასაფარი იქნებოდა.

5. 🛑 რა ხდება, თუ მოვაჭრე უარს გეტყვით დაბრუნებაზე? თუ გამყიდველი არღვევს კანონს და უმიზეზოდ ამბობს უარს ნივთის უკან მიღებაზე, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. სააგენტო შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მოვაჭრეს მოსთხოვს თქვენი უფლებების აღდგენას.

• ჯარიმები: თუ მოვაჭრე არ შეასრულებს სააგენტოს გადაწყვეტილებას, მას დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი წლიური ბრუნვის 2%-ს (არანაკლებ 600 ლარისა). 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება იწვევს გაორმაგებულ ჯარიმას.

• სასამართლო: სააგენტოსთვის მიმართვის პარალელურად, თქვენ ასევე გრჩებათ უფლება, დავა გადაწყვიტოთ სასამართლოს გზით.

⚠️ გამონაკლისები — რას ვერ დააბრუნებთ: გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების უფლება არ ვრცელდება: მალფუჭებად პროდუქციაზე, ჰერმეტულად დაცულ ნივთებზე, რომელთა ჰერმეტულობა დაირღვა, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ნივთებზე და 30 ლარზე ნაკლები ღირებულების ნივთებზე.

დაიცავით თქვენი უფლებები! კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. 📞

#მომხმარებლისუფლებები #სამართალი #ონლაინშოპინგი #იურიდიულირჩევები #კონკურენციისსააგენტო

🛑 „ხვალ სამსახურში აღარ მოხვიდე!“ — როგორ ვაიძულეთ კომპანია გადაეხადა 50,000 ლარი დასაქმებულისთვის?წარმოიდგინეთ სიტუაცია...
23/01/2026

🛑 „ხვალ სამსახურში აღარ მოხვიდე!“ — როგორ ვაიძულეთ კომპანია გადაეხადა 50,000 ლარი დასაქმებულისთვის?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: 5 წელი მუშაობთ კომპანიაში, ხართ კეთილსინდისიერი თანამშრომელი და ერთ მშვენიერ დღეს დირექტორი გიბარებთ: — "ბოდიში, რეორგანიზაცია გვაქვს, შენი შტატი გაუქმდა. აი, ხელი მოაწერე ბრძანებას."

სწორედ ასე მოექცნენ ჩვენს კლიენტს, მარიამს (სახელი შეცვლილია). მას ეგონა, რომ კომპანიის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა და უბრალოდ, უსამართლობის მსხვერპლი იყო.

🛑 როგორ დავეხმარეთ მარიამს?

მარიამმა დროულად მოგვმართა. საქმის შესწავლისას აღმოვაჩინეთ შრომის კოდექსის უხეში დარღვევები: რეალურად, პოზიცია კი არ გაუქმდა, არამედ უბრალოდ სახელი გადაარქვეს და სხვა ადამიანი აიყვანეს.

⚖ ჩვენი სტრატეგია: ჩვენ არ დავჯერდით მხოლოდ მოლაპარაკებას და სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში. ჩვენი არგუმენტი მარტივი იყო: შრომის კოდექსის არ იძლევა დასაქმებულის გათავისუფლების უფლებას, თუ „რეორგანიზაცია“ მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

🏆 შედეგი: სასამართლო დავა 1 წელი გაგრძელდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა! სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ ცნო. რადგან მარიამს ძველ სამსახურში დაბრუნება აღარ სურდა, კომპანიას დაეკისრა: ✅ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (მთელი იმ პერიოდის ხელფასი, რაც მარიამი სახლში იჯდა); ✅ კომპენსაცია სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ.

🛑 ჯამში, მარიამმა მიიღო 50,000 ლარზე მეტი და მორალური კმაყოფილება, რომ სიმართლე იპოვა.

❗ გითხრეს, რომ გათავისუფლებენ?
📌არ მოაწეროთ ხელი „საკუთარი ნებით“ წასვლის განცხადებას!
📌მოითხოვეთ გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება და დასაბუთება.
📌დაგვიკავშირდით ჩვენ.

გახსოვდეთ: კანონი თქვენს მხარესაა, მაგრამ მას სწორი გამოყენება სჭირდება.

📞 უფასო პირველადი კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

+995 514681414
+995 555132035
[email protected]

Isli Legal Team

#შრომისკოდექსი #უკანონოგათავისუფლება #ადვოკატი #იურისტი #უფლებები

🏠 „ნოტარიუსმა უარი მითხრა...“ — როგორ დავუბრუნეთ გიორგის ბებიის ბინა?ამ შეცდომას შეიძლება ქონების დაკარგვა მოჰყოლოდა, მა...
22/01/2026

🏠 „ნოტარიუსმა უარი მითხრა...“ — როგორ დავუბრუნეთ გიორგის ბებიის ბინა?

ამ შეცდომას შეიძლება ქონების დაკარგვა მოჰყოლოდა, მაგრამ ჩვენი ჩართულობით ყველაფერი მოგვარდა.

ჩვენს კლიენტს, გიორგის (სახელი შეცვლილია), ბებია გარდაეცვალა. გიორგი მის ბინაში ცხოვრობდა, იხდიდა გადასახადებს და თვლიდა, რომ ბინა ისედაც მისია.

სამწუხაროდ, მან არ იცოდა, რომ გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ნოტარიუსისთვის უნდა მიემართა.

როცა გიორგიმ 5 წლის შემდეგ ნოტარიუსს მიაკითხა, პასუხი შოკისმომგვრელი იყო: "თქვენ ვადა გაუშვით. სამკვიდრო მოწმობას ვერ მოგცემთ." პარალელურად გამოჩნდა სხვა ნათესავიც, რომელსაც ქონებაზე პრეტენზია ჰქონდა. გიორგი ბინის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

⚖ როგორ გადავარჩინეთ ქონება?

გიორგიმ დროულად მოგვმართა. ჩვენ შევისწავლეთ საქმე და ვიპოვეთ გამოსავალი. სასამართლოში შევძელით იმის დამტკიცება, რომ, მართალია, მემკვიდრემ არ მიმართა ნოტარიუსს დადგენილ ვადაში, მაგრამ სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით. ამასთან, ჩვენ მოვაგვარეთ დავა ნათესავთან, რომელიც ბინის ნაწილის მესაკუთრედ მიიჩნევდა თავს.

🏆 შედეგი: გიორგი ამჟამად ბებიის დანატოვარი ბინის მესაკუთრეა.

❗ გეცნობათ ეს სიტუაცია?

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ სამკვიდროს მიღების ფაქტის სასამართლო წესით დადგენაში და ამასთან დაკავშირებით ყველა სადავო საკითხის მოგვარებაში, ზუსტად ისე, როგორც ეს გიორგის შემთხვევაში გავაკეთეთ.

📩 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:

+995 514681414
+995 555132035
[email protected]

Isli Legal Team

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995514681414

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Isli Legal - ისლი ლეგალ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Isli Legal - ისლი ლეგალ:

Shortcuts

Share