იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი Foundation for the Support of Legal Education

ფონდის მიზანია არსებითად განსხვავებული ალტერნატიული სამართლებრივი განათლების სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას საზოგადოებასა და საგანმანთლებლო სისტემაში.

🟢 საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას უფლებათა სკოლაში!🟢 უფლება...
18/02/2025

🟢 საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას უფლებათა სკოლაში!

🟢 უფლებათა სკოლაში სწავლა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

🟢 უფლებების სკოლა მიზნად ისახავს უფლებების შინაარსისა და მათი რეალიზაციის საკითხებზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას. უფლებების სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ ადამიანის უფლებები პრაქტიკული სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ. თითოეული სემინარი დაეთმობა ცალკეული ძირითადი უფლებების შინაარსსა და მნიშვნელობას, უფლებების დაცვის მექანიზმებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

🟢 სწავლების დასასრულს ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში. უფლებების სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

🟢 უფლებების სკოლაში სწავლება წარიმართება ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის გამოყენებით.

🟢 ტექნიკური ინფორმაცია:

- პროგრამის განხორციელების პერიოდი: მარტი - აპრილი - მაისი, 2025

- სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 2 საათი, კვირაში ჩატარდება ერთი სემინარი

- ადგილმდებარეობა: საიას ქუთაისის ფილიალი (მის: ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას N 11)

🟢 სწავლის მსურველებმა 2025 წლის 25 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

- დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი).

🟢 დოკუმენტები შეგიძლიათ მოიტანოთ ოფისში და/ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

🟢 დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

საიას ქუთაისის ფილიალი (მის: კოსტავას ქ. N11)
ელ-ფოსტა: [email protected]

🟢 საკონტაქტო პირები:

დარინე სალდაძე – 577 07 05 76
იოსებ ედიშერაშვილი - 599 12 34 30

🟢საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას უფლებების სკოლაში!

🟢უფლებების სკოლაში სწავლა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

🟢უფლებების სკოლა მიზნად ისახავს უფლებების შინაარსისა და მათი რეალიზაციის საკითხებზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას. უფლებების სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ ადამიანის უფლებები პრაქტიკული სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ. თითოეული სემინარი დაეთმობა ცალკეული ძირითადი უფლებების შინაარსსა და მნიშვნელობას, უფლებების დაცვის მექანიზმებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

🟢სწავლების დასასრულს ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში. უფლებების სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

🟢უფლებების სკოლაში სწავლება წარიმართება ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმის გამოყენებით.

🟢ტექნიკური ინფორმაცია:

• პროგრამის განხორციელების პერიოდი: მარტი - აპრილი - მაისი, 2025
• სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 2 საათი, კვირაში ჩატარდება ერთი სემინარი
• ადგილმდებარეობა: საიას ქუთაისის ფილიალი (მის: ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას N 11)

🟢სწავლის მსურველებმა 2025 წლის 03 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

• დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი).

🟢დოკუმენტები შეგიძლიათ მოიტანოთ ოფისში და/ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

🟢დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

საიას ქუთაისის ფილიალი (მის: კოსტავას ქ. N11)
ელ-ფოსტა: [email protected]

🟢საკონტაქტო პირები:

დარინე სალდაძე – 577 07 05 76
იოსებ ედიშერაშვილი - 599 12 34 30

🛑დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება.▶️დემოკრატიულ საზოგადოებაშ...
06/12/2024

🛑დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება.

▶️დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია აღიქმება, როგორც სახელმწიფო გუშაგი, რომელმაც შეუზღუდავად უნდა შეძლოს ინფორმაციის გავრცელება.

♦️წაიკთხეთ მეტი გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და რეგულაციებზე
https://www.humanrightsguide.ge/temebi/gamokhatvis-tavisupleba-da-media

❌დაკავება დაპატიმრების დროს, იკრძალება ადამაინზე ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.🛑წაიკთხეთ მეტი https://www.h...
04/12/2024

❌დაკავება დაპატიმრების დროს, იკრძალება ადამაინზე ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

🛑წაიკთხეთ მეტი https://www.humanrightsguide.ge/temebi/arrest-detention-1

❗️შეკრებისა და გაერთიანების უფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი, რომლის დისპროპორციულად შეზღუდვაც არღვევს კ...
03/12/2024

❗️შეკრებისა და გაერთიანების უფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი, რომლის დისპროპორციულად შეზღუდვაც არღვევს კონსტიტუციასა და ადამაინის უფლებათა სამართალს.

⭕️წაიკთხეთ მეტი ჩვენ ციფრულ გზამკვლევში
https://www.humanrightsguide.ge/rights/shekrebisa-da-gaertianebis-tavisupleba

18/11/2023

🌐 იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი საუბრობს ადამიანის უფლებების ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

🔹 2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოებამ გამართა ადამ...
17/11/2023

🔹 2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა და ბალტიის ადამიანის უფლებათა საზოგადოებამ გამართა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია.

იხილეთ საერთო ევროპული ციფრული პლატფორმა - www.humanrightsguide.eu

🔹ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი იოსებ ედიშერაშვილი და გზამკვლევის კოორდინატორი საქართველოში ნინო ბაღაშვილი.

🔹ადამიანის უფლებათა გზამკვლევი არის ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის თერთმეტ ქვეყანაში და ძალიან მალე ამოქმედდება საქართველოში. გზამკვლევი გთავაზობთ რესურსებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება შეისწავლონ ადამიანის უფლებები ყოველდღიური სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა გზამკვლევი შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები.

🔹გზამკვლევის მისიაა შექმნას ქვეყნისთვის სპეციფიკური, მრავალენოვანი და მოსახერხებელი რესურსი, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების სწავლებას, სამოქალაქო მონაწილეობის წახალისებას და კანონის უზენაესობის პატივისცემას.

Human Rights Guide Embassy of Latvia in Georgia

საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთ...
26/09/2023

საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ დებატების ტექნიკებს და მონაწილეობა მიიღონ დებატების ტურნირებში.

სწავლის მსურველებმა 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან მოსწავლის ბარათი);
-მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია. (ტელეფონის ნომერი)

დოკუმენტები შეგიძლიათ მოიტანოთ ოფისში და/ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი მის: კოსტავას ქ. #11
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირები:
იოსებ ედიშერაშვილი - 599 123430
დარინე სალდაძე – 577 07 05 76

🔵 ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო ოჯახია და ყველა ბავშვს აქვს უფლება, ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს. ბავშვის ოჯახ...
03/02/2023

🔵 ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო ოჯახია და ყველა ბავშვს აქვს უფლება, ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს. ბავშვის ოჯახისგან განცალკევება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით ხორციელდება და ეს გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

✅ დღეს, 3 თებერვალს, ევროკავშირის პროექტის "ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა სემინარი ოჯახისგან ბავშვთა განცალკევების, როგორც უკიდურესი საშუალების ეფექტიანად მართვის შესახებ.

ℹ სემინარის მსვლელობისას მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და სოციალურმა მუშაკებმა განიხილეს არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები.

🔵 The best environment for a child's development is the family, and every child has the right to grow up in a family environment. Separation of a child from the family is only carried out in an emergency situation, as an extreme measure, and this decision is made taking into account the best interest of the child.

✅ Today, on February 3, within the framework of the European Union in Georgia project "Strengthening Systems and Services for Child Protection in Georgia", a workshop was held on the effective management of separation of children from the family as a last resort.

ℹ Judges, lawyers and social workers discussed the current situation, challenges and the main activities to be implemented within the framework of the project.

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საიას ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლაში
27/09/2022

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საიას ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლაში

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საიას ზუგდიდის ოფისის სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში. საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
საკვირაო სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი .
დოკუმენტები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან უშუალოდ მოიტანოთ ოფისში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. 10:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

ქ.ზუგდიდი თაბუკაშვილის #21
ტელ: 0(415) 22 77 70 ელ.ფოსტა: [email protected]

საკონტაქტო პირები:
კესარია ჩახაია 555 59 23 77
ინეზა შენგელია 577 07 05 62

📢საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლ...
23/09/2022

📢საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!
საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

📢საიას ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!
საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ დებატების ტექნიკებს და მონაწილეობა მიიღონ დებატების ტურნირებში.
სწავლის მსურველებმა 19 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან მოსწავლის ბარათი);
-მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია. (ტელეფონის ნომერი)
დოკუმენტები შეგიძლიათ მოიტანოთ ოფისში და/ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
მის: კოსტავას ქ. #11
ელ-ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირები:
ზაალ გორგიძე - 577 07 05 64
დარინე სალდაძე – 577 07 05 76
სალომე სალდაძე – 593-69-69-95

Address

კახიძის ქ. #15
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995599123430

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share