12/10/2026
იცოდით, რომ 112 - ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის შესაძლოა სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ?
🆘 112 - ის ცხელ ხაზზე ზოგჯერ ხუმრობის მიზნით რეკავენ, ოპერატორს განზრახ აწვდიან არასწორ ინფორმაციას ან ნომერს ისეთი მიზნებისთვის იყენებენ, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას არ უკავშირდება.
📌 რას ითვალისწინებს კანონი?
▫️ 112-ის სისტემატური (პირის მიერ უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში სამი ან მეტი არამიზნობრივი შეტყობინება) არამიზნობრივი გამოყენება ან შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება - გაფრთხილება ან ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
▫️ იმავე სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორება - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით;
▫️ გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განხორციელება, რასაც საგანგებო სამსახურის ადგილზე გასვლა მოჰყვება - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
▫️ ამ უკანასკნელი სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორება - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
❗️ რაც შეეხება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
📍 გახსოვდეთ: 112 - ის ცხელი ხაზი ხუმრობისთვის არ არის განკუთვნილი. მისი პასუხისმგებლობით გამოყენება თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას ემსახურება.