ადვოკატი მარიამ ჩხეიძე • Attorney Mariam Chkheidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მარიამ ჩხეიძე • Attorney Mariam Chkheidze

ადვოკატი მარიამ ჩხეიძე • Attorney Mariam Chkheidze ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. Criminal Lawyer

12/06/2026

ძალადობის, ზეწოლის და წამების მსხვერპლ ადამიანებს შემდეგ აკავებენ. სასამართლოში მათ წინააღმდეგ ვინ ჰყავთ მოწმეებად? ის "ადამინები" რომლებმაც მათზე განყოფილებაში იძალადეს რაც არ ჩაგიდენიათ ის აღიარეთო... შემდეგ კი მათი ჩვენების საფუძველზე წლობით უშვებენ ციხეში ადამიანებს.
ნათელი მაგალითია იმისა რომ გორში მომხდარი ძალადობა არა "გადაცდომა" და "ერთეული შემთხვევაა" არამედ არის სისტემური.

27/05/2026

დღეს გორის კადრებმა ყველა შეგვძრა.
სერიიდან "პოლიჩიელი გმირიააა". გვიკვირს რამე? არა რა თქმა უნდა. ახლა ეცდებიან რომ ეს ყველაფერი "ერთეულ შემთხვევად" და "გადაცდომად" შეფუთონ... თითქოს სისტემატური სახე არ აქვს... თითქოს ეს სისტემის ნაწილი არაა. ძირს დაგდებულს ზემოდან წიხლი რომ მიაყოლა ეგაა იმ ყველაფრის სახე რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვებრძვით ადამიანები. შეიცვლება რამე? იქამდე არაფერი შეიცვლება სანამ სისტემური ცვლილება არ მოხდება ძალოვან სტრუქტურებში. დაზარალებულს ახლა "გაუმართლა" და ძალადობის ვიდეო მტკიცებულება არსებობს. იცით რამდენი ასეთი ძალადობაა სადაც ვიდეო არ არსებობს და უდანაშაულო ადამიანს იმათი ჩვენებებით უშვებენ წლობით ციხეში ვინც მასზე იძალადა? ძალიან ძალიან ბევრი. ამ შემთხვევაში დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს უბრალოდ "გაუმართლა"..

09/01/2026

დღეს 4 ოქტომბრის 15 პრიან საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. გამოკვლეულ იქნა ვიდეო მტკიცებულებები რომელიც ბრალდების მხარეს თუ დავუჯერებთ ადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენას და დანაშაულის ჩადენის მცდელობას. რეალურად კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო გამამართლებელია ვიდრე გამამტყუნებელი. რა თქმა უნდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით სტურუას ან სხვა პირთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი და დანაშაულის ჩადენის მცდელობა. დავით სტურუასთან რამდენიმე წამიანი კადრი აქვს ბრალდების მხარეს სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოხატავს პროტესტს რომელიც სრულად ჯდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში და მისი მხრიდან არანაირ უკანონო ქმედებას არ აქვს ადგილი. კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ საქმის აბსურდულობა და ის ფაქტი რომ სისტემამ გადაწყვიტა ეს ადამიანები ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯოს სამაგალითოდ. ორგანიზებულონაზე და ჯგუფურობაზე საუბარი აღარ მაქვს მაშინ როცა არცერთი ბრალდებული არ იცნობდა ერთმანეთს და არანაირ კომუნიკაციას, შეკავშირებულ, ერთობლივ და შეთანხმებულ მოქმედებას არ ჰქონია ადგილი მათი მხრიდან

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! ⚖️ ✊🏻 2025 წელი სიახლეებით, გამოწვევებით და გამარჯვებებით იყო სავსე. გამამართლებელი განაჩენი ...
31/12/2025

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! ⚖️ ✊🏻
2025 წელი სიახლეებით, გამოწვევებით და გამარჯვებებით იყო სავსე. გამამართლებელი განაჩენი ერთ - ერთ ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვან საქმეში. საქმეში სადაც პროკურატურა დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმებას გვთავაზობდა თუმცა ამ საქმეში დაცვის მხარე მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს განიხილავდა რაც დადგა კიდეც.
მჯერა რომ 2026 წელი იქნება კიდევ უფრო ბევრი წარმატებით, გამარჯვებით და გამოწვევებით სავსე.
რაც მთავარია თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
თავისუფლება ყველა უდანაშაულო ადამიანს რომელიც იბრძვის მისი სიმართლის დასამტკიცებლად!
სიმართლის და სამართლიანობის წელი ყოფილიყოს ⚖️✊🏻

596 12 22 02

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მარიამ ჩხეიძე • Attorney Mariam Chkheidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share