ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili
Call Directions Website

ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili, Lawyer & Law Firm, Tbilisi.

🎓👉
საზღვარგარეთ ვარ საქართველოში ვმუშაობ რთულ საქმეებზე მხოლოდ პარტნიორ ადვოკატებთან ერთად.

558777733ვათსაპით დამეკონტაქტეთ.
ვებ გვერდი https://advocatory.ge/ge/ წარმოადგენს საქართველოში ერთ- ერთ წარმატებულ,ძლიერ იურისტს, საქართველოში ერთერთი პირველია სოციალური მასმედიის ნახვების რაოდენობით, მილიონობით ნახვა აქვს მის განცხადებებს. https://advocatory.ge/ge/
დაიბადა ქ.თბილისში.დაბ წელი თარიღი1986. 28.08 . გააჩნია საკუთარი სოციალური მასმედია, სადაც 1000 000ზე მეტი გამომწერი ჰყავს,ცხოვრობს საქართველოში თბილისში. 10 წლამდე კერძო საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკა გააჩნია, უამრავი რთული კატეგორიის დავა აქვს წარმატებით დასრულებული, მათ შორის ყოფილ მოსამართლეებთან აქვს დავები მოგებული. ნაწარმოები საქმეებიდან აბსოლიტური უმრავლესობა წარმატებით აქვს დასრულებული,მრავალი სამეცნიერო იურიდიული შინაარსის მქონე პუბლიკაციის ავტორია.მისი პროფილიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის და სირთულის მქონე საქმეებზე მუშაობს წარმატებით, „
-----------------------------------------------------------------------
2ჯერ ზედიზედ ყავს ტელეკომპანია რუსთავი 2 ყავს დამარცხებული კვაზი სასამართლოში ცილისწამების ფაქტთან დაკავშირებით . https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/89674-gadatsyvetileba-saqmeze-lasha-janibegashvili-nathia-lazashvilis-da-luka-khachidzis-tsinaaghmdeg
-------------------------------------------------------------------------
ქვეყნის 3ცნობილ ტელეკომპანიის მიმართ (ფორმულა,რუთავი2, იმედის) 10 მილიონი ლარის დაკისრებით სარჩელი აქვს შეტანილი პატივის ღირსებისდა საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.
--------------------------------------------------------------------------- მარტოდმარტოს 6000კაციანი ადვოკატთა ასოციაცია უკანონო ქმედებების გამო დაშლის პირას მიიყვანა, 2 საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი და 2ვე არსებითზეა.მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.იხ 1424 და 1490სარჩელები.
-----------------------------------------------------------------------------
პარლამენტში მრავალი საკანონმდებლო წინადადებები აქვს შეტანილი.ასევე ეკონომიკის რეფორმების ინიციატივები საქართველსოს ეკონომიკის სამინისტროსთან წარდგენილი.
2022-2023 წლებში მულტიმილიონიანი 3 კომპანია დაამარცხა დავებში.

🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსა...
07/10/2026

🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ.

🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „KUNSTELJ v. SLOVENIA“.

🔷 ️საქმის ფაქტობრივი გარემოებები

🔷️ 2010 წლიდან მოსარჩელემ თავის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის, V.V.-ს და Š.P.-ს მიმართ, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. მოსარჩელე მათ მიმართ უკიდურესად ვულგარულ, დამამცირებელ და პირად/ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გამონათქვამებს იყენებდა (აღნიშნული სიტყვების შესახებ იხილეთ გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პარაგრაფები).

🔷️ V.V.-მ და Š.P.-მ მოსარჩელის წინააღმდეგ ეროვნულ სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავა დაიწყეს. სასამართლომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით შესაბამისი გამონათქვამების გავრცელებაც აუკრძალა, თუმცა მან იგივე შინაარსის პოსტების გამოქვეყნება მაინც გააგრძელა. ამის გამო მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობის გამო ორჯერ 10,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც კი დაეკისრა.

🔷️ 2012 წლის 8 მარტს სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფის, ასევე მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. საქმე 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა.

🔷 ️სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას დაზარალებულებმა მათზე მიყენებულ მძიმე ფსიქოლოგიურ ზიანზე მიუთითეს: V.V.-მ განაცხადა, რომ ძლიერ სტრესს განიცდიდა, ხოლო Š.P.-მ თქვა, რომ პოსტების კითხვისას ერთხელ გონებაც კი დაკარგა, ჰქონდა შფოთვითი შეტევა, უძილობა და სედატიური საშუალებების მიღება სჭირდებოდა. მოსარჩელემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ბლოგი „პირადი დღიური“ იყო და წერას არ შეწყვეტდა; მან ასევე თქვა, რომ დაკისრებულ ჯარიმებს არ გადაიხდიდა.

🔷️ 2013 წლის 13 მაისს ლიუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გაითვალისწინა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ქცევის ხანგრძლივობა და სიმძიმე, პოსტების არაერთხელ ატვირთვა, ჯარიმების გადაუხდელობა, სინანულის არქონა და წარსული ნასამართლობები. მოსარჩელემ აღნიშნული განაჩენი ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვეს (მე-5-მე-19 პარაგრაფები).

🔷 ️დავის არსი

🔷 ️ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გავრცელებული პოსტების გამო მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთით შეფარდებით სლოვენიის ხელისუფლებამ მის მიმართ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით დაცული მისი გამოხატვის თავისუფლება (21-ე პარაგრაფი).

🔷️ სასამართლოს შეფასება
🔷 ️ზოგადი პრინციპები

🔷️ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მას უკვე მყარად აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება, იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. როდესაც საქმე გამოხატვისგან ადამიანის რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების დაცვას ეხება, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი ორ კონვენციურ უფლებას, კერძოდ, ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, მე-8 მუხლით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის.

🔷 ️სასამართლოს განმარტებით იმისთვის, რომ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ამისთვის აუცილებელია, რომ პირის რეპუტაციაზე თავდასხმამ სერიოზულობის გარკვეულ დონეს მიაღწიოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს კონვენციის მე-8 მუხლი და შესაბამისად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეპუტაციის შელახვა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს.

🔷️ იმის შესაფასებლად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დროს დაცული იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანის რეპუტაციის პატივისცემის უფლებას შორის, სასამართლო შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: შეიტანა თუ არა გამოხატვამ წვლილი საჯარო ინტერესის საგანთან დაკავშირებულ დებატში; ვისკენ იყო გამოხატვა მიმართული; რამდენად ცნობილია ის პირი, ვისზეც გამოხატვა იყო მიმართული; როგორი იყო ამ პირის წინარე ქცევა; როგორი იყო გამოხატვის შინაარსი, ფორმა და შედეგები; როგორ იქნა მოპოვებული ის ინფორმაცია და რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის ინფორმაცია, რომელსაც გამოხატვა დაეფუძნა; ამასთანავე, გამოხატვის გამო რამდენად მკაცრი სანქცია იქნა გამოყენებული.

🔷 ️სასამართლოს განმარტებით ეს კრიტერიუმები ყველა საქმეში მექანიკურად არ გამოიყენება. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს აღნიშნული კრიტერიუმები თითოეული საქმის შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს როგორ ესადაგება. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგი კრიტერიუმი შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს, ხოლო ზოგს ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს.

🔷 ️გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს განმარტებით, როდესაც საკითხი კერძო პირებს შორის ურთიერთობის დროს კერძო პირების კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვას ეხება, სახელმწიფოს, პრინციპში, შეფასების თავისუფლების ფარგლები აქვს იმის არჩევაში, თუ რა საშუალებებით დაიცავს ის კერძო პირების რეპუტაციასა და პირად ცხოვრებას (31-ე-37-ე პარაგრაფები).

🔷️ აღნიშნული პრინციპების მოცემულ საქმესთან მისადაგება

🔷 ️სასამართლომ უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბლოგპოსტები შეიცავდა მძიმე შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომლებიც V.V.-სა და Š.P.-ს უკიდურესად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა და მათ სულიერ ტანჯვას აყენებდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პოსტების შინაარსმა უდავოდ მიაღწია სიმძიმის იმ აუცილებელ ზღვარს, რომელიც საკმარისია V.V.-სა და Š.P.-ს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების, მათ შორის რეპუტაციის დაცვის, ასამოქმედებლად (38-ე პარაგრაფი).

🔷 ️სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სადავო პოსტები გამოაქვეყნა ინტერნეტბლოგზე, რომელსაც იგი „თავის პირად დღიურს“ უწოდებდა, და ეს გააკეთა პირადი სტატუსით, ყოველგვარი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ფარგლებს მიღმა. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების თანახმად, V.V. და Š.P. ორივე ჟურნალისტები იყვნენ, ისინი საჯარო ფიგურებს არ წარმოადგენდნენ. ამასთან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელთა სამიზნეც ისინი გახდნენ, არ უკავშირდებოდა მათ პროფესიულ საქმიანობას, ვინაიდან მოსარჩელის ბრალდებები მათი პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებს შეეხებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით სისხლისსამართლებრივი წარმოება ეხებოდა ცილისწამებას კერძო პირებს შორის, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადებები საჯაროდ, ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა (39-ე პარაგრაფი).

🔷 ️სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის განცხადებებს, რომლებიც უმეტესწილად ვულგარულ და შეურაცხმყოფელ ენას შეიცავდა, არავითარი წვლილი არ შეჰქონდა რომელიმე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დებატში და რაიმე ფორმით V.V.-ს ან Š.P.-ს წინარე ქცევით განპირობებული არ ყოფილა, ამასთანავე, მოსარჩელის ბლოგპოსტები უწყვეტი შევიწროების ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, აღნიშნული ბლოგპოსტები ხელმისაწვდომი იყო საკმაოდ ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ბლოგს 35,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და პოსტები შემდგომში სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს (მე-40 პარაგრაფი).

🔷 ️სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას. სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცილისწამების საქმეებში სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამოყენება თავისთავად არ არის არაპროპორციული, თუმცა თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც გამონაკლისი ზომა, რომელიც მე-10 მუხლთან თავსებადად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სერიოზულად არის შელახული სხვა ფუნდამენტური უფლებები (41-ე პარაგრაფი).

🔷 ️სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ სხვა არცერთი სანქცია არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის რათა მას V.V.-სა და Š.P.-ს შეურაცხყოფა შეეწყვიტა. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს დროებითი ღონისძიების სახით ეროვნულმა სასამართლოებმა პოსტების გავრცელება აუკრძალეს, თუმცა უშედეგოდ. ის პოსტების გავრცელებას მაინც აგრძელებდა, რის გამოც რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც. უფრო მეტიც, მან პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეწყვეტდა V.V.-სა და Š.P.-ს შესახებ პოსტების გამოქვეყნებას და არც დაკისრებულ ჯარიმებს გადაიხდიდა (42-ე პარაგრაფი).

🔷 ️მოსარჩელემ არასათანადო ქცევა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც განაგრძო. იგი კვლავ აქვეყნებდა შეურაცხმყოფელ ბლოგპოსტებს და სასამართლო დარბაზშიც უპატივცემულო ქცევას ავლენდა (43-ე პარაგრაფი).

🔷 ️ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, როგორც გამონაკლისი ზომა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში, არ შეიძლება გადაჭარბებულად ან არაპროპორციულად შეფასდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომ V.V.-სა და Š.P.-ს რეპუტაცია დაცული ყოფილიყო (44-ე პარაგრაფი).

🔷 ️სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ტიპის საქმეებში არსებითი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ თავიანთი გადაწყვეტილებების გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები რელევანტური და საკმარისი იყო (45-ე პარაგრაფი).

🔷️ სახელმწიფოთათვის მინიჭებული შეფასების თავისუფლების ფარგლებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ განახორციელეს შეპირისპირებული ინტერესის დაბალანსება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო (46-ე პარაგრაფი).

🔷️ შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით მოსარჩელის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა (47-ე პარაგრაფი).

R koba chagunava

04/10/2026

პატიმარი რომელიც 2თვეში გარეთ უნდა ყოფილიყო,თავს რატო მოიკლავდა?

ზაზა ხატიაშვილი  რომელიც  ასათიანის უახლოესი მეგობარია, ბიძინას დასანქცირებას ითხოვს ღიად ,ყველამ ხო ნახეთ???დავით ასათი...
03/10/2026

ზაზა ხატიაშვილი რომელიც ასათიანის უახლოესი მეგობარია, ბიძინას დასანქცირებას ითხოვს ღიად ,ყველამ ხო ნახეთ???

დავით ასათიანი გვერდით რატომჰყავს ივანიშვილს ჩემთვის ეს საკითხი გაუგებარია.
მეორე მამუკა მდინარაძე არის,დათესავს ქაოსს და ინტრიგებს, შეფარული ნაციონალია ასათიანი.💬

ამ დროს ასათიანს ბერა ივანიშვილი უცხადებს ნდობას ასათიანს რაც გაუგებარია ჩემთვის.
შესაძლოა ხვალ ზეგ მინისტრადაც დანიშნონ ასათიანი და მერე ძალიან გვიანი იქნება.

ეს კაცი არის ჩემი შეფასებით და მტკიცბეულებები მაქვს უამრავი
არაჩვეულებრივი მანიპულატორი, შეუძლია ოსტატურად შენიღბოს ზრახვები, ჩაიდინოს უმძიმესი დანაშაულები, ისე რომ კვალი არ დატოვოს.
მართლა არ ვიცი რა ესაქმება ამნაირ კაცს ბიძინას გვერდით.

რაჟდენ კუპრაშვილი დააწინაურებინა მისი საუკეთესო მეგობარია რომელსაც არასდროს არ შეუმოწმებია აუდიტით ასოციაცია.

წლებია ვითხოვ გამოძიებას ასათიანის დროს ჩადენილ ადვოკატების პროფესიულ დევნებზე და შეკვეთით ლიცენზიების შეჩერებებზე ეთიკის კომისიის წევრებით და უშედეგოდ.

ეს კაცი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ისე გაგწირავთ თვალის დახამხამებას და გააზრებას ვერ მოასწრებთ .
თამჯდომარეობისას
ღიად მოქმედებდა საჯარო და კერძო ინტერესების წინააღმდეგ და იარაღად მის გუნდელ ეთიკის წევრებს იყენებდა ოპონენტების ვისიც შურდა მათ გასანადგურებლად.
საერთოდ შეისწავლეთ ვინმემ ეს კაცი მიშას დროს სად იყო და რას აკეთებდა??

ბერას ბევრი მეგობარი ჰყავს და ხმა მიაწვდინეთ ვინმე კეთილისმოსურნემ.

ჩემს საემიგრაციო ქეისში 30 ტომზე მეტი დევს და საქმეს კომისარიატი სწავლობს და მისი ხალხის "სამართლის"სახელით უკანონო ქმედებები და შერჩევითი მართლმსაჯულების მარგალიტები უამრავია.
ყველა საერთაშორისო გავლენიან ორგანიზაციას მიწოდება ყველა მასალები ვვარაუდობ გამოძიებაც დაიწყება ამ ყველაფერზე და ეს კაცი არაფერში გჭირდებათ.

სასწრაფოდ ბრალი წაუყენეთ პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელს და 10ვე შსს თანამშრომელს.რისთვის გადავირჩიეთ მიშაკიდევ ე...
02/10/2026

სასწრაფოდ ბრალი წაუყენეთ პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელს და 10ვე შსს თანამშრომელს.
რისთვის გადავირჩიეთ მიშაკიდევ ეს რო მომხდარიყო????

დამნაშავეებს კანონი თუსდევნის ამათ კანონი თუ იცავთ დამნაშავეებზე საშიში დამნაშავები ეს პოლიცელები გამოდიან.

კაცი ისე გაამწარეს საკუთარ გაუპატიურებაზე ყვება და ესენი ყველას უნამუსოდ ატყუებენ ხალხს თვალში ჯაცარს აყრიან.

ამ პოლიციელებს არ ჰქონდათ
უფლება პატიმრის შემოწმების.

ეს დღესთუ ამათ შერჩათ ხვალ თქვენ მეგობრებს ოჯახის წევრებს თქვენ უარესს გიზავენ.

ასეთი უტიფარი განცხადება ქვეყნის ღირსეულ მმართველის დროს ვინმეს როგაებედა ეგრევე ბორკილებს დაადებდნენ დ აბრალს წაუყენებდნენ მერე კი მისსავე გამწარებულ პატიმრებში ჩააგდებდნენ.

გაოცებული ვუყურებ10სამართალდამცავი როგორ სექსუალურად ძალადობს ერთ უმწეო პატიმარზე როგორ ემუქრებიან ოჯახის წევრებზე შვილე...
02/10/2026

გაოცებული ვუყურებ10სამართალდამცავი როგორ სექსუალურად ძალადობს ერთ უმწეო პატიმარზე როგორ ემუქრებიან ოჯახის წევრებზე შვილებზე სექსუალურ ძალადობით, ამას რას ვხედავთ ხალხო..

2012ში მთელი ერი რო აღშფოთდით იმ დადგულ კადრებზე ეს ნამდვილია რატო არ ღშფოთდებით?

9პოლიციელი რო ცემდა გორში ერთ ბიჭს რატო ხმა არ ამოიღეთ?

პოლიციელები არასრულწლოვანს რო სცემდნენ ვინც კადრები გაასაჯაროა იმ უდანაშაულო ბიჭს ნარკოტიკები რო ჩაუდეს და17 წელი მიუსაჯეს, რატო არ გააპროტესტეთ?

თურქმა მილიონერმა კლუბის ხელმძღვანელმა დასავლეთში ფეხბურთელი გოგონა რო გააუპატიურა და გამოუშვა სასამართლომ ვინმემ ხმა ამოიღეთ?

ბათუმში ექიმი ჯემალ ბოლქვაძეს რომელიც უამრავ ხალხს უყვარს, უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა ასთორმეტს 1112 ერთი უპასუხა:- მინისტრს მოკითხეთო, ამ 1სიტყვის გამო აგდებენ სამსახურიდან უნგრევენ კარიერას ცხოვრებას ჩემსავით ემიგრანტად უნდათ აქციონ.

ლიფტში ჩავარდა 6ახალგაზრდა დაილეწა ვინმემ დასაჯა დამნაშავეები???

ყოველ წვიმისას რომ იტბორება თბილისი, ბათუმი ვინმე იღებთ ხმას??

თქვენ ყოველდღე საცობებში რომ ხართ და ჰაერს ვერ სუნთქავთ ესენი ბასლაინებით დარბიან, იღებთ ვინმე ხმას???
-დღე არ გავა ვინმე ახალგაზრდა არ აჩეხონ მოკლან, ნარკოტიკში გაიპაროს რატოოო?>??

400 000მდე ბავშვი დადის სკოლაში მშიერი ხალხი რა გაბრმავებთ, რა გიშვებათ ეს ოცნება რააას?

ბავშვები რომ დაიწამლნენ ბაღებში ვინმემ ხმა ამოიღო?

მე თუ მტკივა ემიგრანტს თქვენ რა გჭირთ ხალხო თქვენი შვილები მანდ არ იზრდებიან???

ხალხო ყველანაირ ბოროტებს აქვს საზღვარი.
ყველაა ამ ბოროტების სათავე არის ქართული ოცნება, რომელიც მოტყუებით მოვიდა ხელისუფლებაში
ძალა ხართ თქვენ!თქვენ ერთობას ვერავინ დაამარცხებს

ადვოკატად რო იმუშაო დღეს საქართველოში გლადიატორივით უნდა იომო და უამრავ უბედურებას მოგიწყობენ ყველაზე მეტად საკუთარი ასოციაციით.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფოს ექიმები ამ წუთებში სოლიდარობას უცხადებენ განყოფილების უფროსს, ჯუმბერ ბოლქვაძ...
02/10/2026

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფოს ექიმები ამ წუთებში სოლიდარობას უცხადებენ განყოფილების უფროსს, ჯუმბერ ბოლქვაძეს.
ექიმები “ბათუმელების” პირდაპირ ეთერში აცხადებენ, რომ ბოლქვაძეს განყოფილებიდან წასვლას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, მიხეილ სარჯველაძის დაკვეთით, აიძულებს.
ანუ 1 სიტყვის გამი მინისტრთან წაიყვანეთ აი ამის გამო კაცს უნგრევენ კარიერას.
რომელიც უნიჭიერესია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ყავს გადარჩენილი
მე კივთვლი რომ
მინისტრი სარჯველაძე უნდა გადადგეს ჯუმბერ ბოლქვაძე დანიშნეთ სულაც მინისტრად იმდენი დადებითი შეფასებები ვნახე.
-
მე რო შემეძლოს ასეც ვიზავდი.
სოლიდარობა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების უფროსს ჯუმბერ ბოლქვაძეს რომელიც უამრავ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს.
ჩემო ბათუმელებო თქვენ გენაცვალეთ
❤️❤️❤️❤️❤️

ასათიანო რა თქმა უნდა მდიდრებს და ძლიერებს დაიცავაბაშენ  სადშეგიძლია უსასყიდლოდ  სოც დაუცველ დასახიჩრებულ გაუბედურებულ ხ...
01/10/2026

ასათიანო რა თქმა უნდა მდიდრებს და ძლიერებს დაიცავ
აბაშენ სადშეგიძლია უსასყიდლოდ სოც დაუცველ დასახიჩრებულ გაუბედურებულ ხალხის დაცვა?

-შენ ის კაცი ხარ ვისი თავმჯდომარეობითაც ზუსტადაც რომ მასეთ დასახიჩრებულ ხელმოგლეჯილ კაცს ვიცავდი უსასყიდლოდ და საზღვაგარეთიდან აღებულ ინვისიების საფუძველზე რამდენიმე ათეულ მილიონის ღირებულებების 6 უძრავი ქონება დავუყადაღე მოდუსს.

საქმე გავასაჯაროე რომ არ მომხდარიყო სასამართლოზე გავლენა და სწორედ მათ მოდუსმა.

-შენ დაგიკვეთეს ზუსტად ჩემი განადგურება და საკუთარ ამახანაგს კოტე გელაშვილს ადვოკატთა დისციპლინალურ საბჭოშ თავმჯდომარე ეთიკის თავმჯდომარე დაიხმარეთ ჩემთვის ყალბი მასალებით 3წლით ადვოკატის ლიცენზიის შეჩერებაში.
უდანაშაულო ადვოკატის რომელსაც კლიენტებთან არ ჰქონია პრობლემები პროფესიული მკვლელობა,თავად ასოციაციის თავმჯდომარის მარჯვენა ხელისგან ამაზე დიდი მზაკვრობა რაღა უნდა არსებობდეს.

ჯერ მსოფლიოში მსგავსი სამარცხვინო შემთხვევა არასდროს არ მომხდარა
📡
შენ სუსტებს არასდროს იცავდი, ჩემი შეფასებით, ყოველთვის ძლიერების მხარეს იდექი და მათ ინტერესებს ემსახურებოდი.
ჩემთვის ამით შენი პროფესიული ავტორიტეტი ნულს უტოლდება.🔓

- რათქმა უნდა ბიძინას ეხმარები, მისი დახმარებით გადამირჩი როცა მარტოდმარტომ შენი უსამართლოდ შექმნილი ორგანიზაცია სადაც ჩემი შეფასებით უამრავ ბოროტებას აკეთებდით ადვოკატებს ჩაგრავდით
საკონსტიტუციო სასამართლოთი 10 000ადვოკატისგან შემდგარი ორგანიზაცია დაშლის პირას მივიყვანე, არსებითად განხილვაზე გავიდა ჩემი სარჩელები და ქალთა დაცვის ორგანიზაციით მომიწყეთ სატელევიზიო ბულინგები
მაშინაც ოლიგარქი დაგეხმარა ალბათ რომ არსებითად განხილვაზე გასული ჩემი სარჩელები არ დაკმაყოფილდა📞
🖊️
ახლა შენი ახლო მეგობარი ირაკლი ყანდაშვილიც იმავე გზას აგრძელებს. არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც მე ვეყრდნობი და რომლის მიხედვითაც სადავო მასალების ავთენტურობას სერიოზული კითხვები აქვს. მიუხედავად ამისა, მესმის პასუხი — თითქოს საქმის ხელახლა განხილვის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
🖋️
მე ამას სამართლიანობად ვერ მივიჩნევ.🗃️

სამარცხვინოა დრო, როდესაც ადამიანი, რომელიც, ჩემი შეფასებით, უდანაშაულო ადვოკატის პროფესიული განადგურების პროცესში მონაწილეობდა, დღეს თავისუფლად აგრძელებს საქმიანობას, ხოლო ის ადვოკატი ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია.🔎
ჩემი ჩრდილიც კი გჯობია, ასათიანო — იმიტომ, რომ გაჭირვებული და უპოვარი ადამიანების დასაცავად შენ არასდროს დაგიდია სასწორზე საკუთარი სიცოცხლე, კარიერა და ყველაფერი, რაც გაგაჩნია.
🖊️ცილისწამებას ვემიჯნები არავის ვუსურვებ, მაგრამ შენითავმჯდომარეობისას ჩემზე განხორციელებულ ცილისწამებებით , რომელიც ირიბ კავშირში იყო ჩემ საკონსტიტუციო სარჩელებთან ასოციაციიას რომელიც ეხებოდა 10 მილიონზე ვუჩივლე 3 ტელეკომპანიას და 4 წელში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა პროცესი და გადაიდო ისიც თქვენი პროცესები სწრაფად ჩატარდება დარმწუნებული ვარ.

#ადვოკატები

სახელმწიფო აუდიტი რომ შევიდეს ასოციაციაში აი მე3მსოფლიო ომი მერე დაიწყება😄. დავით ასათიანის სავარაუდო დავალებით რაც მიჩი...
29/09/2026

სახელმწიფო აუდიტი რომ შევიდეს ასოციაციაში აი მე3მსოფლიო ომი მერე დაიწყება😄.
დავით ასათიანის სავარაუდო დავალებით რაც მიჩივლა მისსმა საუკეთესო ძმაკაცმა ეთიკის კომიისიდან ეთიკაში და დაიხმარა სუსის თანამშრომელი

(მის უკან მსხვილი ბიზნესმენები იდგნენ)
ადვოკატთა ასოციაციას ვუჩივლე ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით და მოვითხოვე სახელმწიფო აუდიტის შესვლა.

რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს და მითხრეს ხელმძღვანელობამ ჩემი საჩივარი და მტკიცებულებები საფუძვლიანი იყო.

ხდებოდა ადვოკატთა ასოციაციაში გრანტების და საეჭვოდ განკარგვა საჩივარი იყო საფუძვლიანი მაგრამ ზემოდან არ აძლევდნენ უფლებას გამოძიებადაწყებულიყო და აუდიტი შესულიყო.

ეს ვაჟბატონებიკერძო აუდიტს ქირაობდნენ მისივე გუნდის წევრები და რასაცუნდა აწერინებდნენ ამგვარი მექანიზმებით ასოციაციის თანხები გაურკვეველ ვითარებაში ქრებოდა.

👤ზაზა ხატიაშვილს მოგვიანებით შევხვდი, პირად საუბარში მეგობრულად მირჩია თავი დამენებებინა ფინანსურში ჩივილს თორემ შესაძლოა ადვოკატის ლიცენზიის გამოგონილ საბაბით შეჩერებაზე უარესი დამმართნოდა.
👤
ასევე მითხრა რომ ჩემმა საჩივრებმა საკონსტიტუციო სარჩელმა ასათიანს ბიძინა ივანიშვილთან დაადებინა გარიგებები და ჩემზე იყვნენ ნაწყენები.

👤👤👤
ჯერ რეპუტაციულად სცადეს ჩენი განადგურება ენჯეო ტელევიზიებით მერე საკუთარ ეთიკის თვამჯდომარეს აჩივლებინეს და როცა დამტკიცდა რომ ყველა მასალები სამხარაულით იყო ყალბი იგონებენ ვითომ ახლად გამოვლენილ გარემოებით საქმეა ვერ გადახედავენ რადგან კანონი არ აქვთ.

ანუ დასაშვებია მათთვის ადვოკატთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ უჩივლოს ადვოკატს საქმე შეუკეროსბრაც დასტურდება ექსპერტიზით და ლიცენზიას არ აღდგენენ ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება ჯგუფურად ჩადენილი.
აი ყანდაშვილი აი ასათიანი აი ხატიაშვილო ამ სავარაუსო ნძიმე დანაშაულის თანამონაწილეები არიან

(იმას ხომ არ იტყვიან მსხვილი ბიზნესმენებისგან დაკვეთა რომ აიეღეს მოსამართლეებთან ერთად)
დასახიჩრებულ განადგურებულ სოც დაუცველ კაცს ვიცავდი და იმნსაწარმოს სადაც ის მუშაობდა რაც გააჩნდა თითქმის ნახევარზე მეტი რამდენიმე ათეულ მილიონის ქონებები დავუყადაღე.

მათ დაიხმარეს სუსის თანამშრომელი დაალაგეს საქმე უზენასში და ეთიკაში და ბუზი აქციეს სპილოდ
რაც ჯერ არასდროს მომხდარა ამათ იკადრეს ამაში რამდენი აიღეს არ იტყვიან.

ხალხოო აი ამნაირ კრიმინალების დაა მანიაკების ხელში ვართ.

ჩემგან პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება იქნება.
ხელისუფლება მათ დანაშაულებს ხელს ვეღარ დააფარებს სადაც თავდაცვის მინისტრები, შს მინისტრები,
სუსის ყოფილი მინისტრი,
გამგებლები ყოფილი პრეზიდენტიც ციხეშია ამათი დროც მოვა.

1,6ამხელა დრო არც ერთი ქვეყანა არ დაგისვავს თუ სერიოზული საქმე არ არის
ნებისმიერინუსამოვნება რაც კი ბოლო წლებში შემემთხვა აი მათი კუდები იყო ყველგან.

არაფერი მოხდება აგერ ვარ დრო მჭირდება და სანქცირებებით დიდი პრობლემები შექმნებათ


#

ზოგადად  ემიგრანტებს რო ასამართლებს  შენი არჩეული41  ახლა პირველად იგებ?ემიგრანტი რას დაწერს სოც ქსელში ამაზე რო ასამართ...
28/09/2026

ზოგადად ემიგრანტებს რო ასამართლებს შენი არჩეული41 ახლა პირველად იგებ?
ემიგრანტი რას დაწერს სოც ქსელში ამაზე რო ასამართლევთ ეს ნორნალურია რას გიშვებათ რას გიკეთებენ ხალხო?

საზღვაგარეთ თავშესაფარს როცა ითხოვ ჩათვალე მოქალაქეობიდან გასვლის ტოლფასია

ამ დროს
გასამართლებენ საქართველოში სოც ქსელში პოსტის გამო დაუსწრებლად პროცესზეც არ გრთავენ
არც ჩრდილო კორეა არც რუსეთი ამასბარ კადრულობს

საქართველომ ემიგრანტებს წაართვა ხმის მიცემის უფლება
ამ დროს ასამართლებს დაუსწრებლად

ქვეყანა სადაც დასახიჩრებულის ხალხის უსაყიდლოდ დაცვაზე მითვლიან წითელ ზღვარებს კვეთ და მალე გაგაჩერებენო

სადაც საკუთარ ადვოკატთა ეთიკის თავმჯდომარეს აჩივლებინებენ აკერინებენ საქმეს ხელისუფლების ყველა ორგანო მწვანეს უნთებს,
ასეთ ავადმყ #ბთან მე საერთო არაფერი არ მინდა მქონდეს.

26/09/2026

18წელი იჯდა ციხეში ტეხასში უდანაშაულო კაცი

(დენიელ ვილეგასი 16 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა და მხოლო 18წლის შემდეგ ალიარა მართლმსაჯულებამ, რომ ის ტყუილად იხდიდა სასჯელს.

მან ცხოვრების მე4 გაატარა ოთხ კედელში ჩაკეტილი დანაშაულისთვის რომელიც მას არ ჩაუდენია მისი შემთხვევა არის ერთ-ერთი ყველაზე

საინტერესოა, რომ საქმე ამით არ დასრულებულა: ვილეგასმა ქალაქისა და პოლიციის წინააღმდეგ ფედერალური სამოქალაქო სარჩელი შეიტანა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამო. 2026 წლის 6 ივლისს ქალაქმა El Paso-მ მასთან $8 მილიონიანი მორიგება გააფორმა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share