დავით ასათიანი / David Asatiani

Directions

დავით ასათიანი / David Asatiani Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დავით ასათიანი / David Asatiani, Lawyer & Law Firm, ilo Mosashvili Str. #6, Tbilisi.

08/10/2026

პენიტენციური სამსახურის განმარტება, რომ თურმე კანონის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან ან მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი, პრაქტიკაში ასე ითარგმნება: სისხლის სამართლის საქმეებზე მხოლოდ ფენომენალური მეხსიერების მქონე ადვოკატებს შეუძლიათ მუშაობა, ხოლო ის ადვოკატები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევიან, ტყუილად ნუ შეიწუხებენ თავს საპატიმრო დაწესებულებაში კლიენტის მონახულებითო.

მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეზე კლიენტთან კომუნიკაციისას ადვოკატისთვის ჩანაწერების გაკეთებისა და დაწესებულებიდან მათი გამოტანის შესაძლებლობის არმიცემა ნიშნავს დაცვის უფლების შეზღუდვას.

კანონს სასამართლო განმარტავს.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) საიუბილეო კონფერენცია გაიმართა.ჩემთვის დიდი პატივი ...
02/10/2026

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) საიუბილეო კონფერენცია გაიმართა.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, პრეზიდენტის რანგში წარმომედგინა ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად საგნობრივად ვიმსჯელეთ ევროპის საბჭოს კონვენციაზე „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ისეთი ფუნდამენტური გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პროფესიული თავისუფლება, ადვოკატის საქმიანობაში ჩაურევლობა, ადვოკატის კლიენტთან გაიგივების დაუშვებლობა და სხვა. აღნიშნული საკითხები, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლონეთის იუსტიციის მინისტრი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების ფედერაციის (FBE) პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროპის და სხვა ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების არაერთი ლიდერი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) სახელით, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთან, პროფესორ სპირი...
17/09/2026

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) სახელით, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთან, პროფესორ სპირიდონ ფლოგაიტისთან ერთად, გავაფორმეთ შეთანხმება ინსტიტუციური თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ევროპული საჯარო და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და იურიდიული განათლების განვითარება.

ასევე, მქონდა პატივი შევხვედროდი პროფესორ ჯულიანო ამატოს - იტალიის ორგზის პრემიერ-მინისტრს და ევროპის კავშირის კონსტიტუციისა და დამფუძნებელი ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.

მადლობა სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს წარმომადგენელს, ელჩ იოსებ ნანობაშვილს, რომელიც ნაყოფიერად საქმიანობს ევროპის იურიდიულ და აკადემიურ წრეებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განვითარებისათვის.

02/09/2026

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ადვოკატზე ძალადობის ფაქტზე, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (სუსგ. 2კ-231აპ.-18; 26.10.2019 წელი).

ადვოკატზე ძალადობა დაუსჯელი არ რჩება!

როცა ყველაზე ძლიერი და ამაყი ხარ, რადგან ზურგს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა გიმაგრებს, დროშა დავითიანი, თამარიანი ......
26/05/2026

როცა ყველაზე ძლიერი და ამაყი ხარ, რადგან ზურგს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა გიმაგრებს, დროშა დავითიანი, თამარიანი ...

ღმერთო არ მოგვიშალო ეს ბედნიერება, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს 🇬🇪🇬🇪🇬🇪

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს საჭეთმპყრობლის არჩევას. საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პ...
11/05/2026

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს საჭეთმპყრობლის არჩევას.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, Axios, ღმერთმა ინებოს სიყვარულით, ლოცვითა და გონიერებით გემართოთ მეუფეო ჩვენი უძველესი ეკლესია.

მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ საპატრიარქოსა და ქართულ იურიდიულ პროფესიას შორის ოფიციალურ თანამშრომლობას (ფოტო - 26 ოქტომბერი 2018 წელი).

happening now ...
22/04/2026

happening now ...

Address

Ilo Mosashvili Str. #6
Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავით ასათიანი / David Asatiani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share