05/06/2020
BE HEALTHY, წყალტუბო
დღეს Be Healthy ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, რომელიც გვთავაზობს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მომსახურებას და რეაბილიტაციას. ცენტრის დამფუძნებელი და პერსონალი აქტიურად მონაწილეობს წყალტუბოს კურორტის განვითარებაში.ცენტრში ფუნქციონირებს უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 45 სამედიცინო საპროცედურო კაბინეტი. დაწესებულებაში დაგხვდებათ 12 მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტი და ასევე სამედიცინო პერსონალის დიდი გუნდი (სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი, ექთნები, მასაჟისტები).აქ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლებელია 110-ზე მეტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურის მიღება, ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი მომსახურება კოსმეტოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის სფეროში.ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული გაჯანსაღებისთვის:
• პირველი ვიზიტისას, ადმინისტრატორი გაგიხსნით ბარათს და მიგაცილებთ ექიმის კაბინეტთან.
• თქვენი ვიზიტის სრული პერიოდისთვის, დაიგეგმება პროცედურები თქვენთვის მოსახერხებელ დროზე.
• თითოეული ვიზიტისას, მიიღებთ თერმულად დამუშავებულ სააბაზანო თეთრეულს.
• პროცედურებს შორის კომფორტული დასვენებისთვის ცენტრში ფუნქციონირებს დასვენების ზონები და ფიტო ბარი.
• მოსახერხებელი გადაადგილებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი.
• სამედიცინო ცენტრში დაცულია სრული სისუფთავე, შემოსასვლელში ხელმისაწვდომია ბახილები და გამოსაცვლელი.
დღეს Be Healthy ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, რომელიც გვთავაზობს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ მომსახურებას და რეაბილიტაციას. ცენტრის დამფუძნებელი და პერსონალი აქტიურად მონაწილეობს წყალტუბოს კურორტის განვითარებაში.
ცენტრში ფუნქციონირებს უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 45 სამედიცინო საპროცედურო კაბინეტი. დაწესებულებაში დაგხვდებათ 12 მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტი და ასევე სამედიცინო პერსონალის დიდი გუნდი (სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი, ექთნები, მასაჟისტები).
აქ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლებელია 110-ზე მეტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურის მიღება, ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი მომსახურება კოსმეტოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის სფეროში.
ყველა დამსვენებელს სასტუმრო სთვაზობს სამჯერად კვებას, რომელიც შედგენილია ექიმის დანიშნულებისამებრ დიეტოლოგის მიერ.
ამ სამკურნალო გამაჯანსაღებელ სასტუმროში მშვენიერია დასვენება გასაჯანსაღებლად და სარეაბილიტაციოდ, მარტო და ოჯახთან ერთად.
ასევე მოქმედებს დამატებითი მომსახურებები
• სატრენაჟორო დარბაზი
• სამაგიდო თამაშები
• ოთახში მომსახურება
• მაღვიძარას მომსახურება
• ძიძას მომსახურება (მოთხოვნით)
• სამრეცხაო
• ავტოსადგომი
ბალნეოპროცედურების ფასები იწყება 12 ლარიდან . ფასები დამოკიდებულია პროცედურის ხანგრძლივობაზე
▪️ყოველდღიური სტრესის და დატვირთული რეჟიმის ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა აღმოაჩინო ადგილი, სადაც დასვენების დღეებს ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გაატარებ🌲🌿
▪️BE HEALTHY #ბალნეოლოგიური, #გამაჯანსაღებელი სპა ცენტრია, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განტვირთვა და სასიამოვნო დასვენება ერთ სივრცეშია შესაძლებელი💫
▪️თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კომპლექსში, შეძლებ იმკურნალო უნიკალური, თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით, ისარგებლო უახლესი ფიზიო აპარატურით, მიიღო კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია, ხოლო თუ შენი მიზანი ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა ან უბრალოდ განწყობის ამაღლებაა, ამაში ჩვენი სარელაქსაციო, სპა პროცედურები დაგეხმარება✨✨✨
————————
მოუსმინე შენს სხეულს, დაგეგმე დასვენების დღეები ჩვენთან🍃ბალნეოლოგიურ ცენტრში შეძლებთ იმკურნალოთ უნიკალური ბუნებრივი რესურსების მქონე, მინერალური წყლის აბაზანებით💦
🔬 #წყალტუბოს მინერალური წყალი გამორჩეულია თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს +33-35 გრადუსია, პროცედურა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, რომლის დროსაც პაციენტის ორგანიზმი განიცდის 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს.
#რადონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს:
💧აძლიერებს იმუნურ სისტემას;
💧ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას;
💧არეგულირებს წნევას;
💧აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
💧ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას;
💧გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
განსაკუთრებით ეფექტურია:
💧საყრდენ-მამოძრავებელი და
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს;
💧ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალოდ;
💧გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების დროს;
💧კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
🔎პროცედურამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
&
В нашем центре лечатся принимая ванны с уникальной, природной минеральной водой 💦
🔬 #Цхалтубская #минеральная #вода весьма своеобразна по своим физико-химическим свойствам, которой нет аналогов в мире.
🌡 Температура воды в любое время года 33-35 градусов. Процедуры протекают в проточной воде, во время которой пациент находится под воздействием 500-1500л воды, что усиливает лечебный эффект.
#Радоновая вода по своим свойствам уникальна:
💧 Укрепляет иммунную систему
💧 Активирует кровообращение
💧 Нормализует артериальное давление
💧 Улучшает обмен веществ
💧 Способствует восстановлению регенерации клеток
💧 Оказывает обезболивающее и противовоспалительное действие
Особенно эффективен:
💧 При заболеваниях опорно-двигательного аппарата и сердечно сосудистой системы
💧 Заболеваниях периферической и центральной нервной системы
💧 Нарушениях обмена веществ, заболеваниях эндокринной системы (ожирение)
💧 Гинекологических и урологических заболеваниях
💧 Различных заболеваниях кожи
🔎 До приёма процедур обязательна консультация врача.
#Цхалтубо
#Бальнеологический #Курорт & #Спа
იხილეთ თარგმანი