სამართლებრივი რჩევები/Legal Advice

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამართლებრივი რჩევები/Legal Advice

სამართლებრივი რჩევები/Legal Advice კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ?

12/05/2021

⚖️ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მრავალფეროვნება განაპირობებს ხელშეკრულებათა სიმრავლეს, მათ სირთულეს და კომპლექსურ ხასიათს.

ხელშეკრულების დაწერა ყველას შეუძლია, თუმცა თუ გსურთ თქვენი ხელშეკრულება მაქსიმალურად გამართული იყოს და სამართლებრივ ურთიერთობებში რეალურად გიცავდეთ, ეს საკითხი პროფესიონალ იურისტებს/ადვოკატებს უნდა მიანდოთ.

ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ ხელშეკრულების შედგენასთან დაკავშირებული სრული სერვისი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

🔽 ნებისმიერი ხელშეკრულების ტექსტის მომზადებას;

🔽 არსებული ხელშეკრულების კორექტირებას/ ცვლილებების და დამატებების შეტანას/რისკების კონტროლს/რისკების ანალიზს და ა.შ.

🔰ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ, ეფექტური და მოწესრიგებული ხელშეკრულების მომზადებაში, რაც ხელს შეგიწყოფთ განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი და თავიდან აირიდოთ მოსალოდენლი სანქციები.

✍🏻დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადე...
16/02/2021

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კონსტიტუციურად ცნო.

განსხვავებული მოსაზრება- გიორგი კვერენჩხილაძე👏

2021 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო ს...

08/02/2021

📢📢 რა უნდა ვიცოდეთ თუკი იზოლაციის ან/და კარანტინის დარღვევის გამო დაგვაჯარიმებენ?

• სად შემიძლია გავასაჩივრო ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება?

- დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ან (1) ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან (2) პირდაპირ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

• ვინ არის ზემდგომი თანამდებობის პირი?

- ზემდგომ თანამდებობის პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელმაც დაგაჯარიმათ. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლება ყველა პოლიციელის ზემდგომ თანამდებობის პირად, ამიტომ გასაჩივრების პროცესის თქვენთვის გამარტივების მიზნით, საჩივარი უშუალოდ მინისტრის სახელზე შეგიძლიათ წარადგინოთ.

• რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ვასაჩივრებ სასამართლოში?

- თუ ასაჩივრებთ პირდაპირ სასამართლოში, საჩივრის წარდგენის ვადა გაქვთ ჯარიმის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღეში.

• სასამართლოს შემიძლია მივმართო საგანგებო მდგომარეობის დროსაც?

- დიახ. თუ გსურთ არ გამოიყენოთ ზემდგომი თანამდებობის პირთან გასაჩივრების უფლება და პირდაპირ მიმართოთ სასამართლოს, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების მიუხედავად.

• თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს, რამდენ ხანში უნდა გადავიხადო ჯარიმა?

- სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი გაქვთ, საგანგებო მდგომარეობა ისევ ძალაში იქნება თუ არა.

• რას ნიშნავს ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარება?

- ჩაბარება ნიშნავს დოკუმენტის ფაქტობრივ მიღებას. პოლიციელი ე.წ. ჯარიმის ქვითარს გაბარებთ ადგილზევე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს განაცხადებთ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, ეს მაინც ჩაითვლება გადაწყვეტილების ჩაბარებად.

• რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ჯერ ვასაჩივრებ ზემდგომი თანამდებობის პირთან?

- საგანგებო მდგომარეობის დროს ამ მიმართულებით განსხვავებული წესებია დადგენილი და თქვენ უფლება გაქვთ ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაასაჩივროთ, 10 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ.

• თუ ზემდგომი თანამდებობის პირი არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს რა შემიძლია დამატებით გავაკეთო?

- ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლო (საქალაქო/რაიონული სასამართლო) არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, შეგიძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივროთ. და ამით გასაჩივრების პროცედურა ამოიწურება.

• თუ არ ვაპირებ ჯარიმის გასაჩივრებას, როდის მაქვს გადახდის ვალდებულება?

- თუ არ აპირებთ ჯარიმის გასაჩივრებას არც სასამართლოში და არც ზემდგომი თანამდებობის პირთან, ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა გაქვთ ახლავე, თუმცა, არაუგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 30 დღისა.

• მაქვს თუ არა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება?

- საჩივრის შეტანისა და საქმის განხილვის დროს უფლება გაქვთ ისარგებლოთ ადვოკატის დახმარებით. ხოლო იმ ეტაპზე, როდესაც პოლიციელი იღებს თქვენი დაჯარიმების გადაწყვეტილებას, ადვოკატის ადგილზე არ ყოფნა არ აჩერებს ამ პროცედურას და არ წარმოადგენს თქვენი დაჯარიმების შემაფერხებელ გარემოებას.

• ჯარიმის გასაჩივრებისა და გადახდის ზემოთ განმარტებული წესები მოქმედებს მხოლოდ კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევაზე?

- დიახ. თუ თქვენ ჩაიდენთ სხვაგვარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ან დანაშაულს, დაგეკისრებათ დამატებითი პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ თქვენ დაჯარიმების პროცესში არ დაემორჩილებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ეს დამატებით გამოიწვევს დაჯარიმებას ან/და შეიძლება მოჰყვეს შედეგად პატიმრობასაც კი.

• თუ კარანტინის ან/და იზოლაციის წესებს მეორედ დავარღვევ ისევ ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდები?

- არა. ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი პროცედურები. განმეორებითი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, ამისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2 მაისის შემდეგ ჩადენილი იგივე ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ წესების განმეორებით დამრღვევ ყველაპირს ავტომატურად დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით (3 ან 6 წლით), არამედ საქმე გადაეცემა სასამართლოს, რომელიც ინდივიდუალურად შეაფასებს თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებას, მის სიმძიმეს, საშიშროებას, თქვენს ბრალეულობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, თქვენი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებს სასჯელის ინდივიდუალურ ზომაზე.

წყარო: ombudsman.ge

Address

ვიქტორ დოლიძის ქუჩა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამართლებრივი რჩევები/Legal Advice posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სამართლებრივი რჩევები/Legal Advice:

Share

Category