კილანავას იურიდიული ოფისი / Kilanava Legal Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კილანავას იურიდიული ოფისი / Kilanava Legal Office

კილანავას იურიდიული ოფისი /  Kilanava Legal Office სრული იურიდიული მომსახურება თქვენი საუკეთესო ინტერესებისთვის

⚖️ საკორპორაციო სამართლის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველვყავით  სამი სა...
08/05/2026

⚖️ საკორპორაციო სამართლის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველვყავით სამი სააქციო საზოგადოების სრულ შესაბამისობაში მოყვანა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებთან.

აქტიური სამართლებრივი მხარდაჭერის ფარგლებში:
✅ მომზადდა განახლებული მონაცემების საფუძველზე შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმებები;
✅ თითოეული სააქციო საზოგადოებისთვის შეიქმნა აქციონერთა ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური წესდება;
✅ განახლდა კომპანიების რეგისტრირებული მონაცემები ისე, რომ მათი სამეწარმეო საქმიანობა არ შეფერხებულა.

„კილანავას იურიდიული ოფისი“ აქტიურად თანამშრომლობს იურიდიულ პირებთან შემდეგ მიმართულებებში:
▪️ საკორპორაციო სამართალი
▪️ შრომითი სამართალი
▪️ კომერციული სამართალი
▪️ სახელშეკრულებო და ბიზნესსამართლებრივი ურთიერთობები

თუ ხართ იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წარმომადგენელი და გჭირდებათ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ან პროფესიული მომსახურება — ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ სწრაფად, ეფექტურად და თქვენი ინტერესების სრულ დაცვით.

📞 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის:
+995 557 54 66 44
+995 599 51 39 77
[email protected]

📍ქ.თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N41, ოფისი N7.

⚖️ კიდევ ერთი წარმატებული საქმე „კილანავას იურიდიული ოფისის“ პრაქტიკიდან! თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ ს...
06/01/2026

⚖️ კიდევ ერთი წარმატებული საქმე „კილანავას იურიდიული ოფისის“ პრაქტიკიდან!

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე – ეკატერინე ჯინჭველაშვილი) დააკმაყოფილა თბილისის მცხოვრებლის სარჩელი და გააუქმა თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება.

📌 სასამართლომ კომისიას დაავალა საქმის ხელახლა, სრულყოფილად განხილვა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება, ფიზიკური პირის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე.

🔍 სასამართლომ მკაფიოდ მიუთითა, რომ:

▪️ კომისიის მიერ არ იყო შესწავლილი წარმოდგენილი დოკუმენტაცია;

▪️ არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება;

▪️ გადაწყვეტილება მიღებული იყო არასრული გამოკვლევის საფუძველზე.

🧾 სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო:

▪️ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის დასკვნას;

▪️ 2006 წლის ორთოფოტოს;

▪️ სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარე ხეხილით გაშენებულ მიწის ნაკვეთს, სადაც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, თვითნებურად ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს 1985 წლიდან - შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე.

✅ აღიარების კომისიასა და სასამართლოში საქმე წარმატებით აწარმოა
„კილანავას იურიდიული ოფისის“ ადვოკატმა.

📞 თუ გსურთ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია ან გაქვთ სამართლებრივი პრობლემა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით — დაგვიკავშირდით:

📱 +995 599 51 39 77
📱 +995 557 54 66 44
📧 [email protected]

📍 ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის N41, ოფისი N7

🔑 პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეალური შედეგები — „კილანავას იურიდიული ოფისი“ თქვენს გვერდით!

Address

N 41 ქეთევან წამებულის გამზირი
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 22:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კილანავას იურიდიული ოფისი / Kilanava Legal Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share