07/03/2026
For EN scroll down
შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციები საქართველოში.
რა იცვლება უცხოელებისთვის 2026 წლიდან,
მოკლე განმარტება ხშირად დასმულ კითხვებზე.
რა არის „შრომითი საქმიანობის უფლება“?
ეს არის სპეციალური ნებართვა, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას საქართველოში იმუშაოს ან განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.
მის საფუძველზე შესაძლებელია:
• D1 კატეგორიის ვიზა
• შრომითი ბინადრობის ნებართვა
• IT ბინადრობის ნებართვა
ნებართვას გასცემს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ვის ეხება კანონი?
კანონი ეხება უცხოელებს, რომლებსაც:
• არ აქვთ მუდმივი ბინადრობა საქართველოში
და მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას საქართველოში;
ან
• არიან თვითდასაქმებულები.
ვისზე არ ვრცელდება ეს კანონი?
კანონი არ ვრცელდება:
• ლტოლვილებზე;
• დამატებითი ან დროებითი დაცვის მქონე პირებზე;
• თავშესაფრის მაძიებლებზე;
• დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასაქმებულებზე;
• საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე;
• აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებზე;
• საინვესტიციო ბინადრობის მქონე პირებზე;
რომელ საქმიანობაზე დაწესდა 0 კვოტა 2026 წელს?
უცხოელები (მუდმივი ბინადრობის გარეშე) ვერ მიიღებენ შრომითი საქმიანობის უფლებას შემდეგ სფეროებში:
• საკურიერო მომსახურება
(Glovo, Wolt და სხვა პლატფორმები);
• მგზავრთა გადაყვანა
(ტაქსი — Bolt, Yandex და სხვა);
• ტურისტული გიდის მომსახურება;
რა ჯარიმებია დაწესებული დარღვევისთვის?
თუ უცხოელი მუშაობს შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე:
2 000 ლარი
• დამსაქმებლისთვის;
• დასაქმებული უცხოელისთვის;
• თვითდასაქმებული უცხოელისთვის;
განმეორებით შემთხვევაში —
4 000 ლარი
როდის ამოქმედდა რეგულაციები?
2026 წლის 1 მარტი — კანონის ძალაში შესვლა.
2026 წლის 1 მაისი — უკვე მოქმედ თვითდასაქმებულებზე გავრცელება.
2027 წლის 1 იანვარი — მოქმედმა შრომითმა იმიგრანტებმა უნდა მოიპოვონ შესაბამისი ნებართვა და ბინადრობა.
როგორ მუშაობს ახალი სისტემა?
* შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა
კონკრეტულ დამსაქმებელზე და კონკრეტულ პოზიციაზე;
* თვითდასაქმებულისთვის
კონკრეტულ საქმიანობაზე;
* საქმიანობის შეცვლის შემთხვევაში
აუცილებელია ახალი ნებართვა.
New Labor Migration Regulations in Georgia
What Changes for Foreign Nationals from 2026,
A brief explanation of frequently asked questions
What is a “Right to Work”?
This is a special permit that grants a foreign national the right to work or conduct economic activity in Georgia.
Based on this permit, it is possible to obtain:
• a D1 category visa
• a Work Residence Permit
• an IT Residence Permit
The permit is issued by the State Agency for Employment Promotion.
Who does the law apply to?
The law applies to foreign nationals who:
• do not hold permanent residence in Georgia and are working or planning to work in Georgia; or
• are self-employed.
Who is exempt from this law?
The law does not apply to:
• refugees;
• persons granted subsidiary or temporary protection;
• asylum seekers;
• employees of diplomatic missions;
• staff of international organizations;
• accredited foreign journalists;
• holders of investment residence permits.
Which activities have a 0 quota in 2026?
Foreign nationals without permanent residence will not be granted the right to work in the following sectors:
• Courier services
(Glovo, Wolt and other platforms);
• Passenger transportation
(taxi services — Bolt, Yandex and others);
• Tour guide services.
What are the penalties for violations?
If a foreign national works without a work permit:
2,000 GEL fine for:
• the employer;
• the foreign employee;
• the self-employed foreign national.
In case of a repeated violation — 4,000 GEL.
When did the regulations enter into force?
• March 1, 2026 — the law entered into force.
• May 1, 2026 — the law becomes applicable to already operating self-employed individuals.
• January 1, 2027 — existing labor migrants must obtain the relevant permit and residence status.
How does the new system work?
• The Right to Work is issued for a specific employer and a specific position.
• For self-employed individuals, it is issued for a specific type of activity.
• If the activity or position changes, a new permit is required.