ადვოკატი თეკო ლებანიძე / Lawyer Teko Lebanidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი თეკო ლებანიძე / Lawyer Teko Lebanidze

ადვოკატი თეკო ლებანიძე / Lawyer Teko Lebanidze ადვოკატი

10/07/2024

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ⚖️

დღეს წინასასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრ...
16/04/2024

დღეს წინასასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა!!

დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

⚖️ ტრენინგ მოდული ადვოკატებისთვის ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაში
29/12/2023

⚖️ ტრენინგ მოდული ადვოკატებისთვის ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაში

✅ სწორად შერჩეული სტრატეგიით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გ.ბ-ს დანიშნული სასჯელი სრულად პირობით მსჯავრად ჩაეთვალა ✊🏻მოსამართ...
12/09/2023

✅ სწორად შერჩეული სტრატეგიით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გ.ბ-ს დანიშნული სასჯელი სრულად პირობით მსჯავრად ჩაეთვალა ✊🏻

მოსამართლე ეკა არეშიძე

🔹 ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაოს გამოყენების თა...
07/09/2023

🔹 ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაოს გამოყენების თაობაზე 7000 ლარის ოდენობით.

🔹 ბრალდებულს განესაზღვრა არასაპატიმრო გირაო 2000 ლარის ოდენობით ✊🏻

მოსამართლე დავით კურტანიძე

⚖️ მოწმეს უფლება აქვს:🔴  იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;🔴 თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცე...
05/03/2023

⚖️ მოწმეს უფლება აქვს:

🔴 იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;

🔴 თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;

🔴 გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;

🔴 არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

🔴 მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

🔴 მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

⚖️ რა უნდა იცოდეთ ჩხრეკის შესახებ❓👇🔴 ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცი...
18/02/2023

⚖️ რა უნდა იცოდეთ ჩხრეკის შესახებ❓👇

🔴 ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.

🔴 ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.

🔴 განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.

🔴 იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

👤 რა არის კიბერდანაშაული?    კიბერდანაშაული არის ზოგადი და ფართო ტერმინი, რომელიც გამოხატავს კომპიუტერისა და ინტერნეტის ...
08/12/2022

👤 რა არის კიბერდანაშაული?

კიბერდანაშაული არის ზოგადი და ფართო ტერმინი, რომელიც გამოხატავს კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ჩადენილ დანაშაულებს.
კომპიუტერი და ქსელი კიბერდანაშაულში შესაძლებელია ჩართული იყოს რამდენიმე განსხვავებული გზით:

◾️ კომპიუტერი და ქსელი შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება;

◾️კომპიუტერი და ქსელი შეიძლება იყო დანაშაულის ობიექტი,

◾️კომპიუტერსა და ქსელში შეიძლება ინახებოდეს დანაშულის შესახებ მტკიცებულებები; (ციფრული მტკიცებულებები).

კიბერდანაშაულის მნიშვნელოვანი ელემენტია კომპიუტერული მონაცემი, ინფორმაცია, რომელიც შენახულია ან გადაცემულია კომპიუტერული სისტემის მეშვეობით. კიბერდანაშაულის არსი სწორედ ამ ინფორმაციას უკავშირდება და არა კომპიუტერულ სისტემას როგორც მოწყობილობას და ნივთს. შესაბამისად თუ განხორციელდება სხვის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული სისტემის ქურდობა აღნიშნული არ იქნება კიბერდანაშაული და უნდა დაკვალიფიცირდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად❗️

🔐 . კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების...
07/12/2022

🔐 . კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

⚫️ იგივე ქმედება:

▪️წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
▪️სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
▪️არაერთგზის;
▪️რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

⚫️ ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

❓ პირის გამოკითხვა ❓◾️ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნ ე ბ ა ყ ო ფ...
24/11/2022

❓ პირის გამოკითხვა ❓

◾️ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ.

❌ დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

◾️ გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

◾️ გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში.

📢 ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის.
16/11/2022

📢 ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის.

უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მფლობელები, ვიდეოჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესა...

👥 პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე: 🔴 თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნ...
16/11/2022

👥 პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:

🔴 თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;

⚫️ თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;

🔴 ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

⚫️ თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

🔴 თუ 70 წელს გადაცილებულია.

Address

Tbilisi

Telephone

+995598400519

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი თეკო ლებანიძე / Lawyer Teko Lebanidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი თეკო ლებანიძე / Lawyer Teko Lebanidze:

Share