ადვოკატი ლალი აბრამიძე - Lawyer Lali Abramidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ლალი აბრამიძე - Lawyer Lali Abramidze

ადვოკატი ლალი აბრამიძე - Lawyer Lali Abramidze სისხლის სამართლის სპეციალიზაცია

04/05/2024

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ♥️

10/01/2024

აღნიშნულ საკითხზე, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ, ადრეც გამომიხატავს მოსაზრება და პოზიცია, თუმცა საჭიროდ ვთვლი იგივე ახლაც გავიმეორო!

ვიდეოს, სადაც ასახულია თუ როგორ ძალადობს ძაღლზე ადამიანი, ბოლომდე ვერ ვუყურე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კადრი იყო ჩემთვის უმძიმესი. ცხოველის მიმართ ასეთი დაუნდობელი და სასტიკი მოპყრობა დაუშვებელია!!!

თუმცა…

ქვემოთ მოცემული ვიდეოს კომენტარებში ვკითხულობთ უაღრესად დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ადვოკატის მიმართ, რაც ასევე დაუშვებელია. როდესაც ადვოკატი ახორციელებს ბრალდებულის დაცვას, ეს არ ნიშნავს, რომ ადვოკატი აქეზებს დანაშაულს ან უწონებს დანაშაულის ჩამდენს ჩადენილ ქმედებას, ადვოკატი ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას და ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამგვარი დამაკნინებელი კომენტარებისგან.

მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, პატივი ვცეთ ადვოკატს და სხვა ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება ნამდვილად გვჭირდება!!!

30/12/2023

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!❤

25/12/2023
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება⚖️
23/12/2023

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება⚖️

09/12/2023

⚖️კახა კობახიძე გამართლდა და ის თავისუფალია!

⚖️მას ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ და ემუქრებოდა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

⚖️ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ერთხმად, თორმეტივე მათგანმა გამოიტანა გამამართლებელი ვერდიქტი კახა კობახიძის მიმართ, რადგან დადგინდა რომ იგი მოძალადე მამისგან თავს იცავდა.

⚖️ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ღირსეული და სამართლიანი გადაწყვეტილება და მათ ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

⚖️საოცარი ემოციაა, როდესაც ხედავ ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების ბედნიერების ცრემლებს.

⚖️ამაყი ვარ, რომ ვიყავი კახა კობახიძის ადვოკატი და დაცვის მხარის დაუღალავი შრომის შედეგად დადასტურდა მისი სიმართლე .

#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი

03/12/2023

⚖️ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის- გ. ცხენოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

⚖️ შეგახსენებთ, რომ გ. ცხენოსანიძეს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ორ ეპიზოდში. იგი ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

08/11/2023

🎉 დღეს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნავს ადვოკატის პროფესიულ დღეს

⚖️ ადვოკატის პროფესიული დღე საქართველოში აღინიშნება 2011 წლიდან

⚖️ თარიღი 8 ნოემბერი სიმბოლურია და ამ დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, პროფესიით ადვოკატის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს

🎉 თითოეულ ადვოკატს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას

⚖️ დღეს კიდევ ერთი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ჩატარდა კახა კობახიძის სისხლის სამართლის საქმეზე.⚖️ შერჩეული ნაფიცი მს...
30/10/2023

⚖️ დღეს კიდევ ერთი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ჩატარდა კახა კობახიძის სისხლის სამართლის საქმეზე.

⚖️ შერჩეული ნაფიცი მსაჯულები გამოირჩევიან მაღალი საზოგადოებრივი შეგნებითა და ობიექტურობით.

⚖️ კახა კობახიძე უდანაშაულოა და ის აუცილებლად უნდა გამართლდეს.

09/10/2023

Address

თბილისი, ქეთევან წამებულის N47
Tbilisi

Telephone

+995592042777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ლალი აბრამიძე - Lawyer Lali Abramidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share