16/08/2026
💼 ციკლიდან: იურიდიული პრაქტიკა ბიზნესში
🚀 თემა: პარტნიორები ბიზნესში (ნაწილი 4)
👉აქ ნახავთ: პარტნიორის გარიცხვა კომპანიიდან - საფუძვლები და გზები 🚪
----
👥 პარტნიორთა ურთიერთობებს განვიხილავ შპს-ს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) მაგალითზე.
🤝 ვცდილობ, სასაუბრო ენაზე გადმოვცე კანონში მოცემული პარტნიორული ურთიერთობების შინაარსი, რაც გააადვილებს მის აღქმას და გამოყენებას პრაქტიკაში.
⚠️სტატია არის საავტორო და გთხოვთ, გაითვალისწინოთ მისი გავრცელების შემთხვევაში
----
დგება მომენტი, როდესაც პარტნიორების გზები იყოფა და ამას კანონი არეგულირებს პარტნიორის გასვლის ან გარიცხვის პროცესით.
🔷 როდის შეიძლება პარტნიორის გარიცხვა?
↘️შესაძლებელია, ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან ბრალის გარეშე იმგვარი ქმედებები განახორციელოს, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს კომპანიას ან მისი დარჩენა საზიანო იქნება ბიზნესისთვის.
- ესეთი შეიძლება იყოს: მესამე პირებთან აღებული პასუხისმგებლობების ჩაგდება, ფულადი თანხმების არასწორი განკარგვა, მავნე საჯარო განცხადებების გაკეთება და სხვა. .
- იქ, სადაც დაცულია პარტნიორის უფლება გავიდეს კომპანიიდან, ასევე დაცული უნდა იყოს საზოგადოების უფლებაც რომ დაიზღვიოს თავი პარტნიორის მავნე გავლენებისგან.
- ამიტომ, ერთობას შეუძლია დააყენოს ამგვარი პარტნიორის გარიცხვის საკითხი.
⚠️ აუცილებელი პირობა: პარტნიორს მანამდე წერილობით უნდა მიეცეს გაფრთხილება.
🔷 ვინ იღებს გადაწყვეტილებას გარიცხვაზე?
↘️დამბრალებელიც და შემფასებელიც ერთი და იგივე პირი ანუ ერთობა რომ არ იყოს, საჭიროა მესამე, დამოუკიდებელი მხარის ჩართულობა და ეს არის სასამართლო.
↘️ სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილების მიღებაში ვერ იღებს მონაწილეობას გარიცხვის კანდიდატი პარტნიორი.
↘️ იქ სადაც ორი პარტნიორია, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მეორე პარტნიორი.
🔷 აუნაზღაურდება თუ არა გარიცხულ პარტნიორს წილის ღირებულება?
- კანონი არ ტოვებს გარიცხულ პარტნიორს დაუცველად და ავალდებულებს დანარჩენ პარნტიორებს რომ განსაზღვრონ გარიცხული პარტნიორის წილის სამართლიანი ღირებულება და აუნაზღაურონ მას. 💸
🔷 შეჯამება:
პარტნიორობას, ისევე როგორც ყველა ურთიერთობას, სჭირდება კეთილსინდისიერება, მუდმივი ჩართულობა, ზრუნვა, კომპრომისი და სხვა..
პარტნიორის ნებისმიერი გაუაზრებელი ან განზრახ დამაზიანებელი ქმედება იწვევს უკუქმედებას დანარჩენი პარტნიორების მხრიდან და ამის საშუალებას კანონი მათ სრულად აძლევს.
👉 🤔 თქვენი გამოცდილებით ან ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაციიდან
- რამეს ხომ არ დაამატებდით ან მოაკლებდით პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, რაზეც კანონმდებლებს არ უფიქრიათ. ?
✨ჩემი ფორმულა მარტივია: ჩემი გამოცდილება და თქვენი საჭიროებები - მიზანი, რომელსაც ერთად ვაღწევთ. 🚀