ადვოკატი ლაშა კაპანაძე • Lawyer Lasha Kapanadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ლაშა კაპანაძე • Lawyer Lasha Kapanadze

ადვოკატი ლაშა კაპანაძე • Lawyer Lasha Kapanadze არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზებული ადვოკატი

ადვოკატი გთავაზობთ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით:

📌 სისხლის სამართალი
📌 სამოქალაქო სამართალი
📌 ადმინისტრაციული სამართალი
📌 საიმიგრაციო სამართალი
📌 წარმომადგენლობა სასამართლოში
📌 წარმომადგენლობა სახელმწიფო დაწესებულებებში
📌 წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან
📌 სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა

The lawyer offers services in the following areas:

📌 Criminal law
📌 Civil law
📌 Adminis

trative law
📌 Immigration law
📌 Representation in court
📌 Representation in state offices
📌 Representation with individuals and legal entities
📌 Compilation of legal documents

09/08/2026

გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას.

ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.

Მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დადი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია.

ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო აგარანის მამულის ხელმღვანელობას, რომელთაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ადვოკატებს საშუალება მოგვცეს შეუფერხებლად გვეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში თავისუფლებაზე დარჩენას, რაც სასტუმრო აგარანის ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დაცვის მხარისთვის. საბედნიეროდ ფაქტია, რა გაურკვევლობასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი საბოლოოდ ქართული მხარე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დადგება.

მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია.

06/08/2026
04/08/2026

გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო აგარანის მამულის ვიდეო-კამერის ჩანაწერს.

ჩანაწერში ვხედავთ, რომ 18.07.2026 წელს კამერის დროით 20:15:20 საათზე, ქორწილის სტუმრების ყურადღებას იქცევს მათ ზემოთ მყოფი რუსი დამსვენებლების ქმედება. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მეფე-დედოფლის მისამართით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა) და შემდგომ სხვადასხვა პროვოკაციული შეძახილი.

იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა სტუმრებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ამაზე გაღიზიანებულმა რუსმა ტურისტებმა მე-3 სართულიდან დაიწყეს გაურკვეველი სითხეების გადმოსხმა.

ვიდეო-კამერის ჩანაწერში, კამერის დროით 20:16:34 საათზე ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე (ელგუჯა) მრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორს მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება.

სწორედ ზემოთ დაფიქსირებული მომენტიდან იწყება რუსების მხრიდან პროვოკაცია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირია უცხო ქყეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით მოქმედების ფაქტი, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ დაზღვევას, ხოლო სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აწყობენ დანაშაულის პროვოკაციას, თავიანთ მახეში აგებენ მსხვერპლს, რომელსაც უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, რათა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვონ დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას, დაზღვევისგან აინაზღაურონ დიდი ოდენობით თანხები.

გიზიარებთ ჩემს შესახებ ინფორმაციას თორნიკე ჩიქოვანის იურიდიული ოფისის ვებგვერდიდან
26/07/2026

გიზიარებთ ჩემს შესახებ ინფორმაციას თორნიკე ჩიქოვანის იურიდიული ოფისის ვებგვერდიდან

მმართველი პარტნიორი

19/07/2026

გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმეზე ქორწილის სტუმრებისა და მე-3 სართულზე მყოფი რუსი ტურისტების შელაპარაკება მას შემდეგ, რაც რუსმა ტურისტებმა ქორწილის სტუმრების მიმართულებით სითხე გადმოასხეს და გადმოაფურთხეს.

Address

8 Ilori Street
Tbilisi
0178

Telephone

+995557719395

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ლაშა კაპანაძე • Lawyer Lasha Kapanadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ლაშა კაპანაძე • Lawyer Lasha Kapanadze:

Shortcuts

Share