29/08/2025
https://www.facebook.com/share/1GXua4U6VW/
🚨ყურადღებით: ა მ ი ნ ა !
საქართველოს მოქალაქეებო, ვინც ამჟამად მოსკოვში ან მოსკოვის მახლობლად მუშაობთ: თქვენ, ისევე, როგორც უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს, აპლიკაცია “ამინა” დაგჭირდებათ.
1 სექტემბრიდან მოსკოვის (ან ე.წ. “პოდმოსკოვიეს”) მიგრაციული აღწერის რიგებში ჩაწერა შესაძლებელი გახდება ამ მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
“ამინას” დახმარებით უცხოელმა მოქალაქემ უნდა შეატყობინოს შსს-ს მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, სადაც სძინავს და ისვენებს.
თუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ეს ინფორმაციაც დროულად უნდა იყოს მიწოდებული.
“ამინას” ტელეფონში გადმოწერის შემდეგ, ავტორიზაციისთვის საჭიროა უცხოელი მოქალაქის ბარათი.
მისი გაფორმება მიგრაციის ცენტრში ხდება. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში კი ავტორიზაციის გავლა პასპორტის მონაცემებით შეიძლება.
შემდეგ ეს აპლიკაცია გადასცემს შსს-ს ცნობებს ადამიანის გეოლოკაციის შესახებ. თუ რამდენიმე დღის მანხილზე ცნობა ვერ გადაიცა, მოვა შეტყობინება ადგილმდებარეობის დადასტურების აუცილებლობის შესახებ, ან საჭირო გახდება შსს-ს ინფორმირება მისი შეცვლის შესახებ.
თუ ინფორმაცია გეოლოკაციაზე არ დაფიქსირდება 3 სამუშაო დღეზე მეტ ხანს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიგრაციული ცენტრის მისამართის აღწერიდან იხსნება.
მონიტორინგის წესების დარღვევა შეიძლება გახდეს უცხოელის კონტროლირებადი პიროვნებების რეესტრში შეტანის საფუძველი.
ეს წესები მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე (და ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებზეც), რომლებიც ჩავლენ სამუშაოდ მოსკოვში ან მოსკოვთან ახლოს, და დაგეგმავენ დარჩენას 90 დღეზე მეტ ხანს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ჯერ-ჯერობით მხოლოდ RuStore-ში. ახალი წესებისა და “ამინას” შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოსკოვის მიგრაციული ცენტრის საიტზე👇
https://mc.mos.ru/info/amina?lang=ru
ცნობა: 👇
ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის ცნობით 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა 3480 საქართველოს მოქალაქე.