05/04/2026
დაახლოებით 6 წელია, რაც იურისტი ვარ და ვიცავ ადამიანებისა თუ კომპანიების ინტერესებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
თავდაპირველად, როდესაც ადვოკატობა გადავწყვიტე, არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე ამ მიმართულებებით დავინტერესდებოდი, რადგან მარტივად რომ ვთქვა, „შეპყრობილი“ ვიყავი მხოლოდ სისხლის სამართლით. ჩემი მთავარი მოტივაცია თავიდანვე იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ ვიცავდი უდანაშაულო ადამიანებს.
მოუთმენლად ველოდი, თუ როდის გახდებოდა ეს ყველაფერი რეალობა.
და დღეს დადგა ეს მომენტი - ოფიციალურად სისხლის სამართლის ადვოკატი ვარ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიღწეულია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი წინ არის - უდანაშაულო ადამიანების დაცვა.
ამ წამიდან მინდა იცოდეთ:
არ აქვს მნიშვნელობა დროს, გარემოებებს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ სასამართლოს მიდგომებს, მე ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები, რომ სრულყოფილად დავიცვა თქვენი უფლებები და ინტერესები, როგორც სისხლის სამართლის ადვოკატმა.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უდანაშაულო, სანამ სასამართლო არ დაადგენს თქვენს დამნაშავეობას.
და თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი სიმართლე და უდანაშაულობა მე დავიცვა, გპირდებით, რომ ყოველთვის შეუპოვრად ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი გამარჯვებისთვის!
⚖️❤️