17/03/2022
დღეს, 17 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლერი თედორაძემ, სრულად გაიზიარა ჩვენი - მესამე პირის ბ.ს. -ს პოზიცია. მოსარჩელე მხარე ითხოვდა ბ.ს.-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გაცემული განკარგულების ბათილად ცნობას. მის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ იყო მიწვეული როგორც დაინტერესებული მხარე.
ჩვენს მიერ განმარტებულ იქნა დაინტერესებული მხარის წარმოებაში ჩართვის სამართლებრივი სპეციფიკა და მსგავს სამართალურთიერთობაში აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის პირის იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობა, რამაც განსაზღვრა ჩვენი მხარისადმი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გადაცემული უფლების სასამართლოს მიერ დადასტურება, რაც მოქალაქეში სამართლებრივი უსაფრთხოების განცდას განაპირობებს.