ადვოკატი ირინა გახელაძე Lawyer Irina Gakheladze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ირინა გახელაძე Lawyer Irina Gakheladze

ადვოკატი ირინა გახელაძე Lawyer Irina Gakheladze ჩვენ დაგიცავთ ყველგან და ყოველთვის ...

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი კომიტეტები აქტიურ სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ.🔹...
08/04/2026

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი კომიტეტები აქტიურ სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ.

🔹მათ შორის, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ახლად დაკომპლექტებულმა ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის თბილისის კომიტეტმა, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დაესწრო. ირაკლი ყანდაშვილმა წევრებს კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რამაზ ჩინჩალაძე წარუდგინა და საკომიტეტო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასოციაციის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის კომიტეტის მნიშვნელობასა და მის საქმიანობაში წევრების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას, ასევე იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი საქმიანობის ფარგლებში ადვოკატის უფლებების დაცვის მიმართულებით ნაყოფიერ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

✔️პირველი სამუშაო შეხვედრები ასევე გამართეს გარემოს დაცვითი სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტებმა.

✔️ასევე, სამუშაო რეგულარულ შეხვედრებს აგრძელებენ ასოციაციის სხვა კომიტეტებიც. ბოლო 10 დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა შემდეგი კომიტეტების ფარგლებში:

▪️ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტი;
▪️საჯარო უწყებებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან კომუნიკაციის კომიტეტი;
▪️სამოქალაქო სამართლის კომიტეტი;
▪️შრომის სამართლის კომიტეტი;
▪️უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტი.

✔️შეხვედრების ფარგლებში კომიტეტების წევრებმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვადასხვა პროფესიული ინიციატივის დამუშავება დაიწყეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი სფეროების განვითარებისა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

 #ადვოკატის ყველაზე დიდი ბონუსი — კმაყოფილი კლიენტია!  მადლობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Associatio...
30/03/2026

#ადვოკატის ყველაზე დიდი ბონუსი — კმაყოფილი კლიენტია!

მადლობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association და მის თავმჯდომარეს ბატონ Irakli Kandashvili / ირაკლი ყანდაშვილი -ს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის🙌.
დარწმუნებული ვარ ფორუმს ექნება განგრძობითი ხასიათი და მსურველი მოქალაქეები მიიღებენ მათთვის საჭირო კონსულტაციას უსასყიდლოდ ! 🤝
ქორთიარდ მერიოტი

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩაატარა. ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციის წევრი ადვოკატები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ.

🔹ფორუმმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცა, მთელი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში მიეღოთ სამართლებრივი დახმარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა.

🔹პრო ბონო პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 100-მდე ადვოკატმა კონსულტაციები გასცა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, შრომის, საოჯახო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე, ასევე, უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, ხელშეკრულებებთან და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

🔹პროექტი ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელდა და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადვოკატთა პროფესიის სოციალური როლის გაძლიერება.

📌პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში კიდევ ორი ფორუმი ჩატარდება, მათ შორის ერთი აჭარის რეგიონში.

✔️ფორუმი Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება.

 📣 განცხადებაძვირფასო მოქალაქეებო,იმისთვის, რომ თქვენთვის გაწეული იურიდიული კონსულტაცია იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, ეფ...
28/03/2026



📣 განცხადება

ძვირფასო მოქალაქეებო,

იმისთვის, რომ თქვენთვის გაწეული იურიდიული კონსულტაცია იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, ეფექტური და ზუსტი, გთხოვთ, კონსულტაციაზე მოსვლისას თან იქონიოთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც თქვენს პრობლემას ეხება.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
სასამართლოს გადაწყვეტილებებს
ხელშეკრულებებს
მიმოწერას ან სხვა მნიშვნელოვან მასალას.

დოკუმენტების არსებობა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, სწორად შევაფასოთ თქვენი მდგომარეობა და მოგაწოდოთ მაქსიმალურად სრულყოფილი სამართლებრივი რჩევა.

გმადლობთ ნდობისთვის 💙

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

📣📣გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 29 აპრილის 16:00 ...
16/03/2026

📣📣გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 29 აპრილის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

👉დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/hINDx

❓ თუ მშობელმა ბინა ერთ შვილს აჩუქა — შეუძლია მეორე შვილს გაასაჩივროს??ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა პრაქტიკაში და ...
17/02/2026

❓ თუ მშობელმა ბინა ერთ შვილს აჩუქა — შეუძლია მეორე შვილს გაასაჩივროს??
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა პრაქტიკაში და რადგან შემომდის ბევრი კითხვა , გადავწყვიტე მოკლედ გადმომეცა თქვენთვის. რა თქმა უნდა ამომწურავი ინფორმაცია ან კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებული არ არის ,მაგრამ ზოგად პრინციპებს ეხმიანება .
✅ კანონი ამბობს:
მშობელს სიცოცხლეში სრული უფლება აქვს, თავისი ქონება ვისაც უნდა იმას აჩუქოს.
ჩუქება არ არის მემკვიდრეობა და სხვა შვილს ავტომატური „წილი“ არ უჩნდება.
⚖️ მაგრამ ჩუქების გასაჩივრება შესაძლებელია, თუ დადასტურდება, რომ:
ჩუქება გაკეთდა ზეწოლის ან იძულების შედეგად;
გამჩუქებელი ვერ აცნობიერებდა თავის მოქმედებას (მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.);
გარიგება ფორმალურად ჩუქებაა, მაგრამ რეალურად სხვა მიზანს ფარავდა;
დაირღვა მეუღლის თანამესაკუთრეობის უფლება.
❗ მხოლოდ ემოციური არგუმენტი — „მეც შვილი ვარ და უსამართლობაა“ — სამართლებრივი საფუძველი არ არის.
📌 თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს და ხშირად მნიშვნელობა აქვს სწორედ მტკიცებულებებსა და სწორ სამართლებრივ პოზიციას.
თუ მსგავსი საკითხი გაქვთ და გჭირდებათ შეფასება —
მომწერეთ პირადში ან დამიკავშირდით კონსულტაციისთვის.
ირინა გახელაძე
ადვოკატი / იურიდიული კონსულტანტი
📞 577 48 85 81

Address

თბილისი, დიდუბე . ზეზვა გაფრინდაულის N 2
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00
Sunday 09:00 - 19:00

Telephone

+995577488581

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ირინა გახელაძე Lawyer Irina Gakheladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ირინა გახელაძე Lawyer Irina Gakheladze:

Shortcuts

Share

Category