ადვოკატი თინათინ კვინიკაძე/Lawyer Tinatin Kvinikadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი თინათინ კვინიკაძე/Lawyer Tinatin Kvinikadze

ადვოკატი თინათინ კვინიკაძე/Lawyer Tinatin Kvinikadze იურიდიული მომსახურების გაწევა: სისხ?

24 აგვისტო - დღე, რომელიც გვახსენებს, რომ კონსტიტუცია მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი არ არის. უპირველესად, ის ჩვენი სახე...
24/08/2026

24 აგვისტო - დღე, რომელიც გვახსენებს, რომ კონსტიტუცია მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი არ არის. უპირველესად, ის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმთავრესი საფუძველი და იმ ღირებულებების გამოხატულებაა, რომლებზეც დემოკრატიული საზოგადოება უნდა იდგეს.

კონსტიტუციის პატივისცემა თითოეული ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებაა.

სამართლებრივი სახელმწიფოს სიმტკიცე სწორედ ამ პრინციპების რეალურ და თანმიმდევრულ დაცვაზე დგას. 🇬🇪🇬🇪🇬🇪

✅⚖️კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულებული საქმე... გაცნობებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ...
26/03/2026

✅⚖️კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულებული საქმე...
გაცნობებთ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენს მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დელიქტური სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სამოქალაქო დავაზე (საჩივრის ფასი: 22 000 ლარი).

✅️⚖️უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განჩინება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის პოზიცია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი იქნა სრულყოფილად, არგუმენტირებულად და სამართლებრივად დასაბუთებულად, რაც აისახა საბოლოო შედეგზეც.

✅️⚖️ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ არ ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დელინკვენტად და დაადგინა, რომ მას არ ჩაუდენია სამოქალაქო სამართალდარღვევა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მან სრულად შეასრულა მოქმედი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის — პასუხისმგებელი ორგანოების ჩართულობით განახორციელა შესაბამისი პრევენციული და პროფილაქტიკური მოქმედებები.

ამასთან, აღნიშნული საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტულ დავას, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სწორი და თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

✅️⚖️ეს შედეგი ჩემთვის არის არა მხოლოდ ერთი წარმატებული საქმე, არამედ მრავალი წლის შრომის, პროფესიული განვითარების და ცოდნაში ჩადებული რესურსის ღირსეული რეალიზაცია.
როცა სიმართლე შენს მხარესაა — საქმის სამართლიანი განხილვის პირობებში, საბოლოო სიტყვა მაინც სიმართლეს ეკუთვნის.
⚖️🕊

Address

დავით აღმაშენებლის გამზირი N95
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი თინათინ კვინიკაძე/Lawyer Tinatin Kvinikadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი თინათინ კვინიკაძე/Lawyer Tinatin Kvinikadze:

Shortcuts

Share