11/08/2021
📢 მორიგი გამარჯვება დარბაზის ადვოკატების მიერ!
🏛 სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დამსაქმებელ კომპანიას უკანონოდ ჰქონდა დაკისრებული 5️⃣0️⃣ 0️⃣0️⃣0️⃣ ლარი. ამასთან სააპელაციო სასაამართლომ კანონიერად სცნო დამსაქმებელი კომპანიის მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
👨💼დარბაზის ადვოკატები შალვა ბუავა და უჩა ქირია იცავდნენ დამსაქმებელი კომპანიის ინტერესებს სასამართლოში. დავა განეკუთვნებოდა შრომით სამართლებრივ კატეგორიას.
👨⚖️სააპელაციო სასამართლომ, ჩაბარებულად და შესაბამისად გაცნობისათვის ხელმისაწვდომად ჩათვალა დამსქმებლის მიერ, დასაქმებულისათვის ელექტრონული და ტექნიკური საშუალებებებით გაგზავნილი შეტყობნებები, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულის განმარტებით, იგი, მას არ გასცნობია.
📜შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად მისი არ გაცნობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა, როგორც დასაქმებულის რისკის სფერო და განმარტა, რომ „ბრძანება, რომელიც გამოსცა დამსაქმებელმა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრესატისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი დამსაქმებელმა ყველაფერი იღონა ამისათვის. ხოლო ის ფაქტი, რომ პირი არ ეცნობა შეტყობინებას, მისი, ან შეგნებული გადაწყვეტილებით ხდება ან მისი დაუდევრობით, რომელიც მისი რისკის სფეროს განეკუთვნება“.
👨⚖️სააპელაციო სასამართლომ, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარის საფუძლად მიიჩნია დასაქმებულის განცხადება სასამართლო სხდომაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უარს აცხადებდა სამსახურში გამოცხადებაზე.
🏛 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა მიიჩნია უხეშ დარღვევად, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საკმარისი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, მითუმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამის შესახებ დასაქმებული არაერთხელ იყო გაფრთხილებული.
👨⚖️სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან სახეზე იყო შრომით სამართლებრივი ვალდებულების განგრძობითი ხასიათის უხეში დარღვევა, დასაქმებული უფლებამოსილი იყო დარღვევის მიმდინარეობის პერიოდში, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.