ადვოკატი მარიკა გერსამია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მარიკა გერსამია

ადვოკატი მარიკა გერსამია ⚖️ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით

📞 დაგვიკავშირდით: +995 591 198 984

მარიკა გერსამია - უფლებების დამცველ სახელმწიფო ორგანიზაციაში 14 წლიანი საადვოკატო მუშაობის გამოცდილებით. წარმოებაში არსებული ათასობით სამართლებრივი საქმით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის, ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის საერთაშორისო სწავლების გამოცდილებით

01/03/2026

გაიცანით მედია სამართლის კომიტეტის წევრი მარიკა გერსამია ⚖️

👩‍⚖️ ადვოკატი მარიკა გერსამია - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედია სამართლის კომიტეტის წევრი. მენტორი ადვოკატი.

📚 მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საჯარო სამსახურებში და კერძო სექტორში მუშაობის 17 წელს. თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მონაწილეობა აქვს მიღებული 10 000 -ზე მეტ სასამართლო პროცესში.

🎓 განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგისტრი. მიღებული აქვს ჟენევის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების აკადემიის დიპლომი; არის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის, პანელური დისკუსიისა და აკადემიური ღონისძიების მონაწილე.

📝 მარიკა არის მედიაკვლევების ავტორი, მკვლევარი, ლექტორი და ტრენერი; სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების იურისტი.

🏛️ 2022 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ,,მედიახმა - მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის“ მედიასამართლის მიმართულებას, არის გამგეობის წევრი და მედიახმის ექსპერტი.

18/10/2025

რა იცვლება 2025 წლის 1 ნოემბრიდან თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებში
(,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით) 👇

📌 2025 წლის 1 ნოემბრიდან მკვეთრად იზღუდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლება, პარალელურად სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა განახორციელონ - როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

🏛️ ვის ეხება:

ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის:

სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულებს,

მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს,

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულებს (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირებისა),

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ,

იმ საწარმოების თანამშრომლებს, სადაც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი ფლობს 50%-ზე მეტ წილს, ან მათ შვილობილ საწარმოებს.

🚫 რა ეკრძალებათ:

საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება:

ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა კანონით გამონაკლისებისა),

ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში,

იყოს კერძო კომპანიის თანამდებობის პირი ან თანამშრომელი,

იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს (მაგ., საკრებულოს) წევრი,

ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

✅ რა არის ნებადართული (მხოლოდ წერილობითი თანხმობით):

საჯარო მოხელეს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით უფლებამოსილი პირის წერილობით თანხმობას, რომელიც გაიცემა:

კონკრეტული საქმიანობისთვის,

კონკრეტული ვადით,

მხოლოდ ერთჯერადად,

და არაუმეტეს 1 წლით.

ეს თანხმობა უნდა გაიცეს 10 დღის ვადაში, ხოლო მისი გასაჩივრება არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას.

🎓 გამონაკლისები:

თანხმობის საფუძველზე ნებადართულია შემდეგი ანაზღაურებადი საქმიანობები:

სამეცნიერო,

პედაგოგიური,

შემოქმედებითი,

სპორტული საქმიანობა.

ასევე დაშვებულია:

საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში,

გარკვეული შემთხვევებში - სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო საწარმოებში (დაცულია კანონის შესაბამისად),

საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაო, როცა ეს ხდება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო მისიის ფარგლებში.

⚙️ საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს:

1. კონკრეტულ საქმიანობებს ან ფუნქციებს, სადაც შეთავსება იქნება ნებადართული;

2. იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელთა თანამშრომლებსაც შეეძლებათ, შეთავსებით იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში იმუშაონ წერილობითი თანხმობით (მაქსიმუმ 1 წლით).

📅 როდის ამოქმედდება:

ყველა ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2025 წლის 1 ნოემბრიდან.

წყარო:

▪️საქართველოს კანონი ,, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" - https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550

▪️კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - მიღების თარიღი 26.06.2025წ. - https://matsne.gov.ge/ka/document/view/6540752

#საქართველოსკანონი
#იურიდიულიინფორმაცია
#სამართალი

16/10/2025

✅ დღეს დავასრულე ჯ.მ-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით საწყის ეტაპზე შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

მოვიძიე შემამსუბუქებელი მტკიცებულებები. სასამართლომ სათანადო ყურადღება მიაპყრო დაცვის მხარის არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რომელთა დახმარებითაც:
♦️ ჯ.მ-ს ჯერ შეეცვალა პატიმრობა გირაოთი.
♦️საბოლოოდ განისაზღვრა პირობითი მსჯავრი.

#ადვოკატი #სამართალი #სისხლისსამართალი #დაცვისმხარე

15/10/2025

წარმატებული საქმე !
⚖️👩‍⚖️ ადვოკატები: მარიკა გერსამია და ნანა სამხარაძე-ალავიძე.

ბრალდებულ ლ.მ.-ს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეზე (სსკ-ის 239-ე მუხლი, მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილი; ხულიგნობა, თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე),
დაცვის მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა.

⚖️ სასამართლომ ბრალად შერაცხული ქმედება - ხულიგნობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იარაღად სხვა საგნის გამოყენების ნაწილში - გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

✅ შედეგად, ჩვენი დასაცავი პირი ლ.მ. რვა თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. ✨

#ადვოკატი #სწორისტრატეგია
#წარმატებულისაქმე

10/10/2025

⚖️👩‍⚖️ მოსარჩელის წარმომადგენლები:
მარიკა გერსამია და მათიკო ხურციძე

⚖️ დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება და თანხის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა: შპს-ს და მის დირექტორს სოლიდარულად დაეკისროთ ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ თანხის 75 000 ლარის გადახდა; კლიენტის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის, კერძოდ 1300 ლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად.

✅ ჩვენი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა მორიგება, რომელმაც უზრუნველყო კლიენტის ინტერესების სრული დაცვა და რეალური შედეგი.
✅დავა მოპასუხეების - შპს „თ“-ს და მისი დირექტორის მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმატებით დასრულდა.
✅ ჩვენს დასაცავ პირს, მოსარჩელე ნ.გ.-ს, დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი.

#ადვოკატი #სწორისტრატეგია
#წარმატებულისაქმე

Marika Gersamia Matiko Khurcidze

მორიგი წარმატებული საქმე 💼⚖️სამოქალაქო დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა. #ადვოკატი  #იურისტი  #სასამართლო   #წარმატე...
09/10/2025

მორიგი წარმატებული საქმე 💼⚖️
სამოქალაქო დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა.

#ადვოკატი #იურისტი #სასამართლო #წარმატებულისაქმე

09/10/2025

✅ კიდევ ერთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა!
ადვოკატი: მარიკა გერსამია.

ჩემი წარმომადგენლობით წარმატებით დასრულდა კომპანიის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესი.

💼 დავინიშნე კომპანიის წარმომადგენლად მინდობილობის საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი საქპატენტში წარვადგინე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

📄 საქმისწარმოების ფარგლებში, განაცხადის შეტანის შემდეგ ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარედგინა საქპატენტს. კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობდა საქპატენტთან მიმოწერა.

შეტანილ განაცხადს ჩაუტარდა როგორც ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა, ასევე არსობრივი ექსპერტიზა, რის შედეგადაც კანონით განსაზღვრულ ვადებში სასაქონლო ნიშანი წარმატებით დარეგისტრირდა საქონლის და/ან მომსახურების სამ კლასში.

🇬🇪 სასაქონლო ნიშნის საქპატენტში რეგისტრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მის დასაცავად.

🌍 თუ გსურთ თქვენი ბიზნესის გაფართოება საერთაშორისო დონეზე, დროა იფიქროთ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე სხვა ქვეყნებში, რათა გახდეთ კონკურენტუნარიანი და ხელი შეუწყოთ თქვენი ბრენდის განვითარებას მომავალში.

📘 საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მადრიდის სისტემის უპირატესობით და დაარეგისტრიროთ თქვენი სასაქონლო ნიშანი 129 ქვეყანაში.

⚖️ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამიკავშირდით:

+995 591 19 89 84 (მარიკა)

#სასაქონლონიშანი #საქპატენტი #იურისტი #ადვოკატი #ინტელექტუალურისაკუთრება

Marika Gersamia

ონლაინ იურიდიული  მომსახურება 591 19 89 84 ⚖️ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ:✔️ ადვოკატ...
12/09/2025

ონლაინ იურიდიული მომსახურება
591 19 89 84

⚖️ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ:
✔️ ადვოკატის ონლაინ კონსულტაცია;
✔️ ოფიციალური წერილების, სარჩელის, საჩივრის, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების მომზადება.

📲 კონსულტაციები ტარდება ონლაინ (Viber, WhatsApp, messenger, zoom).
✉️ წერილობითი ფორმით შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] ;

🌍 იურიდიული კონსულტაციის ონლაინში მიღების შესაძლებლობა მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებთ, მნიშვნელოვნად უმარტივებს სამართლებრივი კონსულტაციის მიღებას.

🔹 დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით: 📱591 198984;

#ადვოკატი #იურისტი #იურიდიულიმომსახურება #კონსულტაცია
#ადვოკატიმარიკაგერსამია
#საქართველო🇬🇪

⚖️ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი „Strickland v. Washington“ (1984) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელმაც ჩამოა...
06/09/2025

⚖️ მსოფლიოში ფართოდ ცნობილი „Strickland v. Washington“ (1984) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელმაც ჩამოაყალიბა სტანდარტი, თუ რამდენად მნიშნველოვანია შესაფერისი ადვოკატის შერჩევა და რა დიდი გავლენა აქვს მას საქმის საბოლოო შედეგზე.

♦️1984 წელს მკვლელობის აღიარების შემდეგ, დევიდ ვაშინგტონს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. თუმცა, ვაშინგტონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მისი საჩივრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა სწორედ მის ადვოკატს, რომელმაც მისი მტკიცებით მას არ გაუწია სათანადო დახმარება. ადვოკატმა საქმის მსვლელობისას არც ერთი მოწმე არ გამოიძახა სასამართლო პროცესზე, არ მოითხოვა ფსიქიატრიული შეფასება და სხვა.

♦️ უზენაესმა სასამართლომ 8 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასარგებლოდ. „ადვოკატის საქმიანობა ჩამორჩებოდა ობიექტური საღი აზრის სტანდარტს და არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ ამ ფაქტმა იქონია არსებითი გავლენა სასამართლოს საბოლოო შედეგზე“.

#ადვოკატი #იურისტი
#ადვოკატიმარიკაგერსამია

Address

დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა
Tbilisi

Telephone

+995591198984

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მარიკა გერსამია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი მარიკა გერსამია:

Share