ნადოლსკი და ადვოკატები - Nadolski&Partners for Equity&Rule of Law for All.

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნადოლსკი და ადვოკატები - Nadolski&Partners for Equity&Rule of Law for All.

ნადოლსკი და ადვოკატები - Nadolski&Partners for Equity&Rule of Law for All. ნადოლსკი და ადვოკატები

29/10/2019

საკანონმდებლო მაცნეს აქცია: გაუგზავნე პატიმარს წიგნი და სანაცვლოდ მიიღე მაცნეში დაბეჭდილი კოდექსები

სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს „ცოდნის დონორობის“ ერთკვირიან აქციას, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ საკანონმდებლო მაცნეს ოფისში (ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2) მოიტანონ მხატვრული ლიტერატურა და საფასურის გადახდის გარეშე, სანაცვლოდ მიიღონ მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების უახლესი რედაქციები. წარმოდგენილი 1 წიგნი ჩანაცვლდება მოქალაქისათვის სასურველი 1 კოდექსით, ხოლო მიღებული წიგნები კი გადაეცემა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოწოდებული ლიტერატურა უნდა იყოს გამოცემული არაუგვიანეს 2010 წლისა და წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს A5 ფორმატს. წიგნების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს: მშენებლობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს, მასალებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს ან შეიცავდეს ნებისმიერ სხვა შინაარსს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის/ბრალდებულის უსაფრთხოებას.

აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.

მოქალაქეებს შეუძლიათ წიგნები მოგვაწოდონ სამუშაო საათებში (09:00 – 18:00) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2;

მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://matsnebooks.gov.ge/Book

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკანონმდებლო მაცნეს ცხელ ხაზზე: 2 40 50 50

სოლიდარობა და ჰუმანურობა სოციალური სამართლიანობისთვის
05/08/2019

სოლიდარობა და ჰუმანურობა სოციალური სამართლიანობისთვის

Address

Tbilisi

Telephone

+995597015880

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნადოლსკი და ადვოკატები - Nadolski&Partners for Equity&Rule of Law for All. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნადოლსკი და ადვოკატები - Nadolski&Partners for Equity&Rule of Law for All.:

Share