ადვოკატი • Lawyer

ადვოკატი • Lawyer გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომს?

09/02/2023

💁‍♀️საარსებო შემწეობა
- ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა ეკუთვნის ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაც ნაკლებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობაზე და იგი ემსახურება ღატაკი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულის ოდენობის შესაბამისად. ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

💁‍♀️რეინტეგრაციის შემწეობა - ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოცი...
27/01/2023

💁‍♀️რეინტეგრაციის შემწეობა
- ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

💁‍♀️მოპასუხე ვალდებულია სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუ...
27/01/2023

💁‍♀️მოპასუხე ვალდებულია სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი - შესაგებელი.

✅შესაგებელი არის პასუხი სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, რომელიც იგზავნება კანონით დადგენილი ფორმით.

👩‍🎓შესაგებლის წარდგენის ვადას განსაზღვრავს სასამართლო. როგორც წესი, ეს ვადა არის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღე.

❗️სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამიტომაც ყოველთვის მნიშვნელოვანია შესაგებლის წარდგენა, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში.

27/01/2023

‼️თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენ გთავაზობთ სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას და ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობას.
‼️ პირველადი კონსულტაცია უფასოა
📣დამიკავშირდით ☎️ 557 707 393, ასევე Viber-სა და whatsup-ში

27/01/2023

📣📣📣📢📢📢❓❓❓როგორ უნდა მოიქცეთ თუ სამსახურიდან უმიზეზოდ გაგათავისუფლეს?

📔📖 საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე

📖📔 თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

🏛️🏛️ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისშემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულიაპირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

ჩვენ დაგეხმარებით დარღვეული უფლების აღდგენაში❗❗

ყველაზე ხელმისაწვდომი საადვოკატო მომსახურება საქართველოში ❗❗❗
დაგვიკავშირდით:557 707 393

27/01/2023

❓❓ რა უნდა ვიცოდეთ დამსაქმებლისა და დასაქმებილის შრომითი ურთიერთობის შესახებ ❓👇
✅ დამსაქმებელს უფლება აქვს სამუშაოს მაძიებლისგან მოითხოვოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
🔴სამუშაოს მაძიებელი სარგებლობს უფლებით, არ მიაწოდოს დამსაქმებელს არარელევანტური - პირადი თუ დისკრიმინაციული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც მიმართულია არა ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
✅ დამსაქმებელს უფლება აქვს გადაამოწმოს სამუშაოს მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე
🔴სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით გასცეს ისეთი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს შემდგომში სამუშაოს შესრულებაში.
✅ დამსაქმებელს ეკრძალება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროს გაცვლილი ინფორმაციის გამჟღავნება/გასაჯაროება.
✅ დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაოს მაძიებელს (კანდიდატს) მიაწოდოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის შესახებ; შრომის პირობების, შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, შრომითი ანაზღაურების შესახებ.
💁‍♀️ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მისცეს შეთანხმებული ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, პირადად შეასრულოს ნაკისრი სამუშაო.
💁‍♀️ შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ზეპირად დადებულ ხელშეკრულებას იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც წერილობით დადებულ ხელშეკრულებას. დამსაქმებელი ვალდებულია გააფორმოს წერილობითი ხელშეკრულება, თუ ხელშეკრულების ვადა 3 თვეს აღემატება.
‼️ შვებულება დასაქმებულის უფლებაა დასვენებაზე. შრომის კოდექსი ადგენს შვებულების მიცემის ზოგად წესს, რომელიც მინიმალურ სტანდარტად მიიჩნევა. მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ შვებულების გაცემის ისეთ პირობებზე, რომელიც გააუმჯობესებს დასაქმებულის დასვენების უფლებას. საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, წლის განმავლობაში დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - 24 სამუშაო დღე და ანაზღაურების გარეშე შვებულებით - 15 სამუშაო დღე. საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურებადი შვებულება მუშაობის 11 თვის შემდგომ, მიუხედავად ამისა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა დასაქმებულს მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 11 თვის გასვლამდეც.

სამუშაო დრო მოიცავს იმ დროს, რა დროც დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (სამუშაოს) შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას კვირის ჭრილში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საწარმოში, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტ ხანგრძლივობას უწყვეტ რეჟიმში - კვირაში 48 საათს. ნებისმიერი დრო, რომელიც აღემატება დადგენილ საათებს ზეგანაკვეთურ სამუშაო დროდ მიიჩნევა.

შესვენების დრო სამუშაო დროებს შორის არსებული დროის მონაკვეთია, ხოლო დასვენების დროდ შრომის კანონმდებლობა შვებულების პერიოდსა და უქმე დღეებს მოიაზრებს.
‼️ ზეგანაკვეთური სამუშაო. შრომის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. შრომის კოდექსით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს დამატებითი დასვენების დროის მიცემის გზით.
❓❓

რა შემთხვევაში და რა პირობებით შესაძლოა შეწყდეს შრომითი ურთიერთობა?

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინიციატივით. დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები წინასწარ, ამომწურავადაა განსაზღვრული შრომის კოდექსში. შესაბამისად, დაუშვებელია სხვა (კანონისგან განსხვავებული) საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროს, დამსაქმებელს ეკისრება წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს შეატყობინოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 30 კალენდარული დღით ადრე. ამასთან დამსაქმებელს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია 1 თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით. კანონმდებელი ადგენს გამონაკლისს და დამსაქმებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ორი თვის კომპენსაციის წინასწარ გადახდის სანაცვლოდ.

💁‍♀️ თუ თვლით, რომ თქვენი
შრომითი უფლებები დარღვეულია დამსაქმებლის მხრიდან ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას. ☎️ 557 707 393

27/01/2023

📣📢📢 მეგობრებო, ძალიან ბევრი კითხვა მოდის იპოთეკასთან დაკავშირებით. გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას.👇

🔴იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე.
🔴იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით დავის წარმოშობისას საყურადღებოა შემდეგი პირობის არსებობა.
✅იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
✅თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი დაბრუნების ვალდებულებას წარმოშობს.
✅სესხის სარგებლის არსებობა.
✅იპოთეკის საგნის რეალიზაცია დასაშვებია
უზრუნველყოფილი თანხის მოცულობის ფარგლებში
✅მოვალის ინფორმირება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით.
☎️ 557 707 393

Address

Tbilisi

Telephone

+995557707393

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი • Lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი • Lawyer:

Share