ადვოკატი ჯემალ ბელქანია/Lawyer Jemal Belkania

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ჯემალ ბელქანია/Lawyer Jemal Belkania

ადვოკატი ჯემალ ბელქანია/Lawyer Jemal Belkania სამოქალაქო/ადმინისრაციული

2026 წლის 1_ლი იანვრიდან ძალაში შევიდა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები, რომლის...
16/01/2026

2026 წლის 1_ლი იანვრიდან ძალაში შევიდა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა მათ შორის:
ა) ცხოველის ცემა
ბ) ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა
გ)ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იწვევს მის ტანჯვას
დ)ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის წინააღმდეგ
ე)არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება, კერძოდ:
ე.ა)ყურების კუპირება;
ე.ბ)კუდის კუპირება;
ე.გ)ეშვების ექსტრაქცია;
ე.დ)კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
ე.ე)სმენის დაქვეითება;
ე.ვ) ხმის იოგების გადაჭრა
ვ)ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის;
ზ) ცხოველთა გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ან/და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ)ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა;
ი) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას.

🚗⚖️ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, კანონიდან ამოღებულ იქნა ის...
16/01/2026

🚗⚖️ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, კანონიდან ამოღებულ იქნა ის ჩანაწერი, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.
პირს რომელმაც 2025 წლის 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, ჩაიდინა ად. სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ად. სამართალდარღვევები) ან/და 123-ე მუხლით განსაზღვრული (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) განსაზღვრული სამართალდარღვევა, ახალი ცვლილების შესაბამისად, აღუდგება, ზემოხსენებული საფუძვლებით შეჩერებული მართვის უფლება.
იმ პირ(ებ)ს რომელსაც, 2025 დეკემბრის ჩათვლით, ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო შეჩერებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, კანონში შესული ცვლილება ითვალისწინებს ზემოხსენებული უფლების აღდგენას 2026 წლის 1 იანვრიდან.
ჯარიმის გადაუხდელობიდან გამომდინარე, მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, შეჩერებული უფლების აღდგენა განხორციელდება, შესაბამისი ჯარიმის თანხის გადახდის საფუძველზე.
#კანონი #ცვლილება #მართვისმოწმობა #ადმინისტრაციულისამართალდარღვევა #იურიდიული

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის მიხედვით, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განისაზღვრა შემ...
16/01/2026

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის მიხედვით, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განისაზღვრა შემდეგი კონკრეტული ამოცანები:
• ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი, (რომელიც, ასევე მოიცავს სასწავლო შინაარსის სრულ თანხვედრაში მოყვანას ეროვნულ გამოცდებთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის (სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს). ამასთან, მე-12 კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. მე-12 კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე).
• სისტემური და განახლებადი რესურსები (აღნიშნული კონცეფციის მიხედვით განხორციელდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. მნიშვნელოვანია ასევე ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის, კერძოდ, ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
• მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა (კონცეფციის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სკოლის მიღმა არსებული სპორტული და შემოქმედებითი მომსახურებების კონცენტრირებას სკოლის შიგნით, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს).
• განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა (კონცეფციის მიხედვით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი. ცვლილება იქნება 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება. სკოლაში გაფართოვდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები და დამატებით შეთავაზებული იქნება მოკლევადიანი პროფესიული მომზადების კურსები.
• პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა (სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას. სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს)
• თანამედროვე სასწავლო გარემო (სხვა ღონისძიებებთან ერთად, სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა).
• ინკლუზიურობის უზრუნველყოფა (კონცეფცია მოიცავს 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულებას).
• მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმი (კონცეფციის მიხედვით, რესურსცენტრი ჩამოყალიბდება როგორც პროფესიული მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უზრუნველყოფს კონსულტაციით, მენტორობითა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით. მეტი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას). #სკოლა #განათლება #ცვლილება #იურიდიული #კანონი

📑დადგენილებით განსაზღვრული ჩამონათვალი არასრულია და ტოვებს შესაძლებლობას, მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის მიზნებისათვის, ა...
24/08/2025

📑დადგენილებით განსაზღვრული ჩამონათვალი არასრულია და ტოვებს შესაძლებლობას, მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის მიზნებისათვის, ანალოგიური შინაარსის შემცველი სხვა დოკუმენტაციის წარდგენისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ...
P.S. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დატოვეთ შეტყობინება ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე ...

#მიწის ნაკვეთი #რეგისტრაცია #ადვოკატი #იურიდიული #სასამართლო

11/06/2025

⚖️✅

სამოქალაქო/ადმინისრაციული

10/05/2025

⚖️✅✅✅

სამოქალაქო/ადმინისრაციული

29/04/2025

🟪 ხვალ, 29 აპრილს #შემოგვიერთდით ვორქშოპზე „ღონისძიების დაგეგმვა-იდეიდან რეალობამდე “. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/SMtLtcsEGAtbCSxa6
🟪13:30 საათი. აუდიტორია 307.
🟪დასწრება თავისუფალია.

#ზსუ #ზუგდიდისაუნივერსიტეტოქალაქი #ზუგდიდი

 #იურიდიული  #ადვოკატი  #სასამართლო  #ბანკი  #ხანდაზმულობა  #პირგასამტეხლო  #მომსახურება  #კრედიტი
12/04/2025

#იურიდიული #ადვოკატი #სასამართლო #ბანკი #ხანდაზმულობა #პირგასამტეხლო #მომსახურება #კრედიტი

💵🕰⚖️  #ხანდაზმულობა  #პირგასამტეხლო  #ბანკი  #მომსახურება  #იურიდიული  #კრედიტი  #სასამართლო
12/04/2025

💵🕰⚖️ #ხანდაზმულობა #პირგასამტეხლო #ბანკი #მომსახურება #იურიდიული #კრედიტი #სასამართლო

🏛✅✅✅ #არასრულწლოვანი  #ქონება  #განკარგვა  #გასხვისება  #სასამართლო  #იურიდიული  #მომსახურება
07/04/2025

🏛✅✅✅ #არასრულწლოვანი #ქონება #განკარგვა #გასხვისება #სასამართლო #იურიდიული #მომსახურება

Address

Tbilisi

Telephone

+995591906690

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ჯემალ ბელქანია/Lawyer Jemal Belkania posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ჯემალ ბელქანია/Lawyer Jemal Belkania:

Share

Category