თბილისის 139-ე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის 139-ე საჯარო სკოლა
Directions Contact the practice

თბილისის 139-ე საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ თბილისის N139 საჯარო სკოლა

24/08/2026

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

🟢 გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმები გაიცემა 2026 წლის 8 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე,
სსიპ ქალაქ თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში
➡️ მისამართი: ვარკეთილი IV მ/რ,
II რიგი №1
✅ გთხოვთ, თან იქონიოთ ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
✅ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოსწავლის მონაცემების გადამოწმება ადგილზე მოხდება, შესაბამისად, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ იქნება.
💳 ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით — შესაძლებელია საბანკო ბარათით გადახდა.
🔴 პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
➡️ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
➡️ ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
➡️ განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
➡️ ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
➡️ განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
➡️ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
▶️ ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.

16/07/2026

რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი სკოლის ეზოში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ღვაწლის საპატივსაცემოდ ,,პატრიარქის ბაღი” შეიქმნა 🤍✨🌿 ბაღში უამრავი თეთრი ვარდი დაირგო, რომლებიც პატრიარქის ნათლულებმა უსახსოვრეს ნათლიას.ვიცით, ამ
ბაღის გულშემატკივრებს გაინტერესებთ, როგორია ის დღეს 😊🤍 გაიხარა ყველა ვარდმა 🤝👏დროთა განმავლობაში, რა სასწაული იქნება ეს ლამაზი სივრცე, ხომ წარმოგიდგენიათ? ✨🤍

რამდენიმე დღის წინ გაგაცანით ჩვენი მეოთხეკლასელი ნიჭიერი გოგონა ბელლა მალხასიანი, რომელიც დაეუფლა ლენტებით ქარგვის ხელოვ...
27/06/2026

რამდენიმე დღის წინ გაგაცანით ჩვენი მეოთხეკლასელი ნიჭიერი გოგონა ბელლა მალხასიანი, რომელიც დაეუფლა ლენტებით ქარგვის ხელოვნებას და სახელიც გაითქვა 🧶🪡🧵
ბელლა - მქარგველი გოგონა რადიო იმედში იყო მიწვეული და ოჯახმა გვაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი 🎙
ვულოცავთ ბელლას 🌷ვამაყობთ ❤️

AcroDanceFest 2026 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მეოთხეკლასელმა მარიამ ფიდანიანმა, მხატვრულ ტანვარჯიშში, პირველი ადგილი...
27/06/2026

AcroDanceFest 2026 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მეოთხეკლასელმა მარიამ ფიდანიანმა, მხატვრულ ტანვარჯიშში, პირველი ადგილი მოიპოვა 🥇🏆🤸🏽🎉 ვულოცავთ მარიამს და მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ❤️

ეს გოგონა, სსიპ ქალაქ თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე - ბელლა მალხასიანია🌼🪻🌸ის, არც თუ ისე დიდი ხანი...
25/06/2026

ეს გოგონა, სსიპ ქალაქ თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე - ბელლა მალხასიანია🌼🪻🌸
ის, არც თუ ისე დიდი ხანია, დაეუფლა ლენტებით ქარგვის ტექნოლოგიას და დიდი ნიჭიც გამოავლინა.
ბელლას ნამუშევრები გულგრილს ვერ ტოვებს მნახველს💖 ის მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში დადის.მშობელმა გაგვანდო, რომ მალე, ბელლას ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც ვიხილავთ 🤩 სიხარულით გიზიარებთ ნიჭიერი მოსწავლის ნამუშევრებს, მას წინ მრავალი წარმატება ელოდება, ჩვენ კი მისი გულშემატკივრები ვართ 🤝❤️

25/06/2026

ჩვენი სკოლის ეზო ყველა სეზონზე ლამაზია…ერთნაირად იხდენს მზესაც, თოვლსაც, ყვითელ ფოთლებსაც, სიმწვანესაც, ქარსაც, სიფერადესაც და წვიმასაც 🌱🪴🌳💚🌿
#გაამწვანეშენისკოლა

24/06/2026

,,პატრიარქის ბაღი” ლამაზდება და მშვენდება 🤍🌿
#ესშენისკოლაა
#139
💚🌱🌿

ძიუდოს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, 46 კგ.წონით კატეგორიაში მეოთხეკლასელმა ანდრია ბაჩალიაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვ...
18/06/2026

ძიუდოს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, 46 კგ.წონით კატეგორიაში მეოთხეკლასელმა ანდრია ბაჩალიაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა 🥇🏆 ,,პირველი გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებულია.ეს არის ის მომენტი, როცა შრომა, მონდომება და მოთმინება შედეგს იძლევა. შეიძლება, ეს გამარჯვება დიდი არ იყოს, მაგრამ მისი მნიშვნელობა უზარმაზარია, რადგან გვაძლევს საკუთარი თავის რწმენას და გვიჩვენებს, რომ მიზნების მიღწევა შესაძლებელია”-სიხარული გაგვიზიარა ანდრიას მშობელმა 🩷 ვულოცავთ ჩემპიონს და კვლავაც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ 🎉🥇

Address

ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N14
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის 139-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თბილისის 139-ე საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category