25/11/2025
ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრიდან №2/7/1542 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: "გარდა ამისა, თუ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის კვლევის შედეგად, ჩემი კოლეგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ №1542 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ საკითხზე გადაწყვეტილების დამატებით დასასაბუთებლად უფრო რელევანტური პრაქტიკა არ არსებობდა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება, მიუთითებდეს, კითხვას – ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, პირს მიაწოდოს მისი საპროცესო უფლებების შესახებ ინფორმაცია, როდესაც იგი საგამოძიებო ორგანოს კონტროლის ქვეშ იმყოფება, თანამედროვე განვითარებულ სამართლებრივ სივრცეში აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ, იმდენად მყარად დადგენილი და ესენციალური მნიშვნელობისაა აღნიშნული საპროცესო უფლების, გაფრთხილების აუცილებლობა. ასეთ პირობებში, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ციტირება უკეთეს შემთხვევაში არაფრისმომცემია, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ქმნის რისკს, წარმოჩინდეს ისე, თითქოს გერმანიის საკონსტიტუციო იურისპრუდენცია უჭერდეს მხარს თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესახებ იმ ვიწრო ინტერპრეტაციას, რომელსაც №2/7/1542 გადაწყვეტილებაში უმრავლესობა გვთავაზობს. ამასთან, უცხოური იურისდიქციების სასამართლო პრაქტიკაზე მითითება, როგორც გადაწყვეტილებების დასაბუთების ერთ-ერთი დამატებითი მეთოდი, ზოგადად, მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის ავტონომიური მნიშვნელობის უსაფუძვლო დამცრობა და, მეორე მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული უცხოური სასამართლოებისთვის ისეთი სამართლებრივი პოზიციის მიკუთვნება, რომელიც მას რეალურად არ გამოუთქვამს.."
ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუც.....