08/05/2026
შვეიცარულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Roche-მ ამერიკული კომპანია PathAI-თან კომპანიის შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. გარიგების საავანსო ღირებულება 750 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო გარიგების ფარგლებში განსახორციელებლი ეტაპობრივი გადახდები 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული გარიგება კომპანიებს Roche-სა და PathAI-ს შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანმხლები დიაგნოსტიკური ალგორითმების შემუშავების და ე.წ. "ციფრული პათოლოგიის" სფეროში ხუთწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.
Roche-ს განაცხადებით PathAI-ის შესყიდვა გააძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსით შესასრულებელი სამუშაო პროცესების ხელოვნური ინტელექტით მართულ სრულად ავტომატიზებულ პროცესებად გარდაქმნას, ხოლო ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში მდებარე PathAI-ის სათაო ოფისი Roche-ს დიაგნოსტიკური განყოფილების ნაწილი გახდება.
💡ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის თანახმად ე.წ. “ციფრული პათოლოგია” მედიცინის თანამედროვე დარგია, რომელიც ქსოვილების ნიმუშების (მიკროსკოპული პრეპარატების) დიგიტალიზაციას, ანუ მაღალი გარჩევადობის ციფრულ გამოსახულებებად გადაქცევას, მათ მართვას, გაზიარებასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ანალიზს გულისხმობს.
💡ტექნოლოგია ჩვეულებრივი მიკროსკოპული ანალიზის პროცესს ციფრული გამოსახულებებით ანაცვლებს, რაც ინფორმაციის თანახმად ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, გამორიცხავს ნიმუშების დაკარგვის ან გატეხვის რისკს, საშუალებას აძლევს AI ალგორითმებს სწრაფად დათვალონ პათოლოგიური უჯრედები, აადვილებს დიაგნოზის დასმას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და აჩქარებს კონსულტაციას.
PathAI’s best-in-class Image Management System (IMS) with advanced AI analysis and workflow capabilities will complement Roche's digital pathology portfolio to drive laboratory efficiencyCombining...