ადვოკატი ნათია ჯანგველაძე • Lawyer Natia Jangveladze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ნათია ჯანგველაძე • Lawyer Natia Jangveladze

ადვოკატი ნათია ჯანგველაძე • Lawyer Natia Jangveladze საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში თემაზე: "კიბერდანაშაული საქართველოში და მასთ...
03/03/2023

ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში თემაზე: "კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები".

#კიბერდანაშაული #კიბერუსაფრთხოება #ტრენინგი #ადვოკატი #სისხლისსამართლისადვოკატი

📕თემაზე: "კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები" - გახლავართ ტრენერი იუსტიციის სამინისტროს სას...
15/02/2023

📕თემაზე: "კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები" - გახლავართ ტრენერი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში.
🔸შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მეგობრებო. იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეეხმიანება დარეგისტრირებულთაგან მხოლოდ პირველ 30 ადამიანს რიგითობის მიხედვით.
🔸ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი და 50 წუთი.
ტრენინგი ჩატარდება პირისპირ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში.
რეგისტრაციის ბმული: http://www.tcj.gov.ge/ka/news/773/

📢უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

🔶იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 21 და 22 თებერვალს გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:

21 თებერვალს:
• „პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას“;
• „სიცოცხლის უფლება და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“.

22 თებერვალს:
• „კიბერდანაშაული საქართველოში და მასთან დაკავშირებული რეგულაციები“;
• „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“.

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 თებერვალი, 17:00 სთ.

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

უფასო ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 17 თებერვალს.

✅რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/773/

ჩავატარეთ საინტერესო ონლაინ ლექცია თემაზე: "ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები". მადლ...
06/12/2022

ჩავატარეთ საინტერესო ონლაინ ლექცია თემაზე: "ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები".
მადლობა დამსწრეებს აქტიური ჩართულობისთვის.

#ადვოკატინათიაჯანგველაძე
#ადვოკატი
#ოჯახურიძალადობა
#ქალთამიმართძალადობა
#ტრენინგი

იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ლექცია თემაზე: "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევ...
03/12/2022

იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ლექცია თემაზე: "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები".
მადლობა მსმენელებს თემის ირგვლივ სპეციალურად შედგენილ სავარჯიშოებსა თუ დისკუსიებში აქტიური ჩართულობისათვის.

#ადვოკატინათიაჯანგველაძე
#ადვოკატი
#ოჯახურიძალადობა
#ქალთამიმართძალადობა
#ტრენინგი

👉მითითებულ თემაზე გახლავართ ერთ-ერთ ჯგუფის ტრენერი.ტრენინგი ჩატარდება პირისპირ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში. ხა...
20/11/2022

👉მითითებულ თემაზე გახლავართ ერთ-ერთ ჯგუფის ტრენერი.
ტრენინგი ჩატარდება პირისპირ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში.
ხანგრძლივობა -3,5 საათი.
შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მეგობრებო. იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეეხმიანება დარეგისტრირებულთაგან პირველ 30 ადამიანს რიგითობის მიხედვით.

📢უფასო იურიდიულ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

🔶იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 25 ნოემბერს გაიაროთ უფასო იურიდიული ტრენინგები თემაზე:

„ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები“.

*ტრენინგები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

უფასო ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, თბილისში.

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი 14:00 სთ

რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.

ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე 22 ნოემბერს.

✅რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/769/

ჩავატარეთ საინტერესო ლექცია თემაზე: "მოუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, როგორც სამოსამართლო დისციპლინური გადაცდომის სახ...
04/07/2022

ჩავატარეთ საინტერესო ლექცია თემაზე: "მოუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, როგორც სამოსამართლო დისციპლინური გადაცდომის სახე".

მადლობა მსმენელებს დასწრებისა და აქტიური ჩართულობისთვის.

22/04/2022

Address

Tbilisi

Telephone

+995598707802

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ნათია ჯანგველაძე • Lawyer Natia Jangveladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ნათია ჯანგველაძე • Lawyer Natia Jangveladze:

Share