15/02/2023
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე მინდა ყურადღება გავამახვილო.
ბავშვები არიან დაუცველი, პატარა არსებები, რომელთაც ჩვენი მზრუნველობის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ისინიც, ჩვენსავით მომავალი მშობლები არიან.. შესაბამისად, რა მაგალითსაც მივცემთ, 90%-იანია იმის ალბათობა, რომ ზუსტად იგივენაირი ქცევის კულტურა გამოუმუშავდებათ მათ.
ბავშვთა (ნუ ზრდასრულებისაც) მიმართ ფიზიკური ძალადობა, არაერთხელ განხილულა ტელევიზიებისა თუ სხვა საშუალებების მეშვეობით. ბევრჯერ განხილულა ფსიქოლოგიური ძალადობაც, თუმცა !!!!!
ისევ ყოველ ნაბიჯში ვხვდებით ქუჩაში ბავშვის მისამართით, უხეში სიტყვებით, მყვირალ მშობელსა თუ ბებია/ბაბუას, შედარებით იშვიათად ვხვდებით ხელით ძალადობრივად შეხების ფაქტებსაც..
გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა იწვევს ბევრნაირი სულიერი ტკივილის მიყენებას ბავშვისათვის და ამ ტკივილის გადალახვა არის ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესი.
იცოდეთ, ყველანაირი ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტო -ს ან სამართალდამცავ ორგანოებს, მხოლოდ მათ გააჩნიათ შესაბამისი ძალაუფლება აღკვეთონ მსგავსი ფაქტები და მოახდინონ შესაბისი რეაგირება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.