24/02/2021
📌 პერსონალური მონაცემების დაცვა
პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად: თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო, ვიდეო ჩანაწერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური მონაცემია ასევე ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის, შემოსავლების, ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვა.
თუ თქვენი მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება.
მოთხოვნის სასურველ ფორმას თავად ირჩევთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით.📨 მონაცემთა დამმუშავებელი კი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, ანუ დამუშავების დროებით შეჩერება.
დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაცემთა დამმუშავებელი, მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.💕💟
არ გაანდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს.❌