იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group

იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group ⚜️ ჩვენ გთავაზობთ სტაჟირებებს სამართ

მეგობრებო ძალაში შევიდა ახალი რეგლამენტი ცივ იარაღზე, გაიწერა მცირე ტექნიკური მახასიათებლები. გავერკვევით ნელნელა და ჩვე...
09/02/2026

მეგობრებო ძალაში შევიდა ახალი რეგლამენტი ცივ იარაღზე, გაიწერა მცირე ტექნიკური მახასიათებლები. გავერკვევით ნელნელა და ჩვეულებისამებრ გაგიზიარებთ გამოცდილებას 🙂

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 38
2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და 14​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები


მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების სფერო და ობიექტი
1. „ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებსა და კატეგორიებს.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის.

მუხლი 2. ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

1. ცივ იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცივ იარაღად უნდა ჩაითვალოს საგანი, რომელიც თავისი კონსტრუქციით, ზომებით და მასალით, ხოლო მოქმედების პრინციპით არის საჩეხი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-საჩეხი, დასარტყმელ-დამჩეხი, მჩხვლეტავ-ბასრი, მსხვრევად-დასარტყმელი ან კომბინირებული (მრავალსაგნობრივი).

3. ცივი იარაღის (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) ძირითადი ნაწილებია პირი და სახელური. ცივ იარაღს პირსა და სახელურს შორის შეიძლება გააჩნდეს შემზღუდველი (დამცველი), რომელიც დარტყმის მომენტში ხელის მტევანს იცავს დაცურებისაგან.

მუხლი 3. ცივი იარაღის კატეგორიები

1. მჩხვლეტავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) სტილეტი;

ბ) მახვილი;

გ) დაშნა;

დ) ქორდიკი (კორტიკი);

ე) ხიშტი.

2. მჭრელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) დასაკეცი დანები;

ბ) არადასაკეცი დანები.

3. მჩეხავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) ხმალი;

ბ) გორდა;

გ) საჩეხელა;

დ) მაჩეტე;

ე) ცული.

4. მჩხვლეტავ-ბასრ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) ხანჯალი;

ბ) სანადირო დანა;

გ) ფინური დანა.

5. მსხვრევად-დასარტყმელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება:

ა) საჯიგველი (კასტეტი);

ბ) კვერთხი;

გ) გურზი;

დ) ხელგულა.

6. დამზადების მიხედვით ცივი იარაღები იყოფა სამ ჯგუფად:

ა) ქარხნული იარაღები;

ბ) კუსტარული იარაღები;

გ) თვითნაკეთი იარაღები.

მუხლი 4. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების წესი

1. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ტარდება კრიმინალისტიკური გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (ექსპერტი) ახორციელებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას ხორციელდება საგნის ვიზუალური დათვალიერება-აღწერა, მათ შორის, დგინდება საგნის პირის ზომა, კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა.

3. არადასაკეცი და დასაკეცი დანები, ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია.

4. საგანი კლასიფიცირდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ცივ იარაღად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას დადგინდა, რომ საგანი უძლებს არანაკლებ 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვას (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა).

5. ცივი იარაღის კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა დგინდება შემდეგი თანმიმდევრობით: ცივი იარაღი მაგრდება გირაკში, რის შემდეგაც 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვა მოედება ცივი იარაღის ორივე მხარეს, მართობის მიმართულებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ ცივი იარაღი არ უნდა განიცდიდეს ნარჩენ დეფორმაციას მისი საერთო სიგრძის 5%-ზე მეტად.

7. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ნებისმიერი გამოსაკვლევი საგნის (მოწყობილობის) გამოცდა უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3-ჯერ.

C ლესე

მეგობროებო თქვენი დახმარება გვჭირდება ძალიან 🙏 უკეთილშობილეს ადამიანს, 21 წლის თაზო ქავთარაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება ...
31/01/2025

მეგობროებო თქვენი დახმარება გვჭირდება ძალიან 🙏 უკეთილშობილეს ადამიანს, 21 წლის თაზო ქავთარაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება 😞 გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობა გვაქვს...
განსაკუთრებით გვჭირდება 1-ლი უარყოფითი სისხლი 🙏 (თუმცა უკვე ნებისმიერ სისხლის დონორს გელით)
ხვალ (შაბათს) რკინიგზის საავადმყოფოში შეძლებთ, ზეგ კი მუხიანში მედისონი-ქართულ ჰოლანდიური კლინიკა
21 წლის თაზო ქავთარაძეს ვჭირდებით ყველა, ვისაც შეგვიძლია სხვა სისხლის ჯგუფიც შეიძლება გთხოვთ დაგვეხმარეთ მინიმუმ გაზიარებით 🙏❤️

ბოდიში ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსათვის და არა სეპარატისტებს და ქვეყნის მოღალატეებს ✊სოხუმის დაცემა,...
27/09/2024

ბოდიში ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსათვის და არა სეპარატისტებს და ქვეყნის მოღალატეებს ✊

სოხუმის დაცემა, სოხუმის ბრძოლა — აფხაზეთის ომის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება და აფხაზეთიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოყვა.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში რუსეთის გარანტიებით ორ მხარეს შორის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა, როდესაც სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

ფოტო N1 - სოხუმის მცველები
ფოტო N2 - სოხუმის დაცემა
#დიდებაგმირებს #აფხაზეთისაქართველოა #სოჭისაქართველოა #ჩვენდავბრუნდებით
@მხურვალე გულშემატკივრები

რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უმნიშვნელოვანესი განაჩენი გამოიტანა.საქართველოს ისტორიაში პირველად ადამიანს ცხოველების მი...
04/08/2024

რამდენიმე დღის წინ სასამართლომ უმნიშვნელოვანესი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს ისტორიაში პირველად ადამიანს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო პატიმრობა მიესაჯა.

ალბათ, გახსოვთ სოფელ კაჩაგანში გადაღებული ვიდეო, რომელიც 2024 წლის იანვარში გავრცელდა. ვიდეოში მამაკაცმა ძაღლს ჯოხით სიკვდილამდე სცემა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იმედი გვაქვს, ეს პრეცედენტი ცხოველებში ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. იმასაც ვიმედოვნებთ, რომ კანონდებლობა რაც შეიძლება მალე დაიხვეწება, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობა.
#ოთხფეხამეგობრები #დაიცავი #მეგობარი

დააკავეს ნაცისტების ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდააშშ-ს გამოძიების შედეგად დააკავე...
18/07/2024

დააკავეს ნაცისტების ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა
აშშ-ს გამოძიების შედეგად დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფების - მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებული 21 წლის მიხაილ ჩხიკვიშვილია. ის ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების მოწამლული კანფეტებით დახოცვას გეგმავდა.

ჩხიკვიშვილი მოლდოვაში, კიშინიოვში დააკავეს.

ჩხიკვიშვილი თანამზრახველის სანტა კლაუსის ფორმით შენიღბვას და ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას გეგმავდა. მას წაუყენეს 4 ბრალი, მათ შორის სიძულვილის დანაშაულის გაღვივებასა და მასობრივი ძალადობის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩხიკვიშვილი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მიშკა, მიხაელი, მეთაური ყასაბი ან უბრალოდ ყასაბი, ბრალდების მიხედვით მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერია. პროკურატურის თქმით, ეს არის საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც მხარს უჭერს ნეონაცისტურ იდეოლოგიასა და ძალადობას ეროვნული უმცირესობების, ებრაული საზოგადოების მიმართ.

აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწის, მეთიუ ოლსენის თქმით. მანიაკთა მკვლელობის კულტის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ტერორისტული და ძალადობრივი მეთოდებით, ქაოსისა და შიშის დანერგვა.

ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სცადა გადმოებირებინა თანამზრახველი, რომელიც მის დავალებას შეასრულებდა, თუმცა ეს პიროვნება გადაცმული სამართალდამცველი გამოდგა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ჩხიკვიშვილს სურდა აფეთქებებისა და ხანძრების მოწყობა.

აშშ-ს გენერალური პროკურატურის მიხედვით, ჩხიკვიშვილმა "მასობრივი მსხვერპლის ღონისძიების" დაგეგმვა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. ის თავდასხმას ქალაქ ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს გეგმავდა.

"გეგმა მოიცავდა პიროვნების სანტა კლაუსად გადაცმას და საწამლავში ამოვლებული კანფეტების რასობრივი უმცირესობებისთვისა და ბავშვებისთვის გადაცემას ბრუკლინის ებრაულ სკოლაში." – ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, რადიკალური ჯგუფის ლიდერმა გადაცმულ ოფიცერს, რომელიც თანამზრახველი ეგონა, გადასცა დაწვრილებითი გეგმა და საწამლავის დამზადების დეტალური ინსტრუქცია.

ამავე ცნობით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა მანიფესტს, სათაურით "მოძულის სახელმძღვანელო", რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ "თეთრი რასისთვის მკვლელობა ჩაუდენია" და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა.

მანიფესტი მკითხველებს მოუწოდებს სკოლებში სროლის მოწყობას, სუიციდური აფეთქებების მოწყობას და მასობრივ მკვლელობებს ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ. ასევე ისეთ ტერორისტულ თავდასხმებს, როგორიცაა ღონისძიებებზე ადამიანებისთვის მანქანის დაჯახებას.

ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, სულ მცირე, ორჯერ იმყოფებოდა, ის აქ ბებიასთან, მამამისის დედასთან, ბრუკლინში რჩებოდა. მას ოთხივე ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 50 წლამდე პატიმრობა ელის. ძალადობრივი აქტების დაგეგმვისა და მოწოდების გარდა, ბრალდება მოიცავს ასაფეთქებელი მასალების დამზადების ინფორმაციის გავრცელებისთვისა და გამოყენების მუხლსაც.

ე.წ. მანიაკთა მკვლელობის კულტი უკრაინასა და რუსეთში მოქმედი დაჯგუფებაა, რომლის წევრებსაც ძირითადად ახალგაზრდა სკინჰედები წარმოადგენენ. ჯგუფის წევრები გასულ წლებში ავრცელებდნენ ძალადობისა და თვითდაზიანების ვიდეოებს.

ფოტოზე: აშშ-ს გენერალური პროკურორის თანაშემწე მეთიუ ოლსენი

მოიცაა ეს რა სუნია? 🤣 ალიმენტის ყოფილა
13/06/2024

მოიცაა ეს რა სუნია? 🤣 ალიმენტის ყოფილა

ბარსერლონაში ქართველი ქალი მოკლეს. თავდაპირველად, ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ. თუმცა, მ...
07/06/2024

ბარსერლონაში ქართველი ქალი მოკლეს.

თავდაპირველად, ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ. თუმცა, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გამოძიება მალევე გადაკვალიფიცირდა.

32 წლის ნათია გულბანის სასტიკი მკვლელობისთვის მისი ქმარია დაკავებული. თვითმხილველების თქმის ქმარმა ნათია გულბანი კორპუსის აივნიდან გამოაგდო.

უნდა აღინიშნოს ისიც რომ წყვილი სულ რაღაც 2 კვირის დაქორწინებული იყო

07/06/2024
👨😁🫣
07/06/2024

👨😁🫣

🙌🙄 OKAY No water, No guns 😂
05/06/2024

🙌🙄 OKAY No water, No guns 😂

Address

საქართველო
Tbilisi

Telephone

+995597797867

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share