ლოლა კურკუმული & პარტნიორები/ Lola Kurkumuli & Partners

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლოლა კურკუმული & პარტნიორები/ Lola Kurkumuli & Partners

ლოლა კურკუმული & პარტნიორები/ Lola Kurkumuli & Partners მაღალკვალიფიციურ ადვოკატთა გუნდი

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.  🇬🇪 საქართველოს დროშა — ჩვენი ისტორია, ჩვენი რწმენა და ჩვენი მომავალი!
14/01/2026

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. 🇬🇪 საქართველოს დროშა — ჩვენი ისტორია, ჩვენი რწმენა და ჩვენი მომავალი!

📌ყაზბეგში მოკლული გიორგი (გია) ხაიკაშვილის საქმეზე, დაზარალებული მხარის თხოვნით, ჩვენმა გუნდმა მოამზადა მცირე განმარტება...
23/12/2025

📌ყაზბეგში მოკლული გიორგი (გია) ხაიკაშვილის საქმეზე, დაზარალებული მხარის თხოვნით, ჩვენმა გუნდმა მოამზადა მცირე განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლების შესახებ.

როდესაც პირი სარგებლობს მოწმის სტატუსით, ის არის ვალდებული რომ ჩვენება მისცეს გამოძიებას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს. თუ ზეპირ და წერილობით ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობა დადგინდება, სახეზეა სსკ-ის 370- ე მუხლის შემადგენლობა. მართმსაჯულებისთვის ხელის შეშლა მძიმე დანაშაულის საქმეზე დამამძიმებელი გარემოებაა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სსკ-ის 371- ე მუხლით რეგულირდება. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მხოლოდ ბრალდებულის ოჯახის წევრს შეუძლია, რომლის წრე განსაზღვრულია სსკ 11¹ მუხლით. კანონიდან ამონარიდებს გიზიარებთ ქვემოთ.

👉🏼 გაგაცნობთ უზენაესი სასამართლოს ბოლო პრაქტიკას, სადაც მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. საქმე ეხებოდა მკვლელობის მცდელობას (19,109-ე მუხლი). შედეგად ბრალდებულს ( მანამდე " მოწმე") მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სუს საქმე №358აპ-25 ქ. თბილისი. 19 სექტემბერი, 2025

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლეგებისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (N76) დამტკიცდა საქართველოს...
24/11/2025

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლეგებისთვის:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (N76) დამტკიცდა საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი.
დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მანდატურს განესაზღვრა უფლებამოსილება არ დაუშვას სასამართლოს დარბაზში ჩაწერის/გადაღების ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშულების მფლობელი, ამ ტექნიკაში მოიაზრება მობილური ტელეფონიც.

აღნიშნულმა ჩანაწერმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩანაწერი არ ითვალისწინებს გამონაკლისს მხარეთა დამცველი პირებისთვის. რაც მეტი ალბათობით ნეგატიურად აისახება დაცვის ხარისხზე.
მივმართეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზემოხსენებულ საკითხზე ადვოკატთა კორპუსის რეაგირების შესახებ .
👉🏼გიზიარებთ GBA- ს მიმართვას (20.11.2025).
ვიმედოვნებთ ადრესატი შეიტანს შესაბამის ცვლილებას აქტში.

ჩვენი გუნდი ეხმიანება მოსამართლე დ. გვრიტიშვილის განცხადებას.   დაუშვებელია  ადვოკატისთვის იმ ფუნდამენტური უფლების შეზღუ...
19/11/2025

ჩვენი გუნდი ეხმიანება მოსამართლე დ. გვრიტიშვილის განცხადებას. დაუშვებელია ადვოკატისთვის იმ ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა/აკრძალვა რაც მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ატრიბუტია. კანონის ასეთი ჩანაწერი პირის დაცვის უფლების შეზღუდვას ნიშნავს . #საქართვრლოსმთავრობა #იუსტიციისუმაღლესისაბჭო #საქართველოსპარლამენტი

🟥საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციასათან (AEA-EAL)  ერთად საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემ...
11/11/2025

🟥საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციასათან (AEA-EAL) ერთად საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე: კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი".
🟥2025 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა. კონვენციის მიზანია ადვოკატთა დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და პროფესიული საქმიანობის გარანტირება, რათა ისინი მოქალაქეთა უფლებების დასაცავად შეუფერხებლად მუშაობდნენ.

🟥ჩვენი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში იქნება ამ კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა 🇪🇺🇬🇪🇹🇫🇬🇪

#საქართველოევროპისნაწილია #საქართველოსმთავრობა #კონვენცია #ადვოკატი

#საქართველოსადვოკატთაასოციაცია

გილოცავთ ყველა კოლეგას პროფესიულ დღეს!  ვთვლი რომ პროფესიონალიზმი, სანდოობა, დამოუკიდებლობა და იურიდიული ეთიკის უმაღლესი...
08/11/2025

გილოცავთ ყველა კოლეგას პროფესიულ დღეს!

ვთვლი რომ პროფესიონალიზმი, სანდოობა, დამოუკიდებლობა და იურიდიული ეთიკის უმაღლესი სტანდარტების პატივისცემა ჩვენი ვალდებულებაა.

გისურვებთ წარმატებებს, პროფესიული განვითარების ახალ მწვერვალებს და ყოველთვის სანდო პარტნიორობას თქვენს კლიენტებთან.
ერთად ვაგრძელოთ სამართლისა და სამართლიანობის გაძლიერება!

17/09/2025

ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

2025 წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს, სასამართლომ დაუშვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავდათ წინასწარ შერჩეული და ნდობით აღჭურვილი კერძო ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.

ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.

ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, „დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით“; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულისა და ადვოკატის შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ზღუდავდეს მხარის არჩევანს, რაც დაცვის ეფექტიანობის პირდაპირი გარანტიაა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

17/09/2025

🔵 საქართველოს პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

➡️ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🔗 ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-advokatis-mimart-datsvis-gankhortsielebastan-dakavshirebit-jgufurad-chadenili-muqaristvis-or-pirs-braldeba-tsarudgina-5054

✔️საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრში მონაწილეობდა ად...
23/06/2025

✔️საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრში მონაწილეობდა ადოკატთა ასოციაციის მართმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე ლოლა კურკუმული.

✔️ თემა შეეხო გრანტების შესახებ საქართველოს კანონისა და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ (ფარა) აღსრულების პრაქტიკის დანერგვისას ადვოკატის პროფესიული საიდუმლოს დაცვის უფლებას.

✔️ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით ზემოაღნიშული კანონების აღსრულების პროცესში ადვოკატთა უფლებები იქნება სრულად დაცული.

✔️ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, დაინტერესებული ადვოკატების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები გაიმართება, სადაც განხილული იქნება ზემოაღნიშნული კანონების აღსრულებასთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხები.

30/05/2025

L K&P - ს გუნდი ვულოცავთ საქართველოს პროკურორებს პროფესიულ დღეს!

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისად, გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.    LK&P გ...
26/05/2025

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისად, გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. LK&P გილოცავთ ერონული დღესასწაულის დღეს!

15/05/2025

ჩვენი გუნდი ულოცავს ღირსეულ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს!

Address

პეკინის გამზ. 31-9
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 00:00 - 17:00

Telephone

+995555569600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლოლა კურკუმული & პარტნიორები/ Lola Kurkumuli & Partners posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share