Diaspora Hub Georgia

Diaspora Hub Georgia ემიგრანტებისა და მათი ოჯახების იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში.

22/07/2026

ჩვენი მიზანია გავხდეთ თქვენი სანდო პარტნიორი საქართველოში!

👉🏻 კითხვებისა და დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Diaspora Hub Georgia

📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68

#ემიგრანტებისდისტანციურიმომსახურება

სამწუხაროდ, ემიგრანტები ხშირად ხდებიან თაღლითების სამიზნე.🛑 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახ...
13/07/2026

სამწუხაროდ, ემიგრანტები ხშირად ხდებიან თაღლითების სამიზნე.

🛑 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საქართველოში თაღლითობის მსხვერპლი გახდით?

⏰ პირველ რიგში - იმოქმედეთ დროულად!

🛑 შესაძლოა თაღლითობასთან გქონდეთ საქმე, თუ:

🏠 თქვენი თანხმობის გარეშე გაასხვისეს, გადაიფორმეს ან სხვაგვარად უკანონოდ განკარგეს თქვენი უძრავი ქონება;
💳 მოტყუებით დაეუფლნენ თქვენს ფულს ან სხვა ქონებას;
📄 თქვენ მიერ გაცემული მინდობილობა გამოიყენეს ბოროტად და თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ;
💰 გადაიხადეთ თანხა, თუმცა სანაცვლოდ არ მიიღეთ დაპირებული მომსახურება
(მაგალითად: საზღვარგარეთ გამგზავრების, დასაქმების, დოკუმენტების მოწესრიგების ან სხვა მომსახურების უზრუნველყოფა).

🛑 ვის უნდა მიმართოთ?

✅ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - დანაშაულის შესახებ განცხადების შესატანად.

🛑 როგორ უნდა მიმართოთ?

📄 შეიტანეთ წერილობითი განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში ან გააგზავნეთ ფოსტით სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №10, 0114;
📩 გაგზავნეთ განცხადება ელექტრონულად - [email protected]
📞 დარეკეთ 112-ზე - გადაუდებელ შემთხვევაში.

🛑 თუ გამოძიების დაწყებაზე უარი გითხრეს, შეგიძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ პროკურორთან.

🙌 დროული რეაგირება ზრდის თქვენი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.

👉🏻 კითხვებისა და დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Diaspora Hub Georgia
📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68

#ემიგრანტებისდისტანციურიმომსახურება

თუ ვერ ახერხებთ სამკვიდროს პირადად მიღებას, Diaspora Hub Georgia მზად არის იყოს თქვენი წარმომადგენელი ამ პროცესში.📌 რა ვ...
28/05/2026

თუ ვერ ახერხებთ სამკვიდროს პირადად მიღებას, Diaspora Hub Georgia მზად არის იყოს თქვენი წარმომადგენელი ამ პროცესში.

📌 რა ვადაში უნდა მიიღოთ მემკვიდრეობა?

სამკვიდრო უნდა მიიღოთ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში.

📌 როდის წარმოგეშობათ მემკვიდრეობის მიღების უფლება?

მემკვიდრეობის მიღების უფლება წარმოგეშობათ ქონების მესაკუთრის (მამკვიდრებლის) გარდაცვალების შემთხვევაში.

📌 როგორ უნდა მიიღოთ სამკვიდრო?

სამკვიდროს მისაღებად:
✔️სანოტარო ორგანოში უნდა შეიტანოთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ;
ან
✔️ფაქტობრივად შეუდგეთ სამკვიდროს ფლობას ან მართვას.

📌 შესაძლებელია თუ არა 6-თვიანი ვადის გაგრძელება?

6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდროს მიღება რთულდება, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელიც ხდება.

თუმცა:
🔹 სასამართლომ შეიძლება ვადა გააგრძელოთ, თუ ჩათვლის რომ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოა;
🔹 ასევე, სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც, თუ აღნიშნულზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

📌 შესაძლებელია თუ არა წარმომადგენლის საშუალებით სამკვიდროს მიღება?

დიახ, ეს შესაძლებელია.

⭕️ Diaspora Hub Georgia დაგეხმარებათ:

✔️ სანოტარო და სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაში;
✔️ დოკუმენტების მომზადებასა და წარდგენაში;
✔️ თქვენი ინტერესების დაცვაში.

Diaspora Hub Georgia👇

📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68

#ემიგრატნებისდისტანციურიმომსახურება

🤝 Diaspora Hub Georgia მზად არის დაგეხმაროთ საქართველოს პასპორტის აღების პროცედურებში და თქვენი სურვილის შემთხვევაში, იყ...
19/05/2026

🤝 Diaspora Hub Georgia მზად არის დაგეხმაროთ საქართველოს პასპორტის აღების პროცედურებში და თქვენი სურვილის შემთხვევაში, იყოს თქვენი წარმომადგენელი.

⭕️ რა გზით არის შესაძლებელი სხვა ქვეყნიდან საქართველოს პასპორტის აღება?

✅ დისტანციურად, თუ ამ დრომდე ერთხელ მაინც გაქვთ მიღებული ბიომეტრიული პასპორტი;
✅ მინდობილი პირის დახმარებით, სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თუ ბოლო პასპორტის გაცემიდან არ არის გასული 12 წელი.

⭕️ რა პროცედურების გავლაა საჭირო დისტანციურად პასპორტის ასაღებად?

1️⃣ გადაიღეთ ბიომრტრიული ფოტოსურათი;

2️⃣ შედით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე;

3️⃣ შეავსეთ ელექტრონული განცხადება და ატვირთეთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი;

4️⃣ რეგისტრაციისას გადაიხადეთ პასპორტის გაცემის მომსახურების საფასური;

5️⃣ რეგისტრაციის შემდეგ იმეილზე მოგივათ შეტყობინება, ასევე ლინკი, რომლის საშუალებით უნდა დაუკავშირდეთ ვიდეოზარით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ვიდეოზარისთვის დაგჭირდებათ: ვებკამერა, ყურსასმენი, მიკროფონი;

6️⃣ ვიდეოზარის დროს განხორციელდება თქვენი ნების დაფიქსირება პასპორტის აღების შესახებ და მოხდება თქვენი ვინაობის იდენტიფიცირება. ვიდეოზარი იწერება;

7️⃣ შეგიძლიათ თქვენი განცხადების სტატუსი შეამოწმოთ პერიოდულად;

8️⃣ პასპორტი შეგიძლიათ მიიღოთ ფოსტით ან დაასახელოთ დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირი. დოკუმენტი შეგიძლიათ ასევე გაიტანოთ პირადად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თქვენთვის სასურველი ტერიტორიული სამსახურიდან.

⭕️ რა ვადაში გაიცემა პასპორტი და
რამდენია საფასური?

✅ დისტანციურად საქართველოს პასპორტი გაიცემა 2 სამუშაო დღეში და მისი საფასურია 300 ლარი;

✅ თუ მინდობილი პირის საშუალებით ხდება პასპორტის აღება, მომსახურების საფასური დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე: მე-10 სამუშაო დღეს - 150 ლარი, მე-5 სამუშაო დღეს - 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 225 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 300 ლარი.

⭕️ რამდენია პასპორტის საზღვარგარეთ ფოსტით გამოგზავნის საფასური?

საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური განსხვავდება საფოსტო კომპანიებსა და ქვეყნების მიხედვით.

ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფი და ვადა.

❌ თუ თქვენზე არასდროს გაცემულა ბიომეტრიული პასპორტი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა პირადად გამოცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან შესაბამის ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოში.

👉🏻 კითხვებისა და დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - Diaspora Hub Georgia -📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68
#ემიგრატნებისდისტანციურიმომსახურება

როგორ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას?⭕️ ვის უნდა მიმართოთ? საქართველოს მოქალა...
08/05/2026

როგორ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას?

⭕️ ვის უნდა მიმართოთ?

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით უნდა მიმართოთ:

✔️საქართველოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს;
✔️საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს, თუ არ იმყოფებით საქართველოში.

⭕️ რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ?

✔️ განცხადება მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ;
✔️ ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
✔️ ⁠სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ უკვე მოპოვებულია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ამ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

⭕️ თუ საკითხი ეხება არასრულწლოვანს რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ?

არასრულწლოვნის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს:

✔️მშობლ(ებ)ის განცხადება;
✔️ბავშვის დაბადების მოწმობა;
✔️ბავშვის ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
✔️თუ არასრულწლოვანი უკვე 14 წლისაა - მისი წერილობითი თანხმობა;
✔️ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა.

⭕️ რა ენაზე უნდა წარადგინოთ დოკუმენტები?

✔️ განცხადება და დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ქართულ ენაზე;
✔️ სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.

⭕️ რა ვადაში განიხილება საკითხი და რამდენია ღირებულება?

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, რა ვადაში გსურთ ამ საკითხის განხილვა:

✔️ 80 დღეში – 500 ლარი;
✔️ 60 დღეში – 700 ლარი;
✔️ 30 დღეში – 1000 ლარი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება❤️გვსურს, კიდევ უფრო უკეთ გავიგოთ თქვენი საჭიროებები 💬გაგვიზიარეთ კომენ...
03/05/2026

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება❤️

გვსურს, კიდევ უფრო უკეთ გავიგოთ თქვენი საჭიროებები 💬

გაგვიზიარეთ კომენტარებში ის სამართლებრივი საკითხები, რომელთა დისტანციურად მოგვარება ყველაზე ხშირად გჭირდებათ საქართველოში ⚖️👇

📢 ბევრი სვამს კითხვას - არის თუ არა შესაძლებელი პენსიისდანიშვნა საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. ✅ დიახ, ეს შესაძლებელია. ...
29/04/2026

📢 ბევრი სვამს კითხვას - არის თუ არა შესაძლებელი პენსიის
დანიშვნა საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

✅ დიახ, ეს შესაძლებელია.

🌍 თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობთ საზღვარგარეთ და უკვე შეგისრულდათ საპენსიო ასაკი:

👩 ქალები – 60 წელი;
👨 კაცები – 65 წელი.

👉 თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ კუთვნილი პენსია დისტანციურად, ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე!

👤 რა არის ამისთვის საჭირო?

თქვენ გჭირდებათ წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც თქვენი სახელით წარმართავს ამ პროცესს.

💳 როგორ მიიღებთ თანხას?

✔️ პენსია დაირიცხება ქართულ საბანკო ანგარიშზე;
📱 „მობაილ ბანკის“ მეშვეობით კი შეძლებთ თანხის გადარიცხვას ნებისმიერ ანგარიშზე.

🤝 Diaspora Hub Georgia-ს შეუძლია იყოს თქვენი წარმომადგენელი საქართველოში და დაგეხმაროთ პენსიის დანიშვნის პროცესში.

📩 დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით:

📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68

#პენსია #ემიგრაცია #ემიგრანტები #საქართველო #დისტანციურიმომსახურება

🔈 ემიგრაციაში მყოფებო - ხშირად გვეკითხებით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე👇🇬🇪 როდის შეგიწყდებათ მოქალაქეობა?✅ როცა თ...
22/04/2026

🔈 ემიგრაციაში მყოფებო - ხშირად გვეკითხებით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე👇

🇬🇪 როდის შეგიწყდებათ მოქალაქეობა?

✅ როცა თქვენი სურვილით გახვალთ მოქალაქეობიდან;
✅ ან როცა კანონით განსაზღვრული მიზეზით დაკარგავთ.

🔴 როდის შეიძლება დაკარგოთ მოქალაქეობა?

✅ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებთ საქართველოს ნებართვის გარეშე;
✅ თუ შეხვალთ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან იმუშავებთ პოლიციაში/უშიშროებაში საქართველოს ნებართვის გარეშე;
✅ თუ მოქალაქეობა მოიპოვეთ ყალბი დოკუმენტებით.

🚫 როდის შეიძლება გეთქვათ უარი მოქალაქეობიდან გასვლაზე?

✅თუ გაქვთ შეუსრულებელი ვალდებულებები საქართველოში (მაგ. სამხედრო);
✅ თუ დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული ან მსჯავრდებული ხართ საქართველოში.

📌 ანუ:

✔️ან თავად გადიხართ მოქალაქეობიდან,

✔️ ან წესების დარღვევის შემთხვევაში - შეიძლება დაკარგოთ.

👉🏻 თუ გჭირდებათ სამართლებრივი დახმარება ამ საკითხებზე დაგვიკავშირდით👇

📞 WhatsApp/Viber/Signal: +995 599 72 58 68

📧 [email protected]

საქართველოში ქონება გაქვს და საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ აგვარებ მასთან დაკავშირებულ პრობლემას? ბევრს ჰგონია, რომ ამისთ...
21/04/2026

საქართველოში ქონება გაქვს და საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ აგვარებ მასთან დაკავშირებულ პრობლემას?

ბევრს ჰგონია, რომ ამისთვის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია ❌

👉 სინამდვილეში - არა!

Diaspora Hub Georgia გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას დისტანციურად:

✅ მემკვიდრეობის მიღება;

✅ უძრავი ქონების რეგისტრაცია;

✅ სასამართლო დავების წარმოება;

✅ წარმომადგენლობა ყველა უწყებაში (ბანკი, სააღსრულებო ბიურო, საგამოძიებო ორგანო).

📍 ჩვენ ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი ადგილზე.

📞 დაგვიკავშირდით:
WhatsApp/Viber/Signal: +995 599 725868

🛑 Diaspora Hub Georgia გთავაზობთ საქართველოში იურიდიულ მხარდაჭერას შემდეგ საკითხებზე: 🪪 საქართველოს მოქალაქეობა და ბინად...
06/04/2026

🛑 Diaspora Hub Georgia გთავაზობთ საქართველოში იურიდიულ მხარდაჭერას შემდეგ საკითხებზე:

🪪 საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა;
🏠 უძრავი ქონების შეძენა, რეგისტრაცია, ქონებრივი დავები;
🏦 ბანკებთან ურთიერთობა, კრედიტის აღებაში დახმარება;
💼 ბიზნესის რეგისტრაცია;
📄 ხელშეკრულებების მომზადება;
👶 ბავშვის წარმომადგენლობა, მათ შორის, სკოლაში;
📜 მემკვიდრეობის მიღება;
👨👩👧 ქორწინება, განქორწინება, ბავშვის მეურვეობა, ალიმენტი;
📑 დოკუმენტების აღდგენა/გამოთხოვა, თარგმნა და სანოტარო წესით დამოწმება;
📂ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმომადგენლობა;
🗂️სისხლის სამართლის საქმეებზე თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულთა შედეგად დაზარალებულ პირთა, ასევე, მოწმეთა და ბრალდებულთა დაცვა;
🔍 სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, ანალიზი და სტრატეგიის მომზადება;
⚖️ სასამართლოში, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში წარმომადგენლობა.

Address

Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577288164

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Diaspora Hub Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Diaspora Hub Georgia:

Shortcuts

Share

Category