ადვოკატი ანი გულიაშვილი / Lawyer Ani Guliashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი ანი გულიაშვილი / Lawyer Ani Guliashvili

ადვოკატი ანი გულიაშვილი / Lawyer Ani Guliashvili ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

📌გურამ დადიანიძის საქმე — მნიშვნელოვანი ახალი ეტაპიროგორც გურამ დადიანიძის დედის ინტერესების დამცველი, მინდა საზოგადოება...
17/08/2026

📌გურამ დადიანიძის საქმე — მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი

როგორც გურამ დადიანიძის დედის ინტერესების დამცველი, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

გურამ დადიანიძის გაუჩინარებიდან 12 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ოჯახისთვის ყველაზე მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია — რა მოხდა გურამ დადიანიძის გაუჩინარების ღამეს?

სამწუხაროდ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება 2014 წლის ივნისში არ დაწყებულა. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ 2017 წელს დაიწყო.
გამოძიების დაწყების სამი წლით დაგვიანება, ბუნებრივია, აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს და შესაძლოა, გავლენა იქონია იმ მტკიცებულებების დროულად მოპოვებასა და შენარჩუნებაზე, რომელთაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა.

ბოლო პერიოდში საქმეზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

ჩატარდა სამძებრო სამუშაოები რის შედეგადაც მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
შემოწმდა, მათ შორის, ჭაც სადაც საქმისთვის მნიშვნელივანი არაფერი არ აღმოჩენილა.

გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს სხვა შესაძლო ვერსიების გადამოწმება.

ამასთან, საქმის მასალებში კვლავ რჩება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომელთა სრულად, ობიექტურად და საფუძვლიანად გადამოწმება აუცილებელია.

ჩვენ არ ვასახელებთ დამნაშავეს მტკიცებულებების გარეშე და არ ვაკეთებთ წინასწარ დასკვნებს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ერთია — დადგინდეს სიმართლე და გაირკვეს, რა მოხდა გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღეს.

📌დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულ გ.ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონის...
11/04/2026

📌დღეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულ გ.ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან და დაუბრუნდა ოჯახს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ფრიდონ მაღლაკელიძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდა...
04/03/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ფრიდონ მაღლაკელიძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

ბრალდების მხარე მაღლაკელიძეს ედავებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გადაზიდვას. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, ეფექტურად ჩატარებული ჯვარედინი დაკითხვებისა და სწორად დაგეგმილი სამართლებრივი სტრატეგიის შედეგად, სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისთვის.

მადლობა მოსამართლეს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებისთვის.

2026 წელი წარმატებით დაიწყო!📌თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტ...
15/01/2026

2026 წელი წარმატებით დაიწყო!

📌თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა სსკ-ის 126¹–2–ა და 11¹–150–2–ა მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში.

დაცვის მხარის სწორი სტრატეგიის შედეგად ს.ი-მ დატოვა საპატიმრო დაწესებულება და დაუბრუნდა ოჯახს.

Address

Tbilisi

Telephone

+995577551890

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ანი გულიაშვილი / Lawyer Ani Guliashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ადვოკატი ანი გულიაშვილი / Lawyer Ani Guliashvili:

Shortcuts

Share