13/06/2025
როგორ მიიღება საქართველოს მოქალაქეობა?!
📍 საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით.
📍 საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
👉 პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
👉 საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
👉 საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
👉 საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
📍 ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.
📍 ნატურალიზაციის სახეებია:
👉 საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
👉 საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
👉 საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
👉 საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
✅ საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.
✅ მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
✅საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
✅ საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კომენტარებში 👇