Mamulashvili & Partners

Mamulashvili & Partners Law Firm

🏆 მორიგი წარმატებული შრომითი დავა საქართველოს ბანკის წინააღმდეგთბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო სს „საქართველო...
09/06/2026

🏆 მორიგი წარმატებული შრომითი დავა საქართველოს ბანკის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო სს „საქართველოს ბანკის“ მიერ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული პირის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის განხილვისას მოპასუხე გათავისუფლებას რეორგანიზაციითა და სტრუქტურული ცვლილებებით ასაბუთებდა. ამასთან, დამატებით მიუთითებდა, რომ სასამართლო არ უნდა ჩარეულიყო დამსაქმებლის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შეფასებაში, რადგან ეს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებაში ჩარევას გამოიწვევდა.

სასამართლომ აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და უკანონოდ ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
✅ უკანონოდ იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება;
✅ დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
✅ დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაცია;
✅ მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
📌 დღეის მდგომარეობით, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა უკვე 90 000 ლარს აღემატება, ხოლო იძულებითი განაცდურის დარიცხვა გადაწყვეტილების აღსრულებამდე კვლავ გრძელდება.
📌 აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ზოგადი მითითება თავისთავად არ წარმოადგენს დასაქმებულის გათავისუფლების საკმარის სამართლებრივ საფუძველს. დამსაქმებლის დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნებს.

საქმეში მოსარჩელის ინტერესებს წარმოვადგენდი მე, ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

👩‍🎓მოსამართლე ნათია მარშანია

Address

გოთუას ქ. 26, სართ. 4, ოფისი 16
Tbilisi
0160

Telephone

+995599766070

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mamulashvili & Partners posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Mamulashvili & Partners:

Shortcuts

Share