10/07/2026
🏗️ მშენებარე ბინის შეძენა სამართლებრივი რისკების გარეშე დაიცავით წლების განმავლობაში დაგროვებული დანაზოგი
უძრავი ქონების, განსაკუთრებით კი მშენებარე ბინის შეძენა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე აუცილებელია მისი სამართლებრივი შეფასება და გარიგებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკის წინასწარ იდენტიფიცირება.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ შეთავაზებული წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებები ხშირად შედგენილია დეველოპერის ინტერესების გათვალისწინებით და შეიცავს პირობებს, რომლებიც არსებითად ზღუდავს მყიდველის უფლებებს, აკისრებს არაპროპორციულ პასუხისმგებლობას ან სათანადოდ არ უზრუნველყოფს მისი ქონებრივი ინტერესების დაცვას.
კვალიფიციური იურიდიული ანალიზის გარეშე არსებობს რისკი, რომ გარიგების შედეგად საფრთხე შეექმნას წლების განმავლობაში დაგროვებულ დანაზოგს, წარმოიშვას საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაბრკოლებები, ხოლო მშენებლობის ვადების დარღვევის ან შეჩერების შემთხვევაში მყიდველმა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადოს.
⚖️ „GG Lawyer Group“ გთავაზობთ უძრავი ქონების (როგორც მშენებარე, ისე დასრულებული ობიექტების) ტრანზაქციების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას:
✅ დეველოპერის სამართლებრივი აუდიტი — კომპანიის სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობის, სამშენებლო ნებართვების, მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსისა და მიმდინარე სასამართლო დავების შესწავლა.
✅ ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა — წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების დეტალური ანალიზი, სამართლებრივად არახელსაყრელი და არათანაზომიერი პირობების გამოვლენა, მათი შეცვლის ან ამოღების მიზნით.
✅ უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება — საჯარო რეესტრის მონაცემების დეტალური შესწავლა, რათა გამოირიცხოს იპოთეკა, ყადაღა, შეზღუდვა ან მესამე პირთა უფლებრივი პრეტენზიები.
ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებას კვალიფიციურ იურისტთან კონსულტაციის გარეშე. გარიგების სამართლებრივი პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანია, ვიდრე ხანგრძლივი სასამართლო დავა.
⚖️ „GG Lawyer Group“ — თქვენი ქონებრივი ინტერესების საიმედო სამართლებრივი დაცვა.
📍 თბილისი, წერეთლის გამზირი, ცემის ქუჩა №3
📞 593 98 10 20
📩 კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.