ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო/Nemsitsveridze Law Firm

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო/Nemsitsveridze Law Firm

ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო/Nemsitsveridze Law Firm Full-service law firm providing strategic legal representation in Georgia. Beka Nemsitsveridze Law Firm

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალ „ჩემი ადვოკატი“-ში გამოქვეყნდა ჩვენი ბიუროს ხელმძღვანელის, საქართველოს ადვოკატთა...
24/07/2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალ „ჩემი ადვოკატი“-ში გამოქვეყნდა ჩვენი ბიუროს ხელმძღვანელის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ნემსიწვერიძის სტატია:
„წინასასამართლო სხდომა საქართველოში: მართლმსაჯულების ფილტრი თუ დაცვის მტკიცებულებების გამორიცხვის ინსტრუმენტი?“

ავტორი: ბექა ნემსიწვერიძე ადვოკატი, ს...

🔵 საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში ...
18/06/2026

🔵 საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

➡️ შეხვედრას ესწრებოდა „ბექა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ბექა ნემსიწვერიძე.

➡️ შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

➡️ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის აღნიშნული ფორმატით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

➡️ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დისტანციური სასამართლო სხდომები და სასამართლოსთვის შუამდგომლობის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

➡️ როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

➡️ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

⚖️ ქმარი ან ცოლი განქორწინებას ითხოვს?განქორწინება მხოლოდ ქორწინების შეწყვეტას არ ნიშნავს.ხშირად დავა ეხება:🏠 საერთო ქონ...
09/06/2026

⚖️ ქმარი ან ცოლი განქორწინებას ითხოვს?

განქორწინება მხოლოდ ქორწინების შეწყვეტას არ ნიშნავს.

ხშირად დავა ეხება:

🏠 საერთო ქონების გაყოფას;

👶 ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას;

💰 ალიმენტის დანიშვნას;

📑 თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვას სასამართლოში.

❓ იცით თუ არა, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები ასეთ სიტუაციაში?

სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, მიიღეთ პროფესიული იურიდიული რჩევა.

📞 597 222 828

BEKA NEMSITSVERIDZE LAW FIRM

🇬🇪 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! 🇬🇪გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების დ...
26/05/2026

🇬🇪 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! 🇬🇪

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების დღეს!

26 მაისი არის დღე, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და სამშობლოს სიყვარული.
ეს თარიღი აერთიანებს თითოეულ ქართველს — ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლების იდეითა და უკეთესი მომავლის რწმენით.

გისურვებთ მშვიდობას, ძლიერ და წარმატებულ საქართველოს!

⚖️ სამართლიანობის გამარჯვება სასამართლოში!დღეს ჩვენი ბიუროს ადვოკატმა დავით გაფრინდაშვილმა სასამართლოში მიაღწია თავისი დ...
10/03/2026

⚖️ სამართლიანობის გამარჯვება სასამართლოში!

დღეს ჩვენი ბიუროს ადვოკატმა დავით გაფრინდაშვილმა სასამართლოში მიაღწია თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სრულ გამართლებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მაღალი პროფესიონალიზმის, სწორად შერჩეული დაცვის სტრატეგიისა და პრინციპული პოზიციის შედეგს. სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით — უდანაშაულობის პრეზუმფცია და კანონის უზენაესობა რეალურად უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს.

👏 ვულოცავთ დავითს ამ მნიშვნელოვან და დამსახურებულ გამარჯვებას!

ვამაყობთ, რომ Beka Nemsitsveridze Law Firm-ის გუნდში მუშაობენ ადვოკატები, რომლებიც თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ იცავენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებებს.

📌 ძლიერი დაცვა. სუფთა რეპუტაცია. რეალური შედეგები.
Davit Gaphrindashvili

⭕️ბექა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო ულოცავს ბიუროს დირექტორსა და დამფუძნებელს, ბექა ნემსიწვერიძეს,საქართველოს ადვოკატთ...
13/02/2026

⭕️ბექა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო ულოცავს ბიუროს დირექტორსა და დამფუძნებელს, ბექა ნემსიწვერიძეს,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ბექა ნემსიწვერიძის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის, მაღალი პროფესიული კომპეტენციის, პრინციპულობისა და იურიდიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული პროფესიული რეპუტაციის მკაფიო აღიარებას.

მისი გამოცდილება და პროფესიული ხედვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სისხლის სამართლის სფეროში ადვოკატთა ინსტიტუტის განვითარებასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.

ვუსურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ საქმიანობას და ღირსეულ წარმომადგენლობას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე.👏🏻

Address

Petre Melikishvili. 17, Office 59
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო/Nemsitsveridze Law Firm posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიურო/Nemsitsveridze Law Firm:

Shortcuts

Share