22/08/2026
შოვის ტრაგედია - სამი წელი პასუხის გარეშე.
▫️სამი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან და საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის მთავარი, ვინ აგებს პასუხს?
▫️გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. არ არსებობს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, არ არსებობს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება.
▫️თუ ვინმემ იცოდა საფრთხის შესახებ და არ იმოქმედა - უნდა დაისაჯოს ❗️
▫️თუ ვინმემ სამსახურებრივი მოვალეობა დაარღვია - უნდა აგოს პასუხი ❗️
▫️ხოლო თუ დანაშაული არ არსებობდა - ესეც უნდა დადასტურდეს ❗️
▫️სამი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ საზოგადოებას პასუხი ჰქონდეს.
▫️შოვის ტრაგედია არ უნდა დარჩეს გამოუძიებელ ტრაგედიად. სიმართლე და სამართლებრივი პასუხისმგებლობა- ეს არის მინიმუმი, რასაც დაღუპულთა ოჯახები და საზოგადოება იმსახურებენ.