ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი

ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი კვალიფიკაციური საადვოკატო მომსახურება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში

გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციასა და მომსახურებას სამოქალაქო,ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.კონფიდენციალურობა გარანტირებულია.გისურვებთ წარმატებებს.

კიდევ ერთი წარმატებული საქმე  ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგანქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაც...
21/05/2026

კიდევ ერთი წარმატებული საქმე ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, რომელიც 70 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უსაფუძვლობას შეეხებოდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო საჩივარი და ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა სამართალდარღვევის არ არსებობის გამო.

აღნიშნულ საქმეში აპელანტის ინტერესებს იცავდა ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისის იურისტი შოთა მაქაცარია.

#იურისტი #ადმინისტრაციულისამართალი #სააპელაციოსასამართლო

22/03/2026

👨👧👦 როდის არის საჭირო მამობის დადგენა სასამართლოს გზით?

ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ბიოლოგიური მამა ვერ ახერხებს სამართლებრივად აღიაროს თავისი, როგორც მამის, სტატუსი — სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება საჭირო სასამართლოს ჩართვა.

⚖️ მამობის დადგენის საქმე განიხილება, როცა:

– ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული;

– დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია არაბიოლოგიური მამა;

– ბიოლოგიური მამა ითხოვს მამობის სამართლებრივ დადგენას, მაგრამ მეორე მხარე უარს აცხადებს;

– საჭიროა ჩანაწერის გასწორება და ბავშვის იურიდიული სტატუსის მოწესრიგება.

მამობის დადგენა მნიშვნელოვანია ბავშვის იდენტობის, გვარის, მემკვიდრეობის, მოქალაქეობის,
ალიმენტის და სხვა ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51 13

09/03/2026

რა არის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით და რა რისკები ახლავს მას?!

ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით წარმოადგენს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პირი ყიდის ქონებას, მაგრამ მას რჩება უფლება შეთანხმებულ ვადაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ დაიბრუნოს გაყიდული უძრავი ქონება.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება გამოიყენება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესანიღბად და წარმოადგენს დაფარულ გარიგებას.

⚖️ მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ თუ დათქმულ ვადაში თანხას ვერ დააბრუნებთ, მეორე მხარეს შეუძლია საჯარო რეესტრში გააუქმოს თქვენი საკუთრების უფლება და თავად გახდეს ქონების მესაკუთრე.

⚖️ თითოეული საქმე ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51

#იურისტი #ადვოკატი #სამოქალაქოსამართალი #ადმინისტრაციულისამართალი #სესხი #იპოთეკა

24/02/2026

როგორ ხდება განქორწინება საქართველოში?

განქორწინება შესაძლებელია როგორც მხარეთა შეთანხმებით, ისე სასამართლოს გზით — თუ არსებობს დავა ქონებაზე, ალიმენტზე ან ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე.

⚖️ თითოეული საქმე ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51 13

კიდევ ერთი წარმატებული საქმე – ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგანთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს...
26/10/2025

კიდევ ერთი წარმატებული საქმე – ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგან

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას შემადგენლობით, განიხილა ა.ი-ს სარჩელი 63 182 ლარის ოდენობის სასესხო ვალდებულების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით. პარალელურად წარმოებაში იყო მოპასუხე შპს „ფინბიუროს“ შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა 24 052 ლარის დაკისრებას ა.ი-ს მიმართ.

აღნიშნულ საქმეში, მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისის იურისტი შოთა მაქაცარია.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და:
• ა.ი-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად – 63 182 ლარის ოდენობის სასესხო ვალდებულება ცნობილ იქნა ხანდაზმულად;
• შპს „ფინბიუროს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

#იურისტი #სამოქალაქოსამართალი

ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისის კიდევ ერთი წარმატებული საქმევახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისმა კიდევ ...
22/10/2025

ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისის კიდევ ერთი წარმატებული საქმე

ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა.

საქმე შეეხებოდა ტ.ვ.-ს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. მოსარჩელის ინტერესების დაცვის მიზნით, გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა — ბათილად ცნო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა.

მოპასუხე მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ტ.ვ.-სთან მიმართებით შეტანილი სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ.ვ.-ს საჩივარი.

ტ.ვ.-ს წარმომადგენლობას აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა შორენა ვახტანგიშვილი, ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისის ადვოკატი.

12/10/2025

#კანონი #იპოთეკა #ქონება #სესხი #უფლებები #სამოქალაქოსამართალი

⚖️ მარტოხელა მშობლის სტატუსი – რას ნიშნავს და რა შეღავათებს იძლევა?მარტოხელა მშობლები ხშირად დგანან ყოველდღიური სირთულეე...
04/10/2025

⚖️ მარტოხელა მშობლის სტატუსი – რას ნიშნავს და რა შეღავათებს იძლევა?

მარტოხელა მშობლები ხშირად დგანან ყოველდღიური სირთულეების წინაშე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სტატუსი კანონით მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ენიჭება:
✔️ თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი არ არის მითითებული;
✔️ თუ მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზოუკვლოდ დაკარგულად არის გამოცხადებული;
✔️ თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლებები;
✔️ თუ შვილად აყვანისას განმცხადებელი ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

❗️ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მშობელი მარტო ზრდის შვილს, სტატუსის მისაღებად საკმარისი არ არის.

💡 რა სარგებელი აქვს სტატუსს?

🏦 საგადასახადო შეღავათი – მარტოხელა დედას 3 000 ლარამდე წლიური შემოსავალი არ ებეგრება. (სამწუხაროდ, მამებზე ეს შეღავათი არ ვრცელდება – კანონში ხარვეზია).
💰 სოციალური დახმარება – სტატუსი გავლენას ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულებზე და დახმარების დანიშვნაზე.
🏘️ მუნიციპალიტეტების პროგრამები – ზოგ მუნიციპალიტეტში დამატებითი დახმარებები და შეღავათები მოქმედებს მარტოხელა მშობლებისთვის.

⚠️ შენიშვნა: მოქმედი შეღავათები ეხება მხოლოდ დედებს. საჭიროა ცვლილებები, რომ მხარდაჭერა თანაბრად გავრცელდეს მამაზეც.

📢 გააზიარეთ, რომ მეტი მშობელი იცნობდეს საკუთარ უფლებებს!

📢 კიდევ ერთი გამარჯვება „ვახტანგიშვილი-მაქაცარია“-ს საადვოკატო ოფისისგან!დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცი...
10/08/2025

📢 კიდევ ერთი გამარჯვება „ვახტანგიშვილი-მაქაცარია“-ს საადვოკატო ოფისისგან!

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა განიხილა გიორგი ლილუაშვილის სარჩელი პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

სარჩელი შეეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N33/25 განკარგულების ბათილობასა და პ/გ „თავისუფალი საქართველოს“ არჩევნებში რეგისტრაციის გაუქმებას.

პარტიის ინტერესებს იცავდა „ვახტანგიშვილი-მაქაცარია“-ს საადვოკატო ოფისი, იურისტი შოთა მაქაცარიას სახით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.
ეს ნიშნავს, რომ „ვახტანგიშვილი-მაქაცარია“-ს საადვოკატო ოფისმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სამართლებრივი გამარჯვება! ⚖️

01/06/2025

ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაცია

#კანონი #ცეცხლსასროლიიარაღი #სამართალი #იურისტი #ადვოკატი #სამოქალაქოსამართალი #ადმინისტრაციულისამართალი #სისხლისსამართალი

Address

აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
Tbilisi
0159

Telephone

+995571775113

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი:

Shortcuts

Share