17/06/2026
🏛️ 📖 ჩვენი ადვოკატების მონაწილეობით დასრულდა სამოქალაქო საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
▪️დავა შეეხებოდა საგზაო სამუშაოების ფარგლებში გაწეულ მომსახურებას, რომლის სანაცვლო ანაზღაურების გაღებაზე მოპასუხე კომპანია წლების განმავლობაში უარს ამბობდა.
▪️ჩვენი ადვოკატების ჩართულობით მომზადდა შესაბამისი სარჩელი და წარედგინა სასამართლოს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ძვირადღირებულ საგზაო-სამშენებლო ტექნიკას.
▪️დავის მიმდინარეობისას, მოპასუხემ სადავო გახადა, როგორც გაწეული მომსახურების მოცულობა, ასევე შეთანხმებული ფასი. განსაკუთრებული სირთულე შექმნა მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არ არსებობამ, რის გამოც საჭირო გახდა არაერთი სხვა მტკიცებულების მოძიება და წარდგენა. სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეებიც.
▪️მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით და წარდგენილი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მოპასუხეს დაეკისრა 55 000 ლარზე მეტი ოდენობით თანხის გადახდა. ✔️
შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ლეგალ სერვისი“ აერთიანებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ ადვოკატთა გუნდს. ჩვენი მიზანია, ერთგულად, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად გაგიწიოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება დაინტერესებულ პირებს.