18/05/2022
#აზარტულითამაშები
#დამოკიდებულება
#ლუდომანია
📌აზარტული თამაშების კუთხით, 2022 წლის 01 მარტიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში.
👉 შეიქმნა დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა რეესტრი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური აწარმოებს და აღნიშნულ სიაში აღრიცხულ პირებს ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს.
👉 პირის დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა რეესტრში აღრიცხვა ხდება, მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის განცხადების საფუძველზე, რომელსაც განიხილავს მაგისტრატი/რაიონული სასამართლოს მოსამართლე განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.
📍 განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი ვეღარ შეძლებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას.
📎 სასამართლოში აღნიშნულ საკითხზე განცხადების განხილვისათვის ბაჟი არ გადაიხდევინება.
📌 იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ თავს ან/და ოჯახის წევრებს, დაგვიკავშირდით:
☎️ +995 599 54 82 72
🖨️ Email: [email protected]