26/06/2024
მოკლედ დიდი ხანია არაფერი არ დამიწერია, უბრალოდ იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ანუ განსაკუთრებული რა ბევრი რამ მოხდა ბევრი რამ კიდევ ხდება მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ამბები უკვე ძალიან ბევრჯერ მოხდა და ყველა ერთმანეთს გავს. მოქალაქეებთან ერთი შეხვედრის ისტორია მახსენდება თანამდებობის პირი რომელიც იგივე თანმდებობაზე მეორედ დაინიშნა ერთი ათეული წლის შემდეგ. მოქალქეებთან შეხვედრის შემდეგ ვერ იპოვა განსხვავება დროებს შორის ანუ მოქალქეეებს იგივე პრობლემები ჰქონდათ ერთი ეთეული წლის შემდეგაც რაც ერთი ათეული წლით ადრე. მოკლედ არაფერი არ იცვლება და ზუსტად ამაზე მინდა მოვყვე.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სადაც ე.წ. "სამართალდამრღვევს" ვიცავდით (საუბარია რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივსიტებზე) ჯერ იყო და ჩემი ორდერი დაკარგეს, რომელიც ელექტრონულად არის ატვირთული ერთიან საქმისწარმოების სიტემაში. შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო ჯერ იყო და აღმოჩნდა რომ მოწმე პოლიციელს "სამართალდარღვევა" ტელევიზორში ჰქონდა ნანახი :) თუმცა იქამდე გაცხადებული გვქონდა რომ არც ერთ საინფორმაციო არხზე ოპოზიციურზე თუ სამთავრობოზე ჩანაწერები ვერსად ვერ ვიპოვეთ. მერე აღმოჩნდა რომ შსს-ს პრესსამსახურს საკუთარი საინფორმაციო გამოშვება ჰქონია თუმცა ალბათ მხოლოდ პოლიციელებისთვის, სხვანაირად ვერ ვხსნით როგორ უყურა ტელევიზორში "სამართალდარღვევას" . ხო პრესამსახური იმიტომ ვახსენეთ რომ კადრები პრესამსახურს მიუწვდია პოლიციელისთვის როგორც გაირკვა, ამიტომ ისმის კითხვა პრესამსახურს ევალება თუ არა ოპერატიული საქმიანობა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. იმიტომ რომ ისიც ვერ გავიგეთ საბოლოო ჯამში პოლიციელმა მოითხოვა კადრები, თვითონ მიაწოდა პრესასმსაურმა თუ უბრალოდ ჩაუდეს. მოკლედ როგორც გაირკვა ვიღაცამ უყურა 1 მაისს კადრებს და 21 მაისს გაახსენდათ რომ ადამიანს რომელსაც რეზინის ტყვია მოხვდა მხარში გაბრაზდა და ხელი გაიშვირა პოლიციელებისკენ სავარაუდოდ იმიტომ რომ კადრებში პოლიციელები არ ჩანან, ივარაუდეს რომ იქ იყვნენ. ნუ ჩვენც ვივარაუდეთ იმიტომ რომ სხვა არავინ არ ისროდა იმ ტყვიას იქიდან (თუმცა ეს სამართალდარვევა არ ჩათვალეს სამართალდარღვევად). მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ სასამართლომ არც ის ჩათვალა სამართალდარვევად თვალებში რომ შეასხეს წიწაკის სპრეი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა ჩვენდა გასაოცრად ეს კადრი თვითონ წარმოადგინა შსს-მ თვითონაც გაუკვირდათ იმიტომ რომ წინა ვიდეო კადრების იდენტური იყო უბრალოდ ბოლო რამოდენიმე წამის ამოჭრა დაავიწყდათ ამ ვერსიაში. საბოლოოდ იმის გამო რომ ესროლეს მოქალაქეს და საპასუხოდ გინება მიიღეს 2000 ლარით დააჯარიმეს ეს ჩვენი მოქალაქე. საგულისხმოა რომ არც ტყვიის სროლას არც წიწაკის სპრეის თვალებში შესხმას წინ არც გინებას წინ არ უძღოდა პოლიციელ(ებ)ის რაიმე სახის გაფრთხილებაც კი, რომ ყოფილიყო ბაირაღივით გამოფენდნენ და ალბათ მთელ ჰოლივუდურ ფილმს გადიღებდნენ მოწოდების გაჟღერებასთან დაკავშირებით მაგრამ არა არ ყოფილა თუმცა ჯარიმა პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისთვის დაიწერა. კარგით გავიგეთ რომ პოლიცია ემორჩილება ბრძანებებს (თუმცა უკანონო ბრძანების შესრულება არ ათავისუფლებს არავის პასუხისმგებლობისგან, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და აქ თუ არა ღმერთთან მაინც მოეკითხება) მოსამართლე ვის ემორჩილება როცა იღებს ესეთ გადაწყვეტილებას?! უარყოფს ყველანაირ ფაქტებს თავზე გვახევს ქართულ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რა გამოხატვის თავისუფლება, რის შეკრებების და მანიფესტაციების უფლება?? სად ვართ ეს ყველაფერი მხოლოდ დაწერილია ქაღალდზე რომელსაც დიდი ალბათობით ტუალეტებში იყენებენ.
მოკლედ ცირკია და არა სახელმწიფო უბრალოდ არავის აღარ ეცინება.