09/01/2026
👩⚖️ ქალთა მემკვიდრეობის უფლება – რას ამბობს კანონი?
მემკვიდრეობა არის გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრეებზე გადასვლა. მემკვიდრეობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით (მე-19 მუხლი) და დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.
📌 პრაქტიკაში მემკვიდრეობის საკითხი ხშირად სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება და კულტურულ-ტრადიციული შეხედულებებით განისაზღვრება, რაც ხშირ შემთხვევაში ქალთა უფლებების შეზღუდვას იწვევს.
➡️ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: კანონი არ განასხვავებს ქალ და კაც მემკვიდრეებს შორის.
⚖️ მემკვიდრეობა შეიძლება განისაზღვროს:
კანონით
ანდერძით
ან ორივე ერთად
📍 კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს მაშინ, როდესაც ანდერძი არ არსებობს, ბათილია ან სრულად არ მოიცავს ქონებას.
არსებობს 5 რიგის მემკვიდრე, სადაც წინა რიგის თუნდაც ერთი პირის არსებობა გამორიცხავს მომდევნო რიგს.
👨👩👧👦 პირველი რიგის მემკვიდრეები არიან:
შვილები, მშობლები, მეუღლე, შვილიშვილები (განსაზღვრულ შემთხვევებში).
➡️ ისინი თანაბარ წილს იღებენ.
❗ გენდერული განსხვავება კანონისთვის სრულიად მიუღებელია.
მაგალითად:
თუ გარდაცვლილს ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი, ისინი ქონებას თანაბრად მიიღებენ.
📝 ანდერძი და სავალდებულო წილი
მამკვიდრებელს ანდერძით შეუძლია თავად განსაზღვროს მემკვიდრეთა წრე, თუმცა:
კანონი იცნობს სავალდებულო წილის ცნებას.
➡️ სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს:
შვილს
მშობელს
მეუღლეს
❗ თუნდაც ანდერძში ქალიშვილი არ იყოს მოხსენიებული, მას მაინც ეკუთვნის იმ წილის ნახევარი, რასაც კანონით მიიღებდა.
📌 მაგალითი:
თუ მშობელს ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი და ანდერძით მთელ ქონებას ვაჟს უტოვებს,
➡️ ქალიშვილს მაინც აქვს 25%-ის მიღების უფლება.
ან თუ ანდერძით ვაჟს რჩება 90%, ქალიშვილს – 10%,
➡️ ქალიშვილს შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო 25%.
⚖️ იცოდეთ თქვენი უფლება – კანონი თქვენს მხარესაა.
📞 კონსულტაციისთვის მოგვმართეთ – ჩვენთან კონსულტაცია უფასოა