Case IN

Case IN Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Case IN, Lawyer & Law Firm, აეროპორტის გზატკეცილი N22, Batumi.

• LEGAL CONSULTATION AND FULL ASSISTANCE
• ACCOUNTING SERVICES
• ORGANIZATIONAL STRUCTURE FORMATION
• REAL ESTATE / PROPERTY / LAND REGISTRATION
• RESIDENCE PERMITS
• TRANSLATION
• INVESTMENT ADVISORY AND SOLUTIONS

💍⚖️ნიშნობის სამართლებრივი ბუნება📢ნიშნობა წარმოადგენს მომავალ მეუღლეთა ნების გამოვლენას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებე...
25/10/2023

💍⚖️ნიშნობის სამართლებრივი ბუნება

📢ნიშნობა წარმოადგენს მომავალ მეუღლეთა ნების გამოვლენას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ დაქორწინებას. ნიშნობას არ გააჩნია სავალდებულო ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ უარი თქვან დაქორწინებაზე და ნიშნობის ფაქტიდან გამომდინარე მეორე პირი ვერ მოითხოვს სასამართლოში იძულებით ქორწინებას.

📌საზოგადოებაში არსებობს დამკვიდრებული ტრადიცია, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა სამომავლო ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს.

👩‍🎓ვინაიდან ნიშნობას არ გააჩნია სამართლებრივად სავალდებულო ძალა, კანონმდებელი ადგენს ნიშნობის საჩუქრების (რაც ხშირად ძვირადღირებული ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს, იმ შემთხვევისათვის, როცა ნიშნობას არ მოყვება ქორწინება.

✅ იურიდიული კონსულტაცია.
✅ განცხადების, საჩივრის, სარჩელის/ შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა.
✅წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.

დაგვიკავშირდით: +995 591 71 61 63

 #ალიმენტი  #ალიმენტისდაკისრება   #ადვოკატი⚖️ სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არ...
24/10/2023

#ალიმენტი #ალიმენტისდაკისრება #ადვოკატი

⚖️ სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

📌ალიმენტის ოდენობაზე და გადახდის წესზე თანხმდებიან მშობლები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მშობელმა, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის/შვილების სასარგებლოდ.

💸ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის კონკრეტულ თანხას ასახელებს მშობელი სარჩელში, თუმცა მის ოდენობას საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

📢👩‍🎓მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების შესახებ შევა კანონიერ ძალაში, დაიწყება მისი აღსრულება და იმ მშობლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, ან შეეძინება სხვა შვილები, რომელთაც ასევე რჩენა სჭირდება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის თანხის შემცირება. გაითვალისწინებთ - მშობელი, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა, არ თავისუფლდება ალიმენტის თანხის გადახდისგან !

✅ იურიდიული კონსულტაცია.
✅ განცხადების, საჩივრის, სარჩელის/ შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა.
✅წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
დაგვიკავშირდით: +995 591 71 61 63

📢მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობა ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციე...
16/10/2023

📢მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობა ორ სამართლებრივად თანასწორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, არსებობს საფრთხე, რომ დასაქმებული აღმოჩნდეს არახელსაყრელ და არათანაბარ პირობებში დამსაქმებელთან შედარებით.

📌ძირითადად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.როგორც წესი, აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს ან არღვევს ეთიკურ ნორმებს მუშაობის პერიოდში.

‼️ სამსახურის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაშიც ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა გაათავისუფლონ, თუ მისი სხვა სტრუქტურაში გადაყვანა შეუძლებელია.

👩‍⚖თუ პირი მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

⚖️👩‍🎓რათქმაუნდა, ადვოკატის დახმარება უმნიშვნელოვანესია. ადვოკატს უნდა მიეწოდოს გათავისუფლების ბრძანება, დოკუმენტები დისციპლინური წარმოების შესახებ, ასევე ადმინისტრაციული კუთხით ამ საქმეზე შედგენილი ყველა საბუთი რის საფუძველზეც შეაფასებს, რამდენად აქვს დაზარალებულს შანსი საქმე მოიგოს.

📌დასაქმებულმა სასამართლოში შეიძლება მოითხოვოს:

⭕გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;
⭕სამსახურში აღდგენა;
⭕იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

გჭირდებათ იურისტის დახმარება ?
✅ კონსულტაცია
✅ იურიდიული მომსახურება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 +995 591 71 61 63

10/10/2023

#გაეცანი გაფიცვის უფლებით სარგებლობის პროცედურას.

📢 გაიგე მეტი, საიას მიერ დასაქმებულებისთვის გაფიცვის უფლებაზე მომზადებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოში, რომელშიც ყველა ძირითად კითხვაზე იპოვით პასუხს.

სახელმძღვანელო იხილეთ აქ 👇

https://gyla.ge/files/2020/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/untitled%20folder/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf

📢გჭირდებათ იურისტი სამემკვიდრეო დავებთან დაკავშირებით❓👩‍🎓🗒️გთავაზობთ კონსულტაციას სამემკვიდრეო საკითხებზე და წარმომადგენ...
09/10/2023

📢გჭირდებათ იურისტი სამემკვიდრეო დავებთან დაკავშირებით❓

👩‍🎓🗒️გთავაზობთ კონსულტაციას სამემკვიდრეო საკითხებზე და წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში. სამემკვიდრეო საქმეებზე, ხშირად, საჭიროა იუსტიციის სამინისტროს სისტმაში შემავალი ორგანოებში საქმის წარმოება ან/და დოკუმენტების გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

⚖️✅ჩვენი იურისტები, სამემკვიდრეო დავებზე, ყველა ინსტანციის სასამართლოში, სრულ იურიდიულ მომსახურებას გაგიწევენ.

✅ კონსულტაცია
✅ იურიდიული მომსახურება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54

📌Unilateral Termination of Registered Lease Agreement📝A lease agreement with more than one-year term in Georgia requires...
09/10/2023

📌Unilateral Termination of Registered Lease Agreement

📝A lease agreement with more than one-year term in Georgia requires registration with the Public Registry. By way of registration, the tenant appears in the extract of the property and identity of the tenant becomes a public knowledge. According to the case law of the Supreme Court of Georgia, the registration or non-registration of the lease does not in any way effect the validity of the lease agreement itself. However, the tenants to the long-term lease relations usually request to register such right before the Public Registry. To avoid complications related to termination of such registration, landlords usually insert a provision in the lease agreement which entitles the landlord to unilaterally terminate the registration upon expiry or early termination without any further approval or consent of the tenant. Such provision also includes authorization for the landlord and an irrevocable consent of the tenant to carry out the above termination without any further approval from the tenant or the requirement to present to the Public Registry any documents confirming termination of the lease.
Due to the practice of the National Agency of Public Registry of the Ministry of Justice of Georgia (the Public Registry), the unilateral right of the landlord to terminate registration of the lease agreement upon early termination of the agreement, cannot be enforced.

⭕More importantly, this practice disregards the interests of the landlord as it is least likely for the defaulting tenant to agree to the termination of the registration. This puts good-faith landlord in a complicated situation when a new long-term tenant insists on registration of the lease. In such case, if the former tenant refuses to agree to terminate registration, the landlord needs to resort to time and cost consuming litigation to obtain relevant judgment from the court for the purposes of termination of registration. By the time the issue of registration is resolved by the court, the landlord might lose income if the new tenants refuse to enter lease relation without registration of the lease right.

📳 For more information and advise please contact us:
+995 591 71 61 63 / 555 74 64 54 (WhatsApp/viber)

📢ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს. ⭕პირველი,როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს...
04/10/2023

📢ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს.
⭕პირველი,როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს , ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ფორმდება, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს ოქმი და თავი არ ცნოს ბრალეულად. შესაბამისად, სასამართლოში შეგიძლია იდავო აღნიშნულ საკითხზე და იქმნება იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ მოუწიოს მოქალაქეს.
⭕მეორე, როცა ბრალეულობას ცნობ, მაგრამ ზიანის ოდენობას არ ეთანხმები. როგორც წესი, თუ მანქანა დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანია თავის კალკულაციას ადგენს, სადაც უმეტეს შემთხვევაში გაზრდილი თანხა აქვს მითითებული. სადაზღვევო კომპანია დომინანტური კომპანიებისგან ყიდულობს მანქანის ნაწილებს, რაც საბაზრო ღირებულებას ბევრად აღემატება. გაზრდილი კალკულაცია კი მოთხოვნის სახით ბრალეულ მხარეს წარედგინება,იმისათვის რომ ზიანი აანაზღუროს. ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ალტერნეტიული ექსპეტიზის დასკვნის არებობა,რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯის გაღებისგან დაიცავს.
❗იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ბრალეულობას ცნობს, მნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევიდან ძალიან სწრაფად ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოხდეს.
ექსპერტი აღწერს მანქანის არსებულ მდგომარეობას, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა თანხაა სჭირო დამდგარი ზიანის აღმოფხვრისთვის. შესაბამისად , სასამართლოსა და მოპასუხე მხარეს ექსპერტის დასკნის სახით ექნებათ მტკიცებულება სადაზღვევო კომპანიის გაზრდილი კალკულაციის შესახებ,რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯს გაღებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

გჭირდებათ იურისტის დახმარება ?
✅ კონსულტაცია
✅ იურიდიული მომსახურება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54

📌 ყოველდღიურ ცხოვრებაში იურიდიული საკითხები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველით. ნებისმიერი სახის...
02/10/2023

📌 ყოველდღიურ ცხოვრებაში იურიდიული საკითხები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველით. ნებისმიერი სახის სამართლებრივ ურთიერთობაში, სანდო და კვალიფიციური იურისტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
💰⚖️იურიდიული მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ რიგ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღება ჭიანურდება.
👉 სწორედ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გთავაზობთ სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას.
👨‍⚖️⚖️🏢 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის და დეტალურ რჩევებს გასაგებ ენაზე მოგაწვდით (მათთვის, ვინც ნაკლებად ერკვევა სამართლებრივ ტერმინებში).
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54

📌პრივატიზება გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივ...
20/09/2023

📌პრივატიზება გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას.

🔴მიუხედავად იმისა რომ საცხოვრებელი ფართების პრივატიზება დაწყებულია 1992 წლიდან, დღემდე ეს პროცესი არ არის დასრულებული, ამავე დროს არის ბევრი ნიუანსი რის გამოც კონკრეტულ საქმეებზე შესაძლოა ეს პროცესი დროში გაიწელოს და სასამართლოს განხილვის საგანიც გახდეს.

🔎მარეგულირებელი კანონმდებლობა:
1. საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ;
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების
შესახებ’’;
3. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”;
4. ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი’’;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები ადმინისტრაციული სამართლის საქმეებთან დაკავშირებით

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54

‼️ Yeni "Girişimciler Hakkında" yasaya göre, 1 Ocak 2022'den önce kayıt olan tüm şirketler, şirket kayıt verilerinin yen...
14/09/2023

‼️ Yeni "Girişimciler Hakkında" yasaya göre, 1 Ocak 2022'den önce kayıt olan tüm şirketler, şirket kayıt verilerinin yeni yasaya uygunluğunu sağlamakla yükümlüdür.

🔖 Zorunluluğun 1 Ocak 2024 tarihine kadar yerine getirilmesi gerekmektedir!!!

🔖 Belirtilen tarihten önce şirket ortakları kuruluş sözleşmesini, tüzüğünü tasdik etmek/imzalamak ve ticaret siciline tescil için gerekli belgeleri ibraz etmekle yükümlüdür.

🔖 Yükümlülüğün yerine getirilmemesi durumunda iş sicilinde şirkete 3 aylık ek süre tanımlanacaktır. Bu süre içerisinde yükümlülüğün yerine getirilmemesi halinde şirketin kaydı otomatik olarak iptal edilmiş sayılır.

Daha fazla bilgi için bizimle iletişime geçin:
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54 (WhatsApp/viber)

რა შემთხვევებშია დასაშვები უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზება (დაკანონება)❓📌საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის...
14/09/2023

რა შემთხვევებშია დასაშვები უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზება (დაკანონება)❓

📌საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით ლეგალიზებას ექვემდებარება:
ა) 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტები (მაგ. უნებართვო მიშენება) ან მათი ნაწილები (მაგ. უნებართვოდ მოწყობილი (გამოჭრილი) ფანჯრის ღიობი);
ბ) მრავალბინიან სახლებზე (კორპუსებზე) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით განხორციელებული დაუმთავრებელი მიშენება-დაშენებები, თუ მშენებლობა დაიწყო 2007 წლის 1 იანვრამდე და მისი დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (მანსარდის) დამატებას;
გ) 500 კვ. მ-მდე საერთო ფართობის მქონე დაუმთავრებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (ე.წ. კერძო სახლები), რომელთა მშენებლობა დაიწყო 2007 წლის 1 იანვრამდე, ნულოვან ნიშნულამდე მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და, ამასთანავე, მშენებლობის დამთავრება გათვალისწინებულია არსებულ გაბარიტში (ფართის მატების გარეშე);
დ) 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (კორპუსები), რომლებზეც აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები ფართის მატების გარეშე.
ამრიგად, ნებისმიერ შემთხვევაში უნებართვოდ/პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზების სავალდებულო წინაპირობაა მშენებლობის წარმოება 2007 წლამდე, რაც დოკუმენტურად უნდა იქნეს დადასტურებული.

🔴2021 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი („დროებითი წესი“) დაამტკიცა.

‼️ექსპლუატაციაში მიღებას ექვემდებარება 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობა (ე.ი. ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით (ჩათვლით) დამთავრებულია), რომლის მშენებლობა წარმოებულია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე ან რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა მოქცეულია (ობიექტი განთავსებულია) დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ)/განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) არეალში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 +995 591 71 61 63 / +995 555 74 64 54

For English please, scroll down ⬇️📢 „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული ყვ...
11/09/2023

For English please, scroll down ⬇️
📢 „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

‼️ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოება:
• გაუქმებულად ჩაითვლება;
• იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქონება, დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი.

📢 Mandatory changes for legal entities/Bringing the founding documents into compliance

Regarding the obligations stipulated by the new edition of the Law of Georgia on „ Entrepreneurs, all business entities already registered (and among them, LLCs) are obliged to bring their founding documents into compliance with the legislation within a period of 2 (two) years from January 1, 2022.

‼️ The obligation must be fulfilled until January 1, 2024.

In case of non-rectification of the defect (change) within this period, the entrepreneurial society:
• will be considered cancelled;
• If he has property, the liquidation process will begin.

𝐅𝐨𝐫 𝐌𝐨𝐫𝐞 𝐈𝐧𝐟𝐨𝐫𝐦𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐂𝐨𝐧𝐭𝐚𝐜𝐭 𝐔𝐬:
+995 591 71 61 63 / 555 74 64 54 (WhatsApp/viber)

Address

აეროპორტის გზატკეცილი N22
Batumi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995591716163

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Case IN posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Case IN:

Share

About Us

Legal Company “LEGALION Corp.” established in 2017 year. We work in all direction of Law. Company aim is to provide operative and qualified legal services to national and international individuals and entities.

Operation and high quality of our production rely on the group involved by qualified lawyers with different area of law. Who are skilled in several foreign languages.

We collaborate with national and international Start Up and successful business companies. Our service is already used by Georgian, Russian, Ukrainian, Turkish, Jordanian and Arabic entities.